მეორე ნაწილი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდება ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტებში ტექნოლოგიურ დახმარებაზე და მათში მხარდამჭერი ტექნოლოგიები განსაზღვრულია, როგორც მოწყობილობა, „ნებისმიერი ნივთი, აღჭურვილობის ნაწილი ან პროდუქციის სისტემა, იქნება ეს შეძენილი კომერციულად თაროდან, შეცვლილი თუ მორგებული, რომელიც გამოიყენება, რათა გაზარდოს, შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს შშმ პირთა ფუნქციური შესაძლებლობები“.
წერილის ამ ნაწილში ვისაუბრებთ სპეციალურ განათლებაში მხარდამჭერი ტექნოლოგიების (AT – Assistive technology) როლსა და ენა-მეტყველების დარღვევის ტიპთან მათი მიმართების შესახებ[1]. აქვე უნდა ითქვას, რომ დამხმარე ტექნოლოგიები შეიძლება იყოს ე. წ. „მაღალი“ და „დაბალი ტექნოლოგიები“: ხელჯოხებიდან და ბერკეტების კარის სახელურებით მოყოლებული, ხმის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფით და საკომუნიკაციო საშუალებებით (მეტყველების გამომუშავების მოწყობილობებით) დასრულებული.
არსებობს დამატებითი და ალტერნატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.
დამატებით და ალტერნატიულ კომუნიკაციად განისაზღვრება სიმბოლოების, დამხმარე საშუალებების, სტრატეგიებისა და ტექნიკის გამოყენება კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს ჟესტების ენას, სხვადასხვა საკომუნიკაციო დაფებს და მექანიკურ და ელექტრონულ მოწყობილობებს და ეხმარება მათ, ვისაც კომუნიკაციის პრობლემა აქვს. დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციის ტიპებად განიხილება:
- დახმარების გარეშე საკომუნიკაციო სისტემები, რაც მოიცავს შეტყობინებების გადასაცემად სხეულის ენის გამოყენებას, მაგალითად, ჟესტები, ნიშანთა/ჟესტების ენა. დახმარების გარეშე საკომუნიკაციო სისტემების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის არ საჭიროებს რაიმე ტექნოლოგიას ადამიანის სხეულის მიღმა.
- დაბალტექნოლოგიური ნებისმიერი სახის დამხმარე საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ბატარეებს ან ელექტროენერგიას. ეს მოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცაა: მარტივი კალამი და ქაღალდი შეტყობინებების დასაწერად, ასევე ბარათების დაფებს, რომლებიც შეიძლება ატაროთ კომუნიკაციის დასახმარებლად. სურათების დაფებზე მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ სურათებზე, სიტყვებზე, ნახატებსა ან ასოებზე, რათა გამოხატონ სათქმელი. მითითება შესაძლებელია მომხმარებლის ხელებით, სხეულის სხვა ნაწილებით, თვალის მზერით და სხვ..
- მაღალტექნოლოგიური ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რომელიც მოითხოვს ელექტროენერგიას ან ბატერეებს. ეს მოიცავს სპეციალიზებულ მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, სმარტფონის აპლიკაციებს, ელექტრონულ საკომუნიკაციო დაფებსა და კლავიატურებს. ბევრი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა არის მეტყველების წარმომქმნელი მოწყობილობა, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ციფრული მეტყველების წარმოება, როდესაც მომხმარებელი აკრეფს შეტყობინებას ან დააჭერს სურათებს, სიტყვებს ან ასოებს. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დაკ-ები.
ელექტრონულად გამართული მოწყობილობები
ელექტრონულად სრულყოფილი მოწყობილობები არის მოწყობილობები, რომლებიც მიზნად ისახავს, გაუმჯობესდეს მეტყველების დარღვევის მქონე პირების მდგომარეობა. ენაბრგუობის და სხვა დარღვევის შემთხვევებში ეს მოწყობილობა მომხმარებელს საკუთარი პირით არასწორად წარმოთქმულ სიტყვას რამდენადმე გამართულად აწვდის ყურში.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის ელექტრონულად გამართული მოწყობილობები:
დაგვიანებული აუდიტორული გამოხმაურება (DAF) – დაგვიანებული აუდიტორული უკუკავშირის მოწყობილობები აბრუნებს მომხმარებლისთვის ხმას წამის ნაწილის შეფერხებით. DAF-მოწყობილობები შეიძლება ჰგავდეს სმენის აპარატს ან ყურსასმენს მიკროფონით. ასევე არსებობს აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ DAF-ის გამოყენება სატელეფონო ზარებზე.
შეცვლილი სიხშირის გამოხმაურება (FAF) – სიხშირის შეცვლილი უკუკავშირის მოწყობილობები DAF-ის მსგავსია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლისთვის საკუთარი ხმის მოსმენა დაყოვნდეს, ისინი ცვლიან ხმის იმ სიმაღლეს, რომლითაც მომხმარებელს ესმის საკუთარი ხმა.
დამხმარე ტექნოლოგიები მრავალფეროვანია და მათი მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა გვერდზე, ერთ-ერთი მათგანია – https://www.edutopia.org/article/assistive-technology-resources
EduTopia გახლავთ დამხმარე ტექნოლოგია, რომელზეც აღმოაჩენთ ვებსაიტებს, ბლოგის პოსტებს, სტატიებს და ვიდეოებს, რომლებიც დაკავშირებულია დამხმარე ტექნოლოგიების გაგებასთან, შერჩევასა და შეფასებასთან.
ასევე გავრცელებული მობილური აპლიკაციაა: Dragon Dictation App[2], თუმცა Dragon Dictation აპი შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტყველების ტექსტად გადაქცევისთვის, ასევე ტექსტის მეტყველებად გარდასაქმნელად. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ისთვის.
აპლიკაცია TTSReader[3] ხელმისაწვდომია Google Play-ს მეშვეობით. ის მყისიერად კითხულობს ხმამაღლა ნებისმიერ ტექსტს ბუნებრივი ჟღერადობის ხმით. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ტექსტი ან მიუთითოთ ვებსაიტის მისამართი, რომლის წაკითხვაც გსურთ.
DAF Professional[4] არის დაგვიანებული აუდიტორული გამოხმაურების (DAF) აპი iPhone ან Android-ისთვის.
ენაბრგუობის თერაპიისთვის არსებული აპია „სტამურაი“: https://play.google.com/store/apps/details?id=com.stamurai.stamurai&hl=en_US
მეტყველების თერაპიის აპლიკაცია, რომელიც მოიცავს DAF-ს, კითხვის პრაქტიკას და სხვა პრაქტიკულ ტექნიკას. ასევე მრავალფეროვანი აპის ნახვა მეტყველების სხვადასხვა დარღვევის დასახმარებლად შესაძლებელია აქ: https://www.smartyearsapps.com/.
[1] წყარო: https://guides.library.illinois.edu/c.php?g=613892&p=4265891
[2] https://www.nuance.com/dragon/dragon-anywhere.html
[3] https://play.google.com/store/apps/details?id=com.speechlogger.ttsreader
[4] https://speechtools.co/daf-pro