თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე სამყაროში, აქტიურად იპყრობენ სამუშაო ადგილებს და შესასრულებელ სამუშაოს გაცილებით ეფექტიანად აკეთებენ. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ პროფესიას ემუქრება განადგურება, უფრო სწორად – ბევრ სამუშაოს ადამიანების ნაცვლად ტექნოლოგიები გასწევენ. თუმცა, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ახალი პროფესია გაჩნდება.
ამ პროცესში ყველაზე რელევანტური კითხვები შემდეგია – რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს შეუქცევადი პროცესი მართონ? რომელია ის პროფესიები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ემუქრებათ ავტომატიზაციის საფრთხე? რა უნარ-ჩვევებია საჭირო იმისათვის, რომ ასეთ პირობებში ადამიანები პროფესიონალებად დარჩნენ?
10 უნარ-ჩვევა, რომელიც 2020 წლისთვის პროფესიული წარმატებისთვის საჭირო იქნება:
- კომპლექსური პრობლემის გადაჭრა;
- კრიტიკული აზროვნება;
- შემოქმედებითობა;
- ადამიანების მენეჯმენტი – მართალია რობოტებს ანალიტიკისა და მათემატიკური აზროვნების უნარი აქვთ, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ლიდერული უნარ-ჩვევები და არ შეუძლიათ ადამიანების მართვა;
- სხვებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური ინტელექტი;
- შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;
- სერვისის ორიენტაცია;
- მოლაპარაკების წარმართვა;
- კოგნიტური მოქნილობა.
2020 წლისთვის ათი ყველაზე აქტუალური სფეროები იქნება:
- მონაცემთა ანალიზი;
- სამედიცინო ტექნიკოსი, ფსიქოთერაპია;
- გაყიდვებისა და მარკეტინგის სფერო;
- მომხმარებელთა მომსახურების სფერო;
- მართვის ანალიტიკა;
- სოფთვეარის ინჟინერია და კომპიუტერული პროგრამირება;
- ვეტერინარია;
- პროდუქტის დიზაინერი;
- სწავლება და ტრენინგი;
- ბუღალტერია და აუდიტი.
აქვე, ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოიკვლია, თუ რომელ ამჟამად აქტუალურ პროფესიებს ემუქრება ავტომატიზაციის საფრთხე და რამდენი პროცენტით:
ტელემარკეტერი – 99%;
მბეჭდავი – 99%;
სადაზღვეო აგენტი – 99%;
კლერკი – 98%;
მდივანი – 98%;
კრედიტის ანალიტიკოსი – 98%;
სესხის ოფიცერი – 98%;
უძრავი ქონების ბროკერი – 97%;
ბიუჯეტის ანალიტიკოსი – 97%;
ფარმაციის ტექნიკოსი – 92%;
ფიზიკოსი – 0.4%;
კბილის ექიმი – 0.4%;
კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი – 0.7%;
ექთანი – 0.9%;
მასწავლებელი – 1.0%;
მიკრობიოლოგი – 1.2%;
ფარმაცევტი – 1.2%;
გაყიდვების მენეჯერი – 1.3%;
ინჟინერი – 1.4%;
ceo – 1.5%;
პიარ მენეჯერი – 1.5%;
არქიტექტორი – 1.8%.