ამ სტატიაში განხილულია პედაგოგიური მეთოდები და სტრატეგიები, რომელიც სახალისოს ხდის იგავ-არაკების გააზრების პროცესს.
იგავ-არაკი არის ლიტერატურული ჟანრი, რომელიც შეიცავს გარკვეულ მორალს და ქცევების შეფასებას. სწორედ ამიტომ, მისი სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს არა მხოლოდ ტექსტის გასაგებად აღქმაში, არამედ მისი მნიშვნელობების გააზრებაში. გთავაზობთ, ჩემ გამოცდილებას და პედაგოგიური მეთოდებს, რომლებიც იგავ-არაკის გააზრებას ემსახურება:
I. დამაფიქრებელი კითხვები, შეფასებითი დისკუსია: სასწავლო პროცესში აუცილებელია დამაფიქრებელი კითხვების დასმა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებმა გაააზრონ პერსონაჟების ქცევები და ამ ქცევების შედეგად მიღებული შედეგები. მაგალითისთვის:
- რა ფაქტორები განაპირობებენ გმირის გადაწყვეტილებას და როგორ შეაფასებდით მათ?
- რას გვეუბნება იგავ-არაკის სათაური?
- რა მორალური არგუმენტები გაქვს იმისთვის, რომ მოქმედება სწორად ან არასწორად შეფასდეს?
- როგორ დააკავშირებ იგავ-არაკში მოცემულ პრობლემას დღევანდელ ცხოვრებასთან?
- ამ გმირის ადგილას, როგორ მოიქცეოდი და რა გადაწყვეტილებას მიიღებდი?
- რას გვასწავლის ეს იგავ-არაკი?
- შეაფასე თითოეული პერსონაჟის ქცევა და დაასაბუთე ტექსტიდან შენი მოსაზრებები.
II. შემოქმედებითი წერილობითი დავალებები: მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ საკუთარი იგავის შექმნა, რომელიც ასახავს კონკრეტულ ეთიკურ დილემას. ასეთი დავალებები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
III. დეტალური შინაარსობრივი ანალიზი: დაწყებამდე ავუხსნათ ბავშვებს, რა არის იგავი და რა ამოცანას ატარებს იგი. განვიხილოთ ტექსტი დეტალურად, მიმოიხილოთ პერსონაჟები, მათი ქცევები, გადაწყვეტილებები და შედეგები.
-
სიმბოლიზმის გაგება, ალეგორიების გაგება : შეგვიძლია განვიხილოთ მეტაფორული ასპექტები (მაგალითად, როგორ შეესაბამება ცხოველების ქცევა ადამიანის ბუნებას). ასეთი დისკუსია დაეხმარება ბავშვებს, გააცნობიერონ, რომ იგავში წარმოდგენილ პერსონაჟებს ადამიანური ღირებულებები აქვთ.
-
ვიზუალური და აუდიო მხარდაჭერა: გაამყარეთ გაგება ვიზუალური მედიით — შეიძლება გამოიყენოთ კომპლექსური სურათები ან ვიდეო მასალა, რათა უფრო კარგად აღიქვან ტექსტში არსებული ძირითადი იდეები.
- შემთხვევების ანალოგია: იმ შემთხვევაში, თუ იგავ-არაკში ჩანს გარკვეული სიტუაცია (მაგალითად, ვიღაცამ მიიღო კარგი ან ცუდი გადაწყვეტილება), გადავიტანოთ ეს სხვა სიტუაციებში: სახლში, სკოლაში ან პირად ურთიერთობებში. ბავშვების აზროვნება ამ პროცესში უფრო ღრმა გახდება.
IV. დასკვნის მომზადება: მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რა იყო იგავის მთავარი იდეა და როგორ შეიძლება ეს იდეები გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეძლონ ცოდნის ტრანსფერი.
- ხელოვნების და ეთიკის ურთიერთობა: განვიხილოთ თითოეული გმირის ქცევა არა მხოლოდ ლიტერატურული მორალის, არამედ ეთიკური და სოციოკულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ამ მეთოდით, მოსწავლეები უკეთ გაიგებენ, როგორ მოქმედებს მორალი ყოველდღიურ ცხოვრებაზე;
- სოციალური დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა: მოსწავლეები უნდა დაჯგუფდნენ, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი აზრი. ჯგუფურ მუშაობაში, ისინი შეძლებენ ერთმანეთის იდეებისა და მოსაზრებების მოუსმინონ, განიხილონ. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება დაავალოს მათ, რომ თითოეულმა ჯგუფმა შეაფასოს პერსონაჟის ქცევა, გამოყოს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმსჯელონ მთავარ აზრზე და ა.შ;
- შექმენით საკუთარი იგავ–არაკი: მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი იგავი ან მორალური ზღაპარი, რომელშიც გადმოცემული იქნება კონკრეტული ქცევა და თვისება. ასეთი დავალებები დაეხმარება მათ ტექსტის მახასიათებლების უკეთ გაგებაში;
- შემოქმედებითი შეფასება: მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ, რომ შექმნან ვიზუალური ან მხატვრული ნამუშევარი (პლაკატი, ნახატი, კომიქსი ), რომელიც ასახავს იგავ-არაკის მთავარ იდეას. ეს მათ დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ მორალური გზავნილი;
- ბოლო საკითხი და მოსაზრება: აუცილებელია თითოეული პერსონაჟის ქცევას მოჰყვეს კითხვა მასწავლებლის მხრიდან , რომელი არჩევანი იყო სწორი და რატომ?, კითხვებს თან უნდა ახლდეს დისკუსია.
- აუდიო ბიბლიოთეკა:
იხ. ლინკზე – https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/kldurz8f6d4h
აქვე გიზიარებთ უშუალოდ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ სულხან-საბა ორბელიანის „ენით დაკოდილის“ გააზრებისთვის გამოიყენოთ:
https://learningapps.org/watch?v=pv9gky1en25
https://learningapps.org/watch?v=p5qtv3dea21
ამდენად, თანამედროვე პედაგოგიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მხოლოდ ტექსტი დავასწავლოთ, არამედ ვასწავლოთ, რატომ სწავლობენ, როგორ გაიაზროთ მასში ჩადებული ღირებულებები და როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- აუდიო ბიბლიოთეკა – იხ. ლინკზე: https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/kldurz8f6d4h
- მარგოშვილი, ლ. – ინტერნეტგაზეთი- https://mastsavlebeli.ge/ „კომპლექსური დავალება – მოიფიქრე და დაწერე იგავის შეგონება“. იხ.ლინკზე- https://mastsavlebeli.ge/?p=35152
- ჭყოიძე, თ. – ინტერნეტგაზეთი – https://mastsavlebeli.ge/ „როგორ ვასწავლოთ ამბავი, რომელიც მორალს შეიცავს?“. იხ. ლინკზე- https://mastsavlebeli.ge/?p=2119
- სამსონია, ი. „წიგნიერება“: https://ru.scribd.com/doc/177130018/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90