პარასკევი, იანვარი 30, 2026
30 იანვარი, პარასკევი, 2026

მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია  – კონსტრუქტივისტული პროექტი

თანამედროვე  განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში  ისეთი სასწავლო ფორმატების დანერგვა, რომლებიც მოსწავლეს ცოდნის პასიური მიმღებიდან ცოდნის  აქტიურ შემქმნელად აქცევს. ამ კონტექსტში კონსტრუქტივისტული  სასწავლო პროექტი და მოსწავლეთა კონფერენცია წარმოადგენს ეფექტიან სინთეზს, სადაც სწავლა მიმდინარეობს კვლევით, თანამშრომლობით და ნაშრომის საჯაროდ წარდგენით

მე-6 კლასში განხორციელებული სასწავლო პროექტი და მოსწავლეთა კონფერენცია – „პური ჩვენი არსობისა“ – ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის თემა იქცეს ინტეგრირებულ, მრავალეტაპიან სასწავლო პროცესად.

მთავარი საკითხი –  ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, „ქართული პურის ისტორია“ , რა საფეხურებს გადის ხორბალი,სანამ პური გახდება. რა გვახსოვს ბიბლიიდან პურის შესახებ. პურის ფესტივალის ჩატარება.

სტანდარტით გათვალისწინებული შედეგი – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და მისი დაცვა საზ.მეც.დაწყ. (II).1.2.12.13.15

საზ.მეც.დაწყ.(II).6. ქვეყნის განვითარებისთვის ვაჭრობის, სხვა ტრადიციული და ამჟამინდელი პროფესიებისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება

კონფერენციის მონაწილეები – მე – 6 კლასი

კონფერენციის მიზანი –      დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი ქვეყნის მრავალმხრივად დანახვასა და შეცნობაში;  გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულისა და თანამედროვეობის მიმართ;  გააცნობიერებინოს, რომ საქართველოს ეთნოგრაფიული, ბუნებრივი, ეთნიკური, რელიგიურ-კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში  სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მარცვლეული კულტურების განვითარება – „ საქართველო ხორბლის სამშობლოა რვა ათასწლოვანი ისტორიით“.   შემოქმედებითი უნარების –  „კეთებით სწავლება“,  კოგნიტური უნარების,  თანამშრომლობითი უნარების განვითარება .  კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გამოცდილება, ფესტივალის ორგანიზება და ჩატარება. მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა, კერძოდ მე-2 და მე-3 მიზნებთან პარალელების გავლება.

კონფერენციის განსახილველი თემები :

  1. ქართული ხორბლის ჯიშები ;
  2. მარცვლეულის წარმოშობის კერები და წარმოების ტრადიციები ;
  3. საქართველო-ხორბლის სამშობლო რვა ათასწლოვანი ისტორიით ;
  4. ქართული პურის ისტორია ;
  5. პოსტერების წარდგენა/პრეზენტაცია – რომლებზეც ქართული პურის სახელებია ;
  6. კითხვა -პასუხის რეჟიმი : ბიბლიიდან რა ვიცით პურის შესახებ ?

ბოლოს კი – პურის ფესტივალის ორგანიზება და ჩატარება და დაჯილდოვება – საუკეთესო პურის ავტორს გადაეცემა სიგელი – საუკეთესო პურის მცხობელი (ხაბაზი) 

მოსწავლეთა კონფერენციამდე გაიმართა მთელი რიგი მოსამზადებელი აქტივობები: 

  I – ნაბიჯი – წინარე ცოდნის გააქტიურება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა სმენიათ, უნახავთ ან წაუკითხავთ ქართული ხორბლის, მისი წარმოშობის კერების ან წარმოების ტრადიციების შესახებ და სქემაში – „ვიცი; ვისწავლე; მინდა, ვიცოდე“ – შეავსონ პირველი გრაფა.

  II -ნაბიჯი –  ფილმის ყურება  – „ქართული ხორბლის ჯიშები

 

მარცვლეულის წარმოშობის კერები და წარმოების ტრადიციები“ და  ავსებენ  –  ცხრილის მეორე და მესამე გრაფას.

სქემის ნიმუში:

ვიცი ვისწავლე/გავიგე მინდა, ვიცოდე
     

 

III ნაბიჯი  -ზოგადი ცნობები პურის შესახებ –  (რომლებიც მომზადებული აქვთ მოსწავლეებს) .

საინტერესო ტრადიციები პურის /ხორბლის შესახებ .

 IV ნაბიჯი –   მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოფილმს „ქართული პურის ისტორია“ -ყურადღებით დააკვირდნენ, რა საფეხურებს გადის ხორბალი, სანამ პური გახდება.

„ ქართული პურის ისტორია „

 

V ნაბიჯი  – სასწავლო კონფერენცია

მოსწავლეთა კონფერენცია – თემების დეტალური მინი ანოტაციები

 ქართული ხორბლის ჯიშები მოცემული თემა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა გაცნობას საქართველოს ენდემური ხორბლის ჯიშებთან (მაგ.: ზანდური, დიკა, ასლი, მახა და სხვ.), მათი ბიოლოგიური თავისებურებებისა და კულტურული მნიშვნელობის გააზრებას.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, დაადგინეს მისი უნიკალურობა მსოფლიო აგრარულ მემკვიდრეობაში და გააცნობიერეს, რომ ქართული ხორბლის ჯიშები არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო რესურსია, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილი.

თემა ხელს უწყობდა კვლევითი უნარების, ინფორმაციის კლასიფიცირების და ისტორიულ-გეოგრაფიული აზროვნების განვითარებას.

მარცვლეულის წარმოშობის კერები და წარმოების ტრადიციებიამ თემის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მარცვლეული კულტურების წარმოშობის გლობალური კერები და საქართველოს ადგილი ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციულ მიწათმოქმედებას, ხორბლის მოყვანის, შენახვისა და დამუშავების მეთოდებს.

მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები ძველ და თანამედროვე აგრარულ პრაქტიკებს შორის, იმსჯელეს სოფლის მეურნეობის როლზე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

თემა ემსახურებოდა ისტორიული პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გააზრებას და ტრადიციული ცოდნის მნიშვნელობის შეფასებას თანამედროვე რეალობაში.

საქართველო – ხორბლის სამშობლო (რვაათასწლოვანი ისტორია)მოცემული თემა წარმოდგენილი იყო მინი-კვლევის ფორმატში, რომლის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველესი აგრარული ცივილიზაციის კერის წარმოჩენა.

მოსწავლეებმა გაანალიზეს არქეოლოგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული მონაცემები, რომლებიც ადასტურებს ხორბლის მოყვანის მრავალათასწლოვან ტრადიციას საქართველოში.

თემა ხელს უწყობდა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაფასებასა და ქვეყნის განვითარების პროცესების გრძელვადიან პერსპექტივაში გააზრებას.

ქართული პურის ისტორია – მარცვლიდან სუფრამდეთემის ფარგლებში მოსწავლეებმა დეტალურად შეისწავლეს პურის დამზადების გზა – ხორბლის დათესვიდან, მოსავლის აღებიდან და დაფქვიდან, თონის პურამდე.

განხილული იყო ქართული პურის მრავალფეროვანი სახეობები (ლავაში, შოთი, მესხური, დედას პური და სხვ.) და მათი კავშირი კონკრეტულ რეგიონებთან.

თემა ხელს უწყობდა პროცესული აზროვნების, თანმიმდევრობის გააზრებისა და შრომის ღირებულების დაფასებას.

 პური ბიბლიაში – სულიერი და ზნეობრივი კონტექსტიინტეგრირებული საგნის – საღვთო სჯულის – ფარგლებში მოსწავლეებმა გააანალიზეს ბიბლიური ტექსტები, სადაც პური წარმოდგენილია როგორც სიცოცხლის, შრომის და ღვთიური კურთხევის სიმბოლო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იგავს „იფქლისა და ღვარძლის შესახებ“, რომლის განხილვამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა ემსჯელათ სიკეთესა და ბოროტებაზე, შრომაზე, მოთმინებასა და არჩევანის მნიშვნელობაზე.

თემა ემსახურებოდა მოსწავლეთა სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბებას და ეთიკური მსჯელობის უნარების განვითარებას.

ჰოლისტური რუბრიკა

SOLO დონე კონფერენციაში გამოვლენილი მახასიათებლები
პრესტრუქტურული მოსწავლე ვერ აერთიანებს თემის ძირითად იდეებს; ინფორმაცია ფრაგმენტულია ან ზედაპირული; პრეზენტაცია ან მონაწილეობა არ უკავშირდება კონფერენციის საერთო თემას.
უნისტრუქტურული მოსწავლე კონფერენციის თემას წარმოაჩენს ერთი ასპექტით (მაგ.: მხოლოდ პურის სახეობა ან ისტორიული ფაქტი); პასუხობს მარტივ კითხვებს, თუმცა ვერ ახდენს ინფორმაციის დაკავშირებას.
მულტისტრუქტურული მოსწავლე აღწერს რამდენიმე ფაქტს ან მიმართულებას (ისტორია, ტრადიცია, რეცეპტი), თუმცა ისინი წარმოდგენილია ჩამონათვლის სახით და არა ერთიანი ხედვის ფარგლებში.
მიმართებითი მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ, კულტურულ და პრაქტიკულ ასპექტებს; არგუმენტირებულად საუბრობს; კონფერენციაში მონაწილეობით აჩვენებს თემის გააზრებას მთლიანობაში.
გაფართოებული აბსტრაქტული მოსწავლე ავლენს ღრმა გააზრებას, აკეთებს განზოგადებასა და დასკვნებს; აკავშირებს თემას თანამედროვე რეალობასთან, ღირებულებებთან ან მდგრად განვითარებასთან; გამოხატავს დამოუკიდებელ პოზიციას.

 

 VI  ნაბიჯი –  პურის ფესტივალის ორგანიზება და ჩატარება

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და სთხოვს ჯგუფების წარმომადგენელს, აირჩიონ ბარათები, რომლებზეც მხოლოდ ქართული პურის სახელებია დაწერილი,  მაგალითად:  ლავაში, შოთი, მესხური, კოლხური, ლაზური, დედას პური, კვერი, დოლის პური, კუტი პური (თონეში ჩავარდნილი პური, რომელიც ნაკვერჩხლებზე გამოცხვა). ინფორმაციის მოძიების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაციები მათთვის სასურველი ფორმით (მაგ.: ბუკლეტის, პოსტერის, კედლის გაზეთის და სხვა სახით) მოსწავლეები ამასთანერთად მოიძიებენ  პურის გამოცხობის რეცეპტს და სახლში მშობლების დახმარებით აცხობენ პურს. მათ  ასევე შეუძლიათ, ოჯახის ტრადიციული რეცეპტის გამოყენებაც . მოსწავლეები ასე გეგმავენ და ემზადებიან პურის ფესტივალისთვის, რომელიც სკოლის დარბაზში  გაიმართება და სადაც ისინი  დაჯილდოვდებიან ნომინაციაში – „საუკეთესო მეპურე (ხაბაზი) .

პურის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ასევე დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს:

  1. დაარქვას პურს სახელი
  2. ყველა წესის დაცვით შექმნას მისი ეტიკეტი და გააფორმოს ვიზუალურად
  3. პურის ვიზუალური მხარე
  4. პურის გემოვნური მხარე

ჟიურის შეფასების  რუბრიკა :

  პურის სახელი ყველა წესის დაცვით შექმნილი ეტიკეტი და შეფუთვის ვიზუალური მხარე პურის  ვიზუალური მხარე პურის გემოვნური მხარე ქულათა ჯამი
1          
2          
3          
4          
5          
6          

 

VIII  ნაბიჯი – დაგემოვნება, მოსწავლეების მიერ გამომცხვარი პურის და საუკეთესო პურის მცხობელის დასახელება და დაჯილდოება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას სასწავლო პროექტის ფორმატში ორგანიზებული მოსწავლეთა კონფერენცია ადასტურებს, რომ სწავლა ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი კეთებით, საჯაროდ მომზადებული მასალის წარდგენით და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით  მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პურის ფესტივალი, როგორც პროექტის ინტეგრაციული და ემოციურად ძლიერი ეტაპი, რომელმაც გააძლიერა მოსწავლეთა მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“