შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი აბი ლიტერატურა

ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს კომპიუტერი. სოციალური ქსელი, სხვადასხვა პორტალები, ინტერნეტ მისამართები, ფოტოები, ვიდეოები, ზღვა ინფორმაცია, რომელითაგან დიდი ნაწილი ბსოლიტურად უსარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად შემიძლია თავიდანვე მხოლოდ ისეთ გვერდებზე შევიდე, სადაც საჭირო რაიმეს მოვიძიებ, მაინც ვხდები დროის დაკარგვის, სისულელეების ნახვის თუ წაკითხვის მსხვერპლი.

სამსახურებიდან, სასწავლებლებიდან მოსულ ადამიანებს, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტკურ-ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობაა, ყველა და ყველაფერი ნეგატივით არის დამუხტული, ერთადერთ განტვირთვად თითქოს სოციალური ქსელები დაგვრჩენია და თუ ამ ფრაზაზე არ დამიჯერებთ, დააკვირდით ტრანსპორტში, სახლებში, ქუჩაში ადამიანებს.

ჩვენ, უფროსი ასაკის ადამიანები ამას ვაკეთებთ გააზრებულად და ასე თუ ისე, შედეგებიც ვიცით, თუმცა მეორე საკითხია, რა შედეგი ექნება ზემოთქმულს მოსწავლეებზე. ატვირთული ფოტოები, კომენტარები და მოწონებების დაფიქსირება მათზე, პირადი მიმოწერა – ესენია ძირითადი ის დროის შავი ხვრელები, რომლებიც მოსწავლეთა ყოველდღიურობას შეადგენენ. არადა, ამ დროს სადღაც თაროებზე წიგნები იცდიან.

ბოლო თვეების განმავლობაში სულ იშვიათად მქონდა დრო წიგნის კითხვისათვის და ძირითადად კომპიუტერით ვსაქმიანობდი, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. შემდეგ, როცა ამაზე დავფიქრდი, მივხვდი, თუ რამდენად კარგად მოქმედებდა ჩემზე ლიტერატურა, თუნდაც რამდენიმე დღეში ერთხელ, ერთი საათით გადაშლილი წიგნი და წაკითხული რამდენიმე გვერდი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ავად ვიყავი და ისე ვცხოვრობდი, სადღაც კი ყოველთვის მქონდა წამალი, რომელსაც ძალიან ცუდად ყოფნის დროს ვიღებდი.

ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ავალებენ მასწავლებლები მოსწავლეებს, რომ მათ ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტ სივრცეში. შემდეგ გააკეთონ პრეზენტაცია და ა.შ. ძალიან, ძალიან კარგია, როცა მოსწავლე ასე ივიტარებს სხვადასხვა უნარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა დროს ატარებს ზოგადად მოსწავლე კომპიუტერთან და ინტერნეტში მოსაძიებელი დავალება არ გახდება საბაბი კომპიუტერთან კიდევ დამატებითი დროის ნაწილობრივ მაინც უქმად გატარებისათვის.

აქ არის კიდევ ერთი პრობლემა; ამ ეპოქაში, როცა არსებობს უმაღლესი გრაფიკის კომპიუტერული თამაშები, ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა მოწყობილობები, როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსწავლეები ლიტერატურით. ვთვლი, რომ დაინტერესების მიზეზი სხვადასხვა იქნება სასწავლო საფეხურების და ასაკის მიხედვით, მაგალითად, თუ დაწყებითი და ნაწილობრივ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ინტერესს გაუღვიძებს მასწავლებელი ტექსტის შინაარსით, ფანტაზიის გამძაფრებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ზემოთქმულთან ერთად უნდა დავანახოთ ამ ყველაფრის სწავლის, გააზრების საჭიროება.

სკოლაში სწავლის დროსაც და მერეც, ამ ბოლო დღეებამდე მეგონა, რომ მუდმივად, როცა წიგნს ვკითხულობდი, ეს დრო გამოყოფილი მქონდა წიგნისთვის. არ მგონია, რომ ახლა გონება გამინათდა და რაიმე საკაცობრიო სიახლეს მივაგენი, თუმცა მივხვდი, რომ დრო, როცა კითხულობ, ყველაზე მეტადაა შნი. სხვა დანარჩენ წუთებსა და საათებს ან უაზროდ ხარჯავ, ან სხვები ინაწილებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი