ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

კომპლექსური დავალება – სახალისო აქტივობები

შემოქმედებითი (კომპლექსური) დავალებები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:

  • პროდუქტი, რომელსაც მოსწავლე ქმნის;
  • ძირითადი საკითხ(ებ)ი, რომლებიც დავალებას შეეხება;
  • შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.

შემოქმედებით დავალებაზე მუშაობისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ორი ძირითადი ასპექტი: ცოდნის ხარისხი და მოსწავლეთა მოტივაცია. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც კონტექსტი ნაცნობია, სახალისო და აქტიური შემსწავლელების როლში აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ქმნიან მათთვის საინტერესო ახალ პროდუქტს.

შემოქმედებითი დავალების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ნამუშევრის წარდგენაა, სადაც მოსწავლე საუბრობს – რა მიდგომები, გზები გამოიყენა, ან რას შეცვლიდა, თავიდან რომ იწყებდეს დავალების შესრულებას.

მრავალფეროვანი დავალებების მიცემით რთული არ იქნება ყველა მოსწავლის დაინტერესება და სასწავლო პროცესში ჩართვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლასი არაა მრავალწიცხოვანი. ნებისმიერი ქმედება დამოკიდებულია მათ ინტერესსა და მოტივაციაზე, რაზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. სწორად მიცემული და შესრულებული კომპლექსური დავალება მოსწავლეს უმაღლებს თვითშეფასებას; აჩვენებს, როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში სკოლაში ნასწავლი მასალა და ა.შ.

გიზიარებთ მე-4 კლასის შემოქმედებით (კომპლექსურ) დავალებას თავისი აქტივობებით, რესურსებითა და შეფასებით.

შემოქმედებითი (კომპლექსური) დავალება

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: IV

სკოლა: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო

პედაგოგი: კესო ქობალია

ძირითადი რესურსი/ტექსტი/: რ. ინანიშვილი, „განთავისუფლება“ (ტექსტი სახელმძღვანელოდან, ავტ: გორდელაძე, თ. კუხიანიძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თემა: თანადგომა

შესაძლო დამატებითი თემატიკა: ურთიერთობები

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

(1) ტექსტი – კომიქსი

  1. შინაარსი 2. აგებულება-სტრუქტურა. ენა

საკითხი:

რ.ინანიშვილის მოთხრობის – „განთავისუფლება“ – ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა

 ქვეცნებები:

პერსონაჟის ხედვის კუთხე;

პირდაპირი და არაპირდაპირი მინიშნებები.

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა კომიქსი მოთხრობის ბოლო ეპიზოდის საფუძველზე?
  • რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე – მათი სიტყვები, ფიქრები, გრძნობები, ემოციები?

კომპლექსური დავალება

გაიაზრე მოთხრობის ბოლო ეპიზოდი, რომელშიც მთხრობელი ემშვიდობება ორ კუს. დახატე კომიქსი ამ ეპიზოდის საფუძველზე.

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

 

რესურსი: ,,განთავისუფლება“

 აქტივობები ტექსტის დასამუშავებლად:

 

აქტივობა N1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით

აქტივობა N 2. ვარაუდებით შუა ნაწილის აღდგენა

მასწავლებელი კითხულობს ტექსტის I და II აბზაცს, რომლებიც სრულდება სიტყვებით „ჩამოვივლიდი და წავიყვანდი“ და ტექსტი ბოლო ნაწილს სიტყვებიდან: „ისე მომეწონნენ . . .“. მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ და ზეპირად გადმოსცენ, რა მოხდა ამბის შუა ნაწილში.

შეკითხვები:

  • როგორ ფიქრობ, რა მოხდა შუა ნაწილში?
  • რატომ ფიქრობ ასე?
  • რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • გამართლდა თუ არა თქვენ მოლოდინები?

 

აქტივობა N3. კითხვის სტრატეგიებზე/ხერხებზე დაკვირვება

  • გაეცანი ცხრილს და კითხვის ქვემოთ მოცემულ ხერხებს.
  • წაიკითხე შეკითხვები, უპასუხე და შემდეგ დაფიქრდი, რომელი ხერხი გამოიყენე თითოეულ მათგანზე პასუხის გასაცემად.
  • შესაბამის უჯრაში ჩაწერე შერჩეული კითხვის ხერხი და დაასაბუთე შენი არჩევანი.

კითხვის ხერხები:

  • პასუხი მოვიძიე პირდაპირ ტექსტში;
  • ერთმანეთს დავუკავშირე მინიშნებები და გამოვიტანე დასკვნა;
  • მინიშნებები დავუკავშირე ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანე დასკვნა.

 

შეკითხვა კითხვის რომელი ხერხი უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე?
ა) როგორ მოახერხა კუმ გადმობრუნება?  

 

ბ) რატომ დააწვინა კუ ზურგზე მთხრობელმა?  

 

გ) რატომ ჰქვია ამ მოთხრობას „განთავისუფლება“?  
დ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მთხრობელს შვილიშვილების მიმართ?  

 

აქტივობა N 4: უჩვეულო კითხვები და პასუხები

 

აქტივობა N 5. ახალ/იშვიათად ხმარებულ სიტყვებზე მუშაობა

  • რომელია თქვენთვის უცნობი სიტყვები? ვის შეუძლია მნიშვნელობის ამოცნობა წინადადებაზე დაყრდნობით?
  • როგორ გესმით: „ფეხებგაფარჩხული“, „კისერაწვდილი“? სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?
  • სხვანაირად როგორ იტყოდით: „ამაოდ“, „ფარჩხავდა“, „ასავსავებდა“?
  • როგორ გესმით: ,,თოხი დავაყუდე“? – სხვანაირად როგორ იტყოდა ამ სიტყვას მთხრობელი.
  • როგორ გესმით ,,კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი“, სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?

აქტივობა N 6. ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდურად, გაგრძელებებით კითხვა და ტექსტის დამუშავება 5+1 მეთოდით

აქტივობა N7. კითხვა-პასუხი

  • ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი მოგეწონა? რატომ? (ახსენი შენი მოსაზრება)
  • როგორ შეაფასებ მთხრობლის საქციელს? რატომ შეცვალა კაცმა თავისი გადაწყვეტილება, მას ხომ სურდა თან წაეყვანა კუ?
  • როგორ შეაფასებ ორი კუს საქციელს?
  • შენი აზრით, მწყერჩიტას პერსონაჟით რის გამოხატვა სურს ავტორს?
  • როგორ ფიქრობ, რატომ მიაქცია მწერალმა ყურადღება ნათელ დღესა და მწყერჩიტას გალობას?

 

აქტივობა N 8: ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა და ეპიზოდების დასათაურება

  • როგორ დავყო ტექსტი ეპიზოდებად?
  • რამდენ ეპიზოდად დაყოფდით ამ მოთხრობას?
  • რამდენი ამბისგან, მოვლენისგან შედგება იგი?
  • როგორ დაასათაურებდით მათ?

აქტივობა 8: პერსონაჟების ხედვის კუთხეზე მუშაობა

რესურსი: კომიქსისა და ილუსტრაციის ნიმუშები

აქტივობა N 1: კომიქსის არსებითი მახასიათებლების გახსენება

  • რით ჰგავს და განსხვავდება ეს ორი ნიმუში ერთმანეთისაგან?
  • რა მიზანს ისახავდა ავტორები მათი შექმნისას?
  • რით განსხვავდება კომიქსები ილუსტრირებული ნახატებისაგან?

აქტივობა N2: მეტაკოგნიტური პაუზა (დაფიქრება სტრატეგიებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე)

  • როგორ გარდავქმნა მოთხრობის ეს ეპიზოდი კომიქსად?
  • რა მინიშნებებს უნდა დავეყრდნო ხედვის კუთხის ამოსაცნობად?
  • როგორ ავსახო კომიქსში პერსონაჟების შინაგანი სამყარო?

 

აქტივობა N3. კომიქსზე დამოუკიდებლად მუშაობა

 

 

აქტივობა N 4 დავალების წარდგენა ინდივიდუალურად ან კლასის წინაშე

შესაძლო რესურსი:

მსმენელის დღიური:

  რა მომეწონა, რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით

განსხვავდება

ჩემი კომიქსისგან?

რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა მხედველობიდან, ან პირიქით?
გამომსვლელი 1.      
გამომსვლელი 2.      

დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად კომიქსია?
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • ოდესმე თუ შეგისრულებია მსგავსი დავალება?
  • დავალებაზე მუშაობის რომელ ეტაპს გამოარჩევდი?
  • შენი თანაკლასელების ნაშრომებიდან რომელი მოგეწონა, რა რჩევას მისცემდი?

 

 

დამატებითი აქტივობა: დიორამაზე მუშაობა

დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას. ტექსტის გაცოცხლებით კი მოსწავლეები დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს. ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ სასწავლო მეთოდს და ბავშვებსაც ძალიან უყვართ მასზე მუშაობა. სწორედ ამიტომ მოსწავლეების დიდი სურვილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ კომიქსის შემდეგ დიორამაც შეგვექმნა და წარმოგვედგინა ნამუშევრების პრეზენტაცია. ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვიტა დიორამის შექმნა. წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები ასევე სამუშაო მასალა, საბოლოო ჯამში მრავალფეროვანი ნამუშევრები დაგვიგროვდა, პრეზენტაციაც საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მიიღეს დადებითი უკუკავშირი და რეკომენდაციები.

Iv კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალების ანალიზი და შეფასება

 კომპლექსური დავალების მიზანი:

 

  • მოთხრობის საფუძველზე კომიქსის შექმნა;
  • პერსონაჟების ხედვის კუთხის წარმოჩენა;
  • წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით სასვენი ნიშნების სწორად შერჩევა;
  • კონკრეტული პერსონაჟების მიმართ აღძრული ემოციების გამოხატვა.

 

 რეფლექსია

 კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა, რ.ინანიშვილის მოთხრობის – „განთავისუფლება“ – ბოლო ეპიზოდის საფუძველზე მოსწავლეებს შეედგინათ კომიქსი, რომელშიც გადმოსცემდნენ პერსონაჟების ხედვის კუთხეს; წინადადებათა შორის გაითვალისწინებდნენ აზრობრივ კავშირსა და თანმიმდევრობას; სწორად შეარჩევდნენ სასვენ ნიშნებს. გარდა ამისა კონკრეტული პერსონაჟების მიმართ გამოხატავდნენ აღძრულ ემოციებს.

 

ბავშვებმა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დიდი მონდობებით დაიწყეს. პროცესი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. დავალება ორიენტირებული იყო ცოდნის გამოყენებაზე საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად.

პირველ ეტაპზე წინასწარი ვარაუდები გამოთქვეს სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით და შეავსეს შესაბამისი სქემა (ვარაუდების ღრუბლები.) წაიკითხეს მოთხრობის I და II აბზაცი, რომელიც სრულდებოდა სიტყვებით „ჩამოვივლიდი და წავიყვანდი“ და ტექსტის ბოლო ნაწილი სიტყვებიდან: „ისე მომეწონნენ . . . “. მოსწავლეებმა ივარაუდეს და ზეპირად გადმოსცეს, რა მოხდებოდა ამბის შუა ნაწილში. შემდეგ ეტაპზე დაიწყეს ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდურად, გაგრძელებებით და ტექსტის დამუშავება 5+1 მეთოდით. ტექსტი ეპიზოდებად დაჰყვეს და თითოეული მათგანი დაასათაურეს.

მეორე ეტაპზე გაიხსენეს კომიქსის არსებითი მახასიათებლები, სტრუქტურა; შეადგინეს კომიქსის გეგმა, შემდეგ პირველადი ვერსიები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. დაათვალიერეს ძველი და ახალი ილუსტრაციები. https://www.gocomics.com/cathy/2024/06/30

 

შუალედში გამოვიყენე მეტაკოგნიტური პაუზა, ასე ვთქვათ, „კადრების უკან დატრიალება“, რადგან ამ დროს მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს – ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლიეს, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რის გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, აფასებენ მათ ეფექტიანობას, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს.

 

მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, მოძებნოს საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები, გახდეს უფრო ქმედითი წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია.

 

მესამე ეტაპზე თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების საშუალებით პირველადი ნამუშევრები გააუმჯობესეს და საბოლოო ვარიანტები წარმოადგინეს.

 

დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გაასიტყვეს შესრულებული სამუშაოს ეტაპები, ისაუბრეს: როგორ გაართვეს თავი დავალებებს, რით იყო ეს მათთვის საინტერესო, რა ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს, რომელი აქტივობები და ეტაპები მოეწონათ ყველაზე მეტად. რა მინიშნებები გამოიყენეს კომიქსის შესაქმნელად, რა გაახსენდათ, რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა, დაეხმარა თუ არა კომიქსის შექმნა მოთხრობის უკეთ გაგება-გააზრებაში. სამუშაოს პრეზენტაციისას სისტემატურად ვიძლეოდი განმავითარებელ შეფასებას, კონკრეტულ რჩევას ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

 

საბოლოო ჯამში, ამ დავალებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივ კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობას, მიღებული ცოდნით სიტუაციური პრობლემების გადაჭრას. ამან მოსწავლეებს მისცა საშუალება, გაეაზრებინათ დავალებებისა და პრეზენტაციის /საბოლოო პროდუქტის ტიპები და ფორმები, რაც მათ შემოქმედებითობასა და კრეატიულობაზე მეტყველებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მოსწავლეს, ნაწილობრივ ჰქონდა დაცული კომიქსის სტრუქტურული მახასიათებლები, არ ჩანდა პერსონაჟების მიმართ აღძრული ემოციები და შიგადაშიგ გამორჩენილი იყო სასვენი ნიშნებიც, თუმცა ილუსტრაციაზე ასახული იყო მოქმედების თანმიმდევრობა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა შინაარსობრივ მხარეს. სამომავლოდ ვაპირებ სწორედ ამ მიმართულებებზე გავამახვილო ყურადღება და ეტაპობრივად გამოვასწორო გამოვლენილი ხარვეზები.

 

 

 

 კომპლექსური დავალების შემაჯამებელი განმავითარებელი რუბრიკა

 

განმავითარებელი შეფასება იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებელი და მოსწავლე სწავლის პროცესზე, მუდმივ წინსვლასა და განვითარების პროცესზე იყვნენ მიმართული – ცოდნის პროცესზე ორიენტირება არის ცოდნის კონსტრუქტივისტული აგების არსებითი მახასიათებელი და ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

 

კომპლექსური დავალების შემაჯამებელი განმავითარებელი რუბრიკა გამოიყენება კომპლექსური დავალების განხორციელების შემდეგ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სიღრმისეულად დაეუფლა მოსწავლე სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ შესასწავლ საკითხს.

 

განმავითარებელი რუბრიკა საკითხსა და ქვესაკითხებზე დაყრდნობით დეტალურად, კონკრეტულად აღწერს, რას შეიძლება ველოდოთ მოსწავლისგან.

 

რუბრიკა აფასებს ცოდნის სიღრმეს, სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებთან მიმართებით.

შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (კომპლექსურ დავალებაზე დაფუძნებული)

თემა: ერთგულება, სიკეთე

 

საკითხი: რ.ინანიშვილის მოთხრობის – „განთავისუფლება“ – ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა

 

 

სამიზნე ცნება

ტექსტი (ჟანრები)

შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

 

 

 

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები.

კომიქსი 1. შინაარსი 2. აგებულება- სტრუქტურა 3. ენა

 

 

მოსწავლეს შეუძლია:

 

 ტექსტი

კომიქსი

რევაზ ინანიშვილის „განთავისუფლება“

1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

 

 პერსონაჟების ხედვის კუთხის წარმოჩენა

 

   
   
 შინაარსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ტექსტში მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

 

 

 

 

 

ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

კონკრეტული პერსონაჟების მიმართ აღძრული ემოციების, ფიქრების განცდების, მადლიერების გრძნობს გამოხატვა

 

 

 

მოთხრობის საფუძველზე კომიქსის შექმნა; თანმიმდევრობისა და შინაარსის სწორად გადმოცემა და დაკავშირება, ილუსტრაციის გათვალისწინება

   
   
ენა

აგებულება

3. ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება. კომიქსის სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინება, წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით სასვენი ნიშნების სწორად შერჩევა.

 

 

ინსტრუმენტი 1. შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (კომპლექსურ დავალებაზე დაფუძნებული)

 

 კომენტარი

 რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

 

შენ კარგად გაიგე კომპლექსური დავალების პირობა. კომიქსის დასაწერად სწორად გამოიყენე მოთხრობაში მოცემული მინიშნებები; გაითვალისწინე მისი სტრუქტურული მახასიათებლები, საინტერესოდ გადმოეცი პერსონაჟის ხედვის კუთხე მისი განცდები, ფიქრები. საინტერესოდ გადმოეცი მათ მიმართ აღძრული ემოციები. გაითვალისწინე ტექსტში მოცემული მინიშნებები და დაიცავი კომიქსის აზრობრივი კავშირი მოთხრობასთან. მომწონს შენი წარმოსახვის უნარი და ილუსტრაციები. გირჩევ, ნამუშევარი მეტად გამდიდრო ახალი ლექსიკური ერთეულებით.

 

 

 შეფასება სოლო ტაქსონიმიით

 

სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე? – mastsavlebeli.ge

 

სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია, რო­გორც მოს­წავ­ლის სწავ­ლის გზა – ახალი განათლება

 

 

 

   მოსწავლე:

 

 

 სამიზნე ცნება

 

      ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

 

      ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

 

ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა სტრუქტურა და აგებულება.

 

 

საკითხი: რ.ინანიშვილის მოთხრობის – „განთავისუფლება“ – ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა.

 

 

კრიტერიუმი

 
 

 აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე მე ამის საფუძველზე

 

 კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

 

მიმართებითი დონე  

მოსწავლე მოთხრობის საფუძველზე ქმნის კომიქსს, თანმიმდევრობასა და შინაარსს სწორად გადმოსაცემს. შესაბამისად ითვალისწინებს ილუსტრაციას, კომიქსის სტრუქტურული მახასიათებლების, წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს; მოსწავლე გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟების მიმართ აღძრულ ემოციებს, ფიქრებს განცდებსა და მადლიერების გრძნობას.

 

 

შენ კარგად გაიგე დავალების პირობა. კომიქსის

შესაქმნელად

სწორად გამოიყენე მოთხრობაში მოცემული მინიშნებები; დაიცავი კომიქსის სტრუქტურა. საჭიროა მეტად დახვეწო და გაამდიდრო ლექსიკური მარაგი.

 

 

  მოსწავლე:

 

 

 სამიზნე ცნება

 

      ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

 

      ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

 

ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა სტრუქტურა და აგებულება.

 

საკითხი: რ.ინანიშვილის მოთხრობის – „განთავისუფლება“ – ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა
 

 

კრიტერიუმი

 
 

 აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

 კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება)

 

 უნისტრუქტურული დონე მოსწავლე იაზრებს კომპლექსური დავალების არსს. ითვალისწინებს მოთხრობაში მოცემულ მინიშნებებს; იცავს კომიქსის სტრუქტურულ მახასიათებლებს. იყენებს საჭირო ლექსიკას, მეტ-ნაკლებად – გრამატიკულ ელემენტებსაც.

 

შენ გაიაზრე დავალების პირობა. კომიქსის

შექმნისთვის

სწორად გამოიყენე მოთხრობაში მოცემული მინიშნებები; საჭიროა, გაითვალისწინო გრამატიკული მახასიათებლები,

მიმართვის ფორმები, მეტ-ნაკლებად პუნქტუაციაც.

გამოყენებული რესურსები:

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი

ქართული-1-4.pdf

  1. მე-4 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

შემაჯამებელი დავალება

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“