მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის კათედრების თანამშრომლობით შეიქმნა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი – ,,მწვანე არჩევანი’’ ანუ ერთად ვიზრუნოთ, რომ 2022-ში მეტმა ადამიანმა გააკეთოს მწვანე არჩევანი და გალვანური ელემენტები ჩავანაცვლოთ ეფექტური ალტერნატივით და ნაგავში არ გადავყაროთ ერთჯერადი გამოყენების ელემენტები.
პროექტი ითვალისწინებს, დავაფიქროთ სასკოლო საზოგადოება და ვიდრე თითოეული მათგანი გამოყენებულ ელემენტს ნაგვის ურნაში ჩააგდებს, საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვას: ამ ქმედებით გარემოს ზიანს ხომ არ ვაყენებ?
როგორც ცნობილია ერთჯერადი გამოყენების ელემენტი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია… ის შესაძლოა, ისეთ საშიშ ქიმიკატებს შეიცავდეს, როგორებიცაა: ტყვია, კადიუმი, ლითიუმი, თუთია და სხვა. თუ ჩვენი დაუდევრობით ელემენტი ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში აღმოჩნდება, აღნიშნული მავნე ნივთიერებები შესაძლოა, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს შეერიოს, რის შემდეგაც ის საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი არსებებისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის. სწორი გამოსავალი არც ელემენტის დაწვაა, რადგან მავნე ნივთიერებები ატმოსფეროში ხვდება. ასეთ დროს ელემენტი შეიძლება აფეთქდეს კიდეც, რაც საფრთხეს უქმნის ირგვლივმყოფ შენობა-ნაგებობებსა და ადამიანებს. ამასთან, 1 გამოყენებული ელემენტი დაახლოებით 20 მ2 ნიადაგსა და 400 ლიტრ წყალს აბინძურებს!
ამ პროექტით გვსურს მოსწავლეებმა კარგად დაინახონ:
- როგორ ხდება ელექტროლიზის პრაქტიკაში გამოყენება;
- როგორია გალვანური ელემენტებისა და აკუმულატორების მუშაობის პრინციპი;
- როგორ უნდა ხდებოდეს ვადაგასული ელემენტებისა და აკუმულატორების უსაფრთხო განთავსება-უტილიზაციის მეთოდების შერჩევა;
- რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, რაც სწორი, ეკომეგობრული გადაწყვეტილების საწინდარია;
- რომ გალვანური ელემენტების ფართოდ გამოყენება პრაქტიკაში მოსახერხებელია ელექტრული ენერგიის მისაღებად.
სასკოლო პროექტში ყველა საგნობრივი კათედრა ჩაერთო. გთავაზობთ კათედრების მიხედვით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალს.
საბუნებისმეტყველო კათედრის კოორდინირებით მუშაობს მოსწავლეთა რამდენიმე ჯგუფი.
პირველი ჯგუფის მოსწავლეების დავალებაა – მოიპოვონ მასალები თვალსაჩინოებისთვის და აიღონ შემდეგი სახის ინტერვიუები მძღოლებისა და ავტომოყვარულებისაგან:
- შეაგროვონ ინფორმაცია, დღეისათვის რა სახის გალვანური ელემენტები და აკუმულატორები შემოდის საქართველოს ბაზარზე გასაყიდად;
- რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადასხვა ფირმის მიერ დამზადებული მოწყობილობები;
- რომელ მათგანს რა უპირატესობა აქვს?
მეორე ჯგუფის მოსწავლეების დავალებაა – მოიპოვონ მასალები თვალსაჩინოებისთვის და აიღონ შემდეგი სახის ინტერვიუები მძღოლებისა და ავტომოყვარულებისაგან:
- როგორ ადევნებენ თვალყურს გალვანური ელემენტებისა და აკუმულატორების მდგომარეობას;
- რის მიხედვით ადგენენ, როდისაა საჭირო მათი დამუხტვა და რა ხერხებს მიმართავენ ამ დროს;
- როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, როდესაც გოგირდმჟავას სიმკვრივე საჭიროზე ნაკლებია, ან ტყვიის ფირფიტები ამოჭმულია გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებით?…
- მოსწავლეები გაიგებენ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ აკუმულატორებს და როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში.
- იმსჯელონ, კიდევ რა “ღირსება“უნდა ჰქონდეს აკუმულატორს ან თუნდაც მშრალ ელემენტს, რომ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იყოს…
- იმსჯელონ, არსებობს თუ არა თუნდაც თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ აკუმულატორმა მომავალში ეს „ღირსება“შეიძინოს. თუ მიგაჩნიათ,რომ თქვენი სურვილი მხოლოდ ოცნებაა…
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მოიპოვონ თეორიული მასალა, პრაქტიკულად დაათვალიერონ აკუმულატორები, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე:
- რატომ და როგორ გამოიყენება აკუმულატორი ავტომობილში;
- რა სახის აკუმულატორები გამოიყენება ავტომობილებში და რა განსხვავებაა მათ შორის?
- რა ფუნქცია აქვს აკუმულატორს მანქანაში?
- რაზეა დამოკიდებული აკუმულატორის ვარგისიანობა?
- როდის არის საჭირო აკუმულატორის დამუხტვა , რატომ და როგორ ხდება ეს?
- რა პროცესები მიმდინარეობს აკუმულატორში დამუხტვისას?
- რამ შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა?
- შესაძლებელია თუ არა გახანგრძლივდეს ,,ვარგისიანობის“ ვადა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
- რა ტიპის აკუმულატორებს იყენებენ ცნობილი ავტომწარმოებლები?
- როგორ ხდება ვადაგასული აკუმულატორების უსაფრთხო განთავსება?
- როგორ ხდება ვადაგასული აკუმულატორების უტილიზაცია ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ?
- რატომ არ შეიძლება მათი განთავსება ნაგავსაყრელზე?
სასკოლო პროექტის ამ აქტივობებში ჩართული მოსწავლეთა ჯგუფის მოსწავლეებმა – შეიძინეს ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, ინტერვიუს დაგეგმვის, აღების, მასალების გადამუშავების გამოცდილება. განივითარეს მედიაწუგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერების, უნარები და სემიოტიკური კომპეტენცია.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო კათედრაზე შესაბამისი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა თემატური სახალისო ექსპერიმენტები:
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფმა შეისწავლა:
- ბაზელის კონვენციით დადგენილი გადაზიდვის პროცესზე დაკვირვების წარმოების პროცედურის სქემას.
- კონვენციის თანახმად, 1996 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოქმედებაშია დღემდე.
- აღნიშნული კანონით რეგულირდება როგორც სახიფათო, ისე არასახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი.
- აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ნარჩენების განთავსების შემდგომ, განმათავსებელი ავსებს განთავსების, გადაზიდვა- გადატანის დოკუმენტს. ხოლო მის ხელმოწერილ ასლს უგზავნის ექსპორტიორს ექსპორტიორ ქვეყანაში ნარჩენების მიღებისასწარსადგენად.
საზოგადოებრივი კათერდის კოორდინირებით შექმნილმა ჯგუფმა შესწავლილი მასალები მიაწოდა საბუნებისმეტყველო კათედრის კოორდინირებით შექმნილ ჯგუფებს.
უცხო ენების კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფმა:
ინგლისურენოვანი საიტის გამოყენებით პროექტის დაწყებამდე შეავსო და პროექტის დასრულების შემდეგ შეავსებენ ეკონაკვალევის ავტომატურ დამთვლელს.
რადგან არ არსებობს ეკონაკვალევის გამოთვლის გაქართულებული ვერსია, ამიტომ ინგლისური ენის კათედრის ჩართულობა ამ პროექტში ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია. რა არის ეკონაკვალევი?
ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს…
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფი შერჩეულ საკითხზე ახდენს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციების მომზადებას: ესე, ინტერვიუ, ნარკვევი, რეპორტაჟი და ქმნიან ონლაინ გაზეთისთვის მასალებს.
მათემატიკის კათედრის კოორდინირებული მუშაობით მოსწავლეთა ჯგუფი პროექტის დაწყებამდე მოახდინეს სკოლის საზოგადოების გამოკითხვას და პროექტის აქტივობების შემდეგაც იგივე კითხვარით განახორციელებს გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს გააკეთებენ. ამავდროულად, ინფორმატიკის მასწავლებელთან კოორდინირებული მუშაობით მოხდება მარტივი ონლაინგაზეთის აწყობა.
დაწყებითი კლასების კათედრა მოსწავლეებისათვის მოამზადეს მცირე საინფორმაციო ფლაერები და მოსწავლეების თანამონაწილეობით დაგეგმეს საინფორმაციო კამპანიები“რა საფრთხეს ქმნის ნაგავში გადაყრილი გამოყენებული ელემენტები დაშ“ მოაწყვეს და მოამზადეს სხვადასხვა გზავნილების შემცველი საინტერესო პერფორმანსები და აქციები, რათა ხელი შეუწყონ თანატოლთა ჩართულობას გამოყენებული ელექტრონული ბატარეების შეგროვების აქციაში.
ხელოვნების მასწავლებლის სასკოლო ბიბლიოთეკასთან კოორდინირებული მუშაობით სწავლების პირველი საფეხურის მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა ტიპის ბანერებს, პლაკატებს, კომიქსებს და ნახატებს და პერიოდულად გამოიფინება სკოლის ბიბლიოთეკის და სკოლის შესასვლელის საპრეზენტაციო-საგამოფენო სივრცეებში.
იტალიურის კათედრასთან კოორდინირებული მუშაობით მოსწავლეთა ჯგუფი იტალიელი თანატოლებისაგან მიიღებენ ინფორმაციას, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა იტალიაში და რა გამოცდილება აქვთ მათ. გარდა ამისა მოსწავლეთა ჯგუფმა შეარჩია ერთი შესაბამისი იტალიურენოვანი ანიმაცია, რომლის თარგმნა მიმდინარეობს, დაედება ქართული ტიტრები და საპრეზენტაციო ჩვენება მოეწყობა.
რადგან ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. რადგან თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს ისეთი საერთაშორისო საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. რადგან, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
რადგან ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული შემდგომში ნარჩენების მდგრადი მართვა.
ამიტომ ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკარის“ მიერ მომზადებული ინტეგრირებული სასკოლო პროექტის მთავარი მიზანი სკოლის საზოგადოების ეკონაკვალევზე ზრუნვაა, რაც თითოეული ჩვენგანის ინფორმირებულობით იწყება და იმ აქციებით გრძელდება, რომელიც სკოლაში შეგროვებული გამოყენებული ერთჯერადი გამოყენების Aტიპის ელემენტების, ელ ბატარეების შეგროვებით და შემგროვებელ პუნქტამდე მისი მიწოდებით სრულდება, რის შემდეგაც ხდება მისი იმ ქვეყანაში ტრანსპორტირება, სადაც მას ამუშავებენ.