შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

უდაბნოს განუმეორებელი ლანდშაფტი

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ უდაბნოს ლანდშაფტი ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით მწირი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, მაინც მხიბლავს საჰარის ქვიშიანი და არქტიკის ყინულოვანი უდაბნოები, თოვლით დაფარული გობი, ატაკამისა და პატაგონიის პეიზაჟები ხომ განუმეორებელია…

უდაბნოს ლანდშაფტის ტიპს, არიდულ ან ნახევრად არიდულ ტერიტორიას, დედამიწის ხმელეთის დაახლოებით 1/3 უჭირავს. აქვე უნდა ვახსენოთ ანტარქტიკული და არქტიკული უდაბნოებიც, რომლებსაც „ცივ უდაბნოებს” უწოდებენ. მთლიანად უდაბნოებს 11% (16,5 მლნ კმ²) უკავია, ცივ უდაბნოებთან ერთად კი – 20%.

უდაბნოები ზომიერი კლიმატური სარტყლიდან ტროპიკულის ჩათვლით ვრცელდება. მათთვის დამახასიათებელია ნალექების მინიმალური რაოდენობა, ტემპერატურის მაღალი ამპლიტუდა და ფლორისა და ფაუნის სიმწირე.

ვრცლად

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი