სწავლა-სწავლების პროცესის ფუნდამენტური მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლისთვის ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაც.
მეთოდი, რომლის სახელწოდებაა VaKE (Values and Knowledge Education), გულისხმობს ღირებულებით განათლებას, მაშასადამე, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, ამა თუ იმ საგნის შესწავლასთან ერთად ღირებულებებიც განივითაროს.
მასწავლებელს შეუძლია, აიღოს დილემა და მასზე ააგოს გაკვეთილი. დილემა ხომ ამბავია, რომელსაც ჰყავს პერსონაჟები. ეს პერსონაჟები აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციაში, სადაც ღირებულებები სასწორზე დევს.
დილემაზე ფიქრის დროს მოზარდები ააქტიურებენ საკუთარ ემოციურ ინტელექტს, გონების ზედაპირზე ამოდის მათი ღირებულებები და იწყება ჭიდილი. ამ ჭიდილში იჭედება მათი აზრებიც. პროცესი გადაიზრდება მსჯელობაში, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი აზრის გამოხატვაში, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, მეტყველების, წერის, არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებაში.
მასწავლებლისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, შეაფასოს მოსწავლეები, დაინახოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები; არის კარგი წინაპირობა სწავლების იმგვარად დაგეგმვისა, რომ პროცესში გათვალისწინებულ იქნეს თითოეული მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები. მასწავლებელი ხედავს, როგორ მეტყველებენ, როგორ წერენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ თანაკლასელებთან, შეუძლიათ თუ არა პარტნიორთან მუშაობა, აქვთ თუ არა პრეზენტაციის უნარი და ა.შ.
მეთოდ VaKE–ს გამოყენებით შეგვიძლია ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა. საგნების არჩევანი შესაძლოა დამოკიდებული იყოს დილემაზე, რომელზეც განზრახული გვაქვს გაკვეთილის აგება. ისიც შესაძლოა, დილემა შევარჩიოთ იმ საგნების მიხედვით, რომელთა ინტეგრირებაც გვსურს.
საჭიროა, გაკვეთილის ყოველი აქტივობა ზედმიწევნით გვქონდეს გააზრებული და დაგეგმილი. გავითვალისწინოთ, რომ დილემაზე აგებული ინტეგრირებული გაკვეთილისთვის ყოველთვის არ არის საკმარისი 1 საგაკვეთილო საათი და თავიდანვე ორზე გავთვალოთ.
გთავაზობთ ინტეგრირებულ გაკვეთილს ინგლისურსა და ბიოლოგიაში.
ინტეგრირებული გაკვეთილი: ინგლისური-ბიოლოგია
თემა: Atomic Power Plant Dilemma (ატომური ელექტროსადგურის დილემა)
კლასი:VIII-IX
მასწავლებელები:
ჩატარების ადგილი და თარიღი:
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები გარემოს დაცვაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ენერგიის წყაროებზე, ეთიკურ არჩევანზე. განივითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს. მოსწავლეები ისწავლიან კონფლიქტურ სიტუაციაში გააზრებული არჩევანის გაკეთებას. გააუმჯობესებენ ინგლისურად აზრის გამოთქმის, მეტყველების, წერის უნარებს. გამოიყენებენ dilemma vocabulary–ს (დილემისთვის დამახასიათებელ ლექსიკას). მოსწავლეები შეძლებენ, იმსჯელონ გარემოსა და ჯანმრთელობაზე ატომური ენერგიის გავლენის შესახებ, აღწერონ რადიაციის თანმხლები საფრთხეები, გაიაზრონ ადამიანის ჯანმრთელობის კავშირი გარემოსთან.
საჭირო რესურსები: დილემის ტექსტი, დაფა/პროექტორი, ფურცლები, მარკერები, ფოტოები
შეფასების ტიპი: განმავითარებელი შეფასება
| N | აქტივობა
|
მეთოდი | კლასის ორგანიზება | დრო |
| 1 | პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, სტრუქტურას და წესებს. დაურიგებს მათ სამუშაო რესურსებს, შესაბამისად მოაწყობს კლასს (მერხების განლაგება და ა.შ). | 5 წუთი | ||
| 2 | Warm-up აქტივობა. მასწავლებელი დაფაზე წერს წინადადებას: „Would you choose money for your family or safety for society?“ მოსწავლეები პასუხობენ: „yes/no“; ასახელებენ მოკლე მიზეზებს. | დისკუსია | მთელი კლასი | 5 წუთი |
| 3 | გაკვეთილისწინა ლექსიკის გაცნობა: მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს და სთხოვს ბაშვებს გააკეთონ განმარტებები. რაც არ იციან მასწავლებელი უხსნი მათ.
· radiation · environment · disease · safety · unemployment · pollution · responsibility · difficult choice · dilemma |
წინარე ცოდნის გააქტიურება | მთელი კლასი | 10 წუთი |
| 3 | მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს ბავშვებს ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია ატომური ელექტროსადგური, დაბინძურებული გარემო, საავადმყოფო, პროტესტი და სთხოვს, აღწერონ, რას ხედავენ ფოტოებზე. | სურათების აღწერა | მთელი კლასი | 10 წუთი |
| 4 | ბიოლოგიასთან ინტეგრაცია: მასწავლებელი მოკლედ განიხილავს ატომური ელექტროსადგურის რადიაციის მნიშვნელობას; იმას, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია უჯრედებზე (იონიზაცია, დნმ-ს დაზიანება), რომელი ორგანოებია ყველაზე მგრძნობიარე რადიაციის მიმართ (ფარისებრი ჯირკვალი, ძვლის ტვინი), რა გრძელვადიანი შედეგი აქვს რადიაციით დაბინძურებას (კიბო, გენეტიკური ცვლილებები), რა მაგალითები ვიცით (ჩერნობილი, ფუკუშიმა). მეორე მხრივ, უხსნის იმასაც, რა დადებითი მხარე აქვს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, როგორ მოქმედებს ის ქვეყნის ეკონომიკაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ა.შ. ამის შემდეგ კლასს დაყოფს ჯგუფებად (2 ან 3 მოსწავლე) და სთხოვს ბავშვებს, ჩამოწერონ ატომური ელექტროსადგურის დადებითი და უარყოფითი მხარეები T-CHART ის გამოყენებით. (advantages: produces a lot of energy, less air pollution than some fuels creates jobs. Disadvantages: radiation risks, possible environmental damage, health problems, dangerous accidents).
|
T-CHART | ჯგუფური მუშაობა | 15 წუთი |
| 5 | გაგრძელება. კლასი ისევეა მოწყობილი, როგორც წინა გაკვეთილზე და მოსწავლეებიც ისევე არიან განაწილებული ჯგუფებში).
ეკრანზე ჩანს დილემის ტექსტი. მოსწავლეები კითხულობენ დილემას. მასწავლებელი აძლევს დროს, რომ დილემის კარგად გააზრება შეძლონ. |
კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა | ჯგუფური მუშაობა | 10 წუთი |
| 6 | მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ამ ჯგუფებში ანაწილებს როლებს:
· თავართქილაძეების მამა · ექიმი · გარემოს დამცველი · ქალაქის მერი · ადგილობრივი მცხოვრები სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი როლების მიხედვით იმუშაონ სხვადასხვა წყაროზე (რადიაციის, ენერგეტიკის, ეთიკური არჩევანის შესახებ და ა.შ.) და მოამზადონ ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანი. |
კვლევა/ცოდნის მოძიება
Role-play – როლური თამაში
|
15-20 წუთი | |
| 7 | როდესაც ბავშვები დაასრულებენ მუშაობას, გაიმართება მათი არგუმენტირებული არჩევანის წარდგენა. შეფასება მოხდება ტაშით. | 10 წუთი |
დილემა:
Atomic Power Plant Dilemma
The Tavartkiladze family lives in a small one-and-a-half-room apartment in a block of flats. The father is a construction worker, but he has been unemployed for a year because the company he worked for went bankrupt. Every day he looks for a job, but so far he has not found one and there seems to be little hope of employment.
The mother takes care of the house and looks after their three children. Giorgi is 13 years old, Tina is 12, and Mishiko is 3 years old. In addition to their financial problems, Mishiko suffers from a serious illness and needs expensive medication. Relatives try to help the family, but their support is not enough. The family can no longer cope with their difficulties. If the father does not find a job soon, Mishiko’s life may be in danger.
A nuclear power plant, which has been planned for many years, is about to be built in their city. The construction company needs workers, and Mishiko’s father has the opportunity to get a well-paid job there.
However, many local people are protesting against the construction of the power plant. They believe that it is too close to residential areas and that the necessary safety standards are not being properly protected. A public survey is being conducted to decide whether the power plant should be built or not.For the Tavartkiladze family, the well-paid job is extremely important.
1.Should the father accept the job, even though many people are protesting? 2.Should the city allow the construction of the power plant, considering its impact on families like the Tavartkiladzes?
შეფასების კრიტერიუმები:
| კრიტერიუმები | დაბალი | საშუალო | მაღალი |
| გაკვეთილში ჩართულობა | არ არის ჩართული გაკვეთილში, უჭირს ჯგუფში მუშაობა და არგუმენტირებული მსჯელობა. | საშუალოდ ჩართულია გაკვეთილში, საშუალოდ მუშაობს ჯგუფთან, მეტ-ნაკლებად შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა. | მაქსიმალურად ჩართულია გაკვეთილში, კარგად მუშაობს ჯგუფში, შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა. |
| ლექსიკა | არ აქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი და ვერ ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე. | აქვს საშუალო ლექსიკური მარაგი და ხშირად ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე. | აქვს ძალიან კარგი ლექსიკური მარაგი და ყოველთვის ახერხებს კომუნიკაციას გაკვეთილზე. |
| პრეზენტაციის უნარი | არ შეუძლია პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა. | ახერხებს პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას კლასის წინაშე. | ძალიან კარგად ახერხებს პრეზენტაციის მომზადებას და წარდგენას კლასის წინაშე. |
გამოყენებული ლიტერატურა:
ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი. ცოდნა და ღირებულებითი განათლება. თბილისი, 2018


