დამხმარე პროფესიული საგანმანათლებლო რესურსების მომზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს დაარსების დღიდან. დროთა განმავლობაში, საქართველოს განათლების სისტემასა თუ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების მიუხედავად, ამ პრიორიტეტს აქტუალობა არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, ყოველთვის აქტიურად ასახავდა ყველაზე საჭირო თემებს, საკითხებს, გამოწვევებსა თუ რეკომენდაციებს.
ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა, პერიოდული გამოცემების თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჟამად ცენტრი, „მასწავლებელთან“ ერთად, შემდეგ ჟურნალებს სთავაზობს სკოლის
დირექტორებს, მასწავლებლებს, მშობლებსა თუ განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირებს:
„სკოლის მართვა“
„ჰუმანიტარული განათლება“
„გლობალური მოქალაქეობა“
„ინკლუზიური განათლება“
„ბავშვთა უფლებები“
„საკვანძო კომპეტენციები“
„ადრეული განათლება“
„STEAM განათლება“
წინამდებარე კრებული სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალებიდან გთავაზობთ სხვადასხვა წელს გამოქვეყნებულ სტატიებს.
თითოეული სტატია ემსახურება სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერას ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და გიზიარებთ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გამოცემაც აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს სამუშაო მაგიდაზე და დაგეხმარებათ, საინტერესო გაკვეთილებითა და პროექტებით შეუწყოთ ხელი თქვენი სკოლის განვითარებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან: