სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სახალისო აქტივობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით

ხელოვნური ინტელექტის სისტემა არის ალგორითმული მოდელი, რომელიც ასრულებს კოგნიტურ და შემეცნებით ფუნქციებს, რაც წარსულში წარმოადგენდა მხოლოდ ადამი­ანის აზროვნების, განსჯისა და მსჯელობის საგანს. (ლესლი და სხვ. 2021: 8)

წყარო  http://rm.coe.int/cahai-2020-23-final-eng-feasibility-study-/1680a0c6da.

ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს აძლევს პედაგოგს და მოსწავლეს. ამ მოცემულობის  მიღება გაგვიადვილებს თანამშრომლობას იმასთან, რაც გარდაუვალია და საჭიროებს სწორად დანერგვას სასწავლო პროცესში, რათა შემდგომი ნაბიჯები ეფიქტური და ქმედითი იყოს.

სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის უნდა იქცეს დამხმარე საშუალებად.

მოსწავლეებს ყოველთვის სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა ვინმესგან, ვინც დაეხმარება მათ სასწავლო მასალის გაგებაში, მოტივაციის ამაღლებაში, რაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კლუბური  სწავლებისას აქტიურად შეიძლება იყოს გამოყენებული.

დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ორ მიმართულებაზე:

1.ტექსტის მიხედვით ნახატის შექმნა  

2. ვასაუბროთ სურათი

 

ვებგვერდის გამოყენებით  შესაძლებელია ტექსტიდან ნახატების შექმნა  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

 

ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი შესაძლებლობა სურათის ალაპარაკებაა. ეს შეიძლება იყოს თქვენ მიერვე შექმნილი სურათი.

 

 როგორ დაგვეხმარება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებგვერდების გამოყენება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში?

მოსწავლეები  შეძლებენ ტექსტურ ფორმაში ჩამოყალიბებული მოსაზრებების, ფანტაზიების, დასკვნების ვიზუალურ რესურსად, კერძოდ სურათებად გარდაქმნას.

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა  ახალ მიმართულებას, რომელსაც  prompt engineering ჰქვია. სწორედ ამ მიმართულების ათვისება გაგიმარტივებთ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობას სხვადასხვა სფეროში.

როგორ გავწეროთ სწორი Prompt კოდი:

ვინ ვართ? – მივუთითოთ, რა მიზნით გვსურს რესურსის შექმნა  და  ვინ ვართ ჩვენ  (მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე, მკვლევარი, ილუსტრატორი დ ა.შ.).

პროდუქტი – მივუთითოთ, რა ტიპის პროდუქტი გვინდა მივიღოთ (ნახატი, ფოტო, ანიმაცია, ანიმე, ციფრული არტი, აკვარელი და   ა.შ).

შინაარსი – აღწერეთ, ვინ ან რა უნდა იყო გამოსახული სურათზე, აღწერეთ და დაახასიათეთ ობიექტი, მიუთითეთ მისი მდებარეობა სურათზე, ფერები, ზომები, კადრი (ახლო, ფართო), რა ფონზე განთავსდეს ობიექტი (მაგალითად, მთების, ქალაქის, ტყის და ა.შ).

დამატებით ინსტრუქციები – სურათი უნდა იყოს მარტივი, რთული, სახალისო, ფერადი, დახატული ფანქრით, აკვარელით, აღწერე ნახატი, რომელიც არ არსებობს, დეტალები თქვენი გამოგონილია, ჩართეთ თქვენი ფანტაზია  და ა.შ.

დღეს  ბევრი ასეთი ტიპის  ვებგვერდი არსებობს. ჩვენ ორ მათგანზე შევჩერდებით.

Bing Image Creator ვებგვერდზე შესვლისას დაგხვდებათ ქართულენოვანი ინტერფეისი. ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ ტექსტის შეყვანა შესაბამის უჯრაში სურათის შესაქმნელად. შესაძლებელია  დღეში 15 რესურსის შექმნა დაჩქარებული წესით, მომდევნო დღეებში შექმნის ფუნქცია არ იზღუდება.  ყოველ ჯერზე იქმნება ოთხი მსგავსი შინაარსის ფოტო, რომელთაგან ირჩევთ სასურველ ვარიანტს. აღსანიშნავია, რომ ყველა თქვენი შექმნილი სურათი ინახება ვებგვერდზე. შესაძლებელია ფოტოს გაზიარება, გადმოწერა, შენახვა, ასევე, უკუკავშირი. ვებგვერდი თავადაც გთავაზობთ  სხვადასხვა შინაარსის პრომო კოდებს, გაძლევთ ინსტრუქციებს კოდის შექმნასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე მუშაობის გზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=s7vAXwwdmJ0

 

მაგალითი – ვებგვერდზე, ტექსტის გრაფაში ჩავწერეთ – „მაგიდაზე, მიკროსკოპის ქვეშ დგას  სინჯარა შიგ ჩასხმული ყვითელი სითხით “- იხილეთ შედეგი.

რადგან გამკაცრდა საავტორო უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მათ შორის ფოტოებზე, ეს ვებგვერდი კარგი შესაძლებლობაა უნიკალური ფოტოების შესაქმნელად, საჭიროა მხოლოდ სწორი Prompt კოდი.

მეორე ვებგვერდი, რომელსაც სურათების  რედაქტირების მეტი შესაძლებლობა აქვს არის –

www.firefly.adobe.com

ვებგვერდზე ავტორიზაციის შემდეგ  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგიძლიათ  100 სხვადასხვა ენაზე გაწერილი  ტექსტის გენერირების შედეგად შექმნათ სურათები. აქ ტექსტურ ინფორმაციასთან ერთად შესაძლებელია ფოტოს ატვირთვა. შექმნილი სურათის  გადაყვანა სხვადასხვა ფორმატში  ფილტრების გამოყენებით. მაგალითად, ნახატი, ფოტო, ციფრული არტი და ა.შ ფერების და განათების კუთხის რეგულირება.

რესურსის გზამკვლევის ვიდეობმული  როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. განვიხილოთ მარტივი მაგალითი დაწყებით საფეხურზე:

გამოვიყენოთ სულხან-საბას იგავ – არაკის ადაპტირებული ტექსტი

იყო ერთი ღარიბღატაკი კაცი, რომელსაც არაფერი გააჩნდა.

ერთხელ სიზმარი ნახა: თითქოს სამოცი ცხვარი ჰყავდა და გაყიდვა სურდა.

მოვიდა ერთი ვაჭარი და თითო ცხვარში ხუთხუთი კირმანეული (ვერცხლის ფული) შეაძლია. ცხვრის პატრონმა ექვსექვსი სთხოვა.

ვაჭრობის დროს გლახაკს გაეღვიძა და სინანულმა შეიპყრო. მაშინვე თვალები დახუჭა და ვაჭარს ხელები გაუშვირა: ორორი კირმანეული მომეცი და მოგცემო!

სულხანსაბა ორბელიანიიგავარაკებიადაპტირებული ტექსტი

წყარო: https://www.aura.ge/103-sabavshvo/4898-sulxansaba-orbeliani–xarbi-glaxaki.html

 დავალება მოსწავლეს –  გაიაზრე მოცემული იგავ-არაკის ტექსტი,  მოახერხე ინფორმაციის დეკოდირება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უზრუნველყავი შერჩეული მონაკვეთის   ილუსტრირება.  ამისთვის  დაწერე კოდი  – აღწერე  დასახატი ილუსტრაცია მოცემული სქემის მიხედვით. დაწერილ კოდში  გააერთიანე შენი  სურვილი და ხელოვნური ინტელექტის ენა.

მაგალითად:

ექსპოზიციის ნახატი მეცხვარე კაცი, სამი ცხვარი ,დიდი მინდორი უკანა ფონად. შესრულდეს აკვარელში

შედეგი

ზემოთ აღწერილი ორივე მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ტექსტის ფორმატში აზრების და წარმოდგენების სწორად გადმოცემაში. დავალება მოსწავლისგან მოითხოვს ზუსტ კოდს და საჭიროების შემთხვევაში კოდის დახვეწას. კოდში იგულისხმება ტექსტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე, რათა მიიღოს მაქსიმალურად შინაარსთან მიახლოებული ვიზუალური გამოსახულება.

ვასაუბროთ სურათი

ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი შესაძლებლობაა სურათის ალაპარაკება. ეს შეიძლება იყოს თქვენ მიერ შექმნილი სურათი, რომელიც შემდგომში ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას, აუდიო-ხმის დადების და სახის მიმიკების ამოძრავების გზით, გადმოსცემს. გაითვალისწინეთ, არსებობს შეზღუდვა – სურათი უნდა იყოს მკაფიო. აღნიშნული ვებგვერდის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის სწავლებისას. მოსწავლეები შეძლებენ აალაპარაკონ დავალებაში მოცემული პერსონაჟები,  დაწერონ მათთვის ტექსტები და პროექტზე მუშობის  დროს  მიღებული ცოდნა ამ სახით გადმოსცენ.

რესურსის გზამკვლევის ვიდეობმული

დავალება მოსწავლეს – შექმენი/შეარჩიე   პატარა ბიჭის ფოტო/ნახატი და ტექსტი, რომელიც უნდა გაახმოვანოს ანიმაციამ.

https://share.vidnoz.com/aishare-slJQAKnkB69hgxdRNcKRf7v417090391821893682

 

შემდეგ საკუთარი აზრიც დააფიქსიროს

https://share.vidnoz.com/aishare-rIeN2VJEmMHOnHcRaYyxDRpD17090402071893682

მაგალითად:  რას იტყოდა ვაჟა დღეს იმ საკითხზე, რაც აქტუალური იყო მაშინაც?

https://share.vidnoz.com/aivideo?id=2435196

 

გამოყენებული მასალა

  1. „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“ (2023). ვეინ ჰოლმსი, ჯენ პერსონი, ირენ-ანგელიკა ჩუნტა, ბარბარა ვასონი, ვანია დიმიტროვა.
  2. bing.com/images/create
  3. firefly.adobe.com
  4. vidnoz.com
  5. რესურსის გზამკვლევის ვიდეობმული

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“