პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ავიცრა… არ  ავიცრა . . .          

სასწავლო პროექტი სასკოლო კურიკულუმის მნიშვნელოვანი ნაწილია.  სასწავლო პროექტი მით უფროო ეფექტურ გავლენას მოახდენს მოსწავლეების შედეგებზე, რაც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს ყოველდღიურობას. დღეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელია გასული და საქართველოში მხოლოდ 762 231 ადამიანია სრულად ვაქცინირებული. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იაზრებს საკუთარ როლს კოვიდ ვირუსთან ბრძოლის საქმეში. ამიტომ ძალიან ხშირად გვესმის ფრაზები:

  • მე ავიცრები თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს სხვისთვის;
  • ჩემი ორგანიზმია და მინდა ავიცრები, მინდა არა;
  • აცრა ჩემი უფლებაა . . .
  • . . . .

სასწავლო პროექტის მიზანია საშუალო საფეხურის მოსწავლეების ცნობადობის ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით;

პროექტის განხორციელება შესაძლებელია როგორც პირისპირ სწავლების, ასევე დისტანციური სწავლების პირობებში.

აქტივობა 1. პროექტის წარდგენა და ჯგუფებად დაყოფა;

მიზანი: მოსწავლეების ინტერესის აღძვრა;

მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ სამუშაო ფურცელს N1. სადაც ცხრილში ჩამოწერენ საკუთარ ვარაუდებს ჩამოთვლილი ტერმინების მიხედვით.

განვიხილოთ სიტუაცია: კალათბურთის ტურნირში მონაწილეობს სამი სკოლა. საბაზო, საშუალო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. საშუალო საფეხურის მოსწავლეები თითქმის სრულად ვაქცინირებულები არიან.  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თითქმის სრულად აუცრელები. საბაზო საფეხურის მოსწავლე შემთხვევით დაინფიცირდა წითელათი. ამის შემდეგ დაწყებითი საფეხურის რამდენიმე მოსწავლე დაინფიცირდა,  მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ ტურნირში. ჯერჯერობით საშუალო საფეხურის არც ერთი მოსწავლე არ დაინფიცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზოგიერთი არავაქცინირებულია და მონაწილეობა მიიღო კალათბურთის ტურნირში. საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ ჯოგური იმუნიტეტი, რადგან მათი საკმარისი რაოდენობაა ვაქცინირებული.

რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას?

რა მნიშვნელობა აქვს ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას?

აქტივობა 2.  ინფორმაციის გახსენება

მიზანი: ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციების გახსენება

გამოიყენეთ ბმულები

ვირუსების მართვა | CK-12 Foundation (ck12.org)

უჯრედული (ანთებითი) პასუხი | CK-12 Foundation (ck12.org)

ჰუმორული პასუხი | CK-12 Foundation (ck12.org)

ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ სქემას იმუნური სისტემის  მუშაობის შესახებ.

აქტივობა 3.  ინფორმაციის დამუშავება

მიზანი: ინფორმაციის დამუშავება ვაქცინაციის ისტორიასთან დაკავშირებით;

გაეცანით ვაქცინაციის კალენდარს და ვაქცინაციის ისტორიას

https://bit.ly/39FChzu ვაქცინაციის ისტორია და მოკლე მიმოხილვა;

https://vaccines.ncdc.ge/vaccines/#type  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი;

როგორ მუშაობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები;

აქტივობა 4.  ინფორმაციის დამუშავება;

მიზანი:  ვაქცინების ტიპების გაცნობა;

მოსწავლეების ჯგუფები (ოთხი) დაამუშავებენ ინფორმაციას და შეავსებენ სამუშაო ფურცელში N2  მათთვის შესაბამის ერთ-ერთ ცხრილს.  მოამზადებენ პრეზენტაციას და წარადგენენ კლასში. ერთი ჯგუფის პრეზენტაციას ყურადღებით მოუსმენენ სხვა ჯგუფის წევრები და შეავსებენ შესაბამის ცარიელ ცხრილს.

აქტივობა 5. სიმულაციაში მუშაობა;

მიზანი: სიმულაციის გამოყენებით მონაცემების შეგროვება;

მოსწავლეები წყვილებში იმუშავებენ სიმულაციაში, ამისთვის საჭიროა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები.  მოსწავლეები შეაგროვებენ მონაცემებს, ააგებენ გრაფიკებს და გაიაზრებენ ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. სიმულაციაში სამუშაოდ გამოიყენე ინსტრუქცია. კლასის მონაცემების მიხედვით მიღებულმა გრაფიკებმა ასეთი სახე უნდა მიიღოს: გრაფიკი 1 და გრაფიკი 2.

აქტივობა 6.  მონაცემების წარდგენა;

მიზანი:  ჯოგური იმუნიტეტის მნიშვნელობის გააზრება;

მოსწავლეები წარადგენენ სამუშაო ფურცელში დასმულ შეკითხვებს;

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გადახედავენ სამუშაო ფურცელ N1 -ს და შეიტანენ შესწორებებს.

აქტივობა 7. ვიდეო ბმულის ჩაწერა;

მიზანი:  ინფორმაციის შეჯამება;

წარმოიდგინე, რომ კლასის მიზანია ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დაარწმუნო ვაქცინაციის მნიშვნელობაში. ჩაწერეთ მოკლე ვიდეოები თქვენთვის სასურველი საშუალებით  და წარადგინეთ სკოლაში.

ნახეთ ვიდეოს ნიმუში:   რატომ უნდა ავიცრათ?

ვიდეოს თემები ჯგუფებს შორის  გაინაწილეთ:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული;
  • რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის (განიხილე ფაიზერ-ბიოინტეკის, მოდერნას, ოქსფორდ-ასტრაზენეკას, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები);
  • მითები და რეალობა ვაქცინებთან დაკავშირებით;
  • ვაქცინაციის ისტორია;

აქტივობა 8. პროექტის დასასრული

მიზანი: პროექტის შეჯამება, შეფასება.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეაფასებენ პროექტს, საკუთარი და ჯგუფის წევრების წვლილს. გამოავლენენ ხარვეზებსა და განსაზღვრავენ მათი აღმოფხვრის საშუალებებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი