პარასკევი, სექტემბერი 30, 2022
30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

ამინმჟავები და ღრუბლის გემი

ჩემკენ
დიდი გემი მოცურავს… ჩუმად, უხმაუროდ. საცაა თავზე  წამადგება, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო
,ვუმზირო.  იალქნიანია… მოიცა,
დავითვალო… ერთი, ორი, სამი, ოთხი… უჰ, მეხუთე  იალქანი მო
ძვრა,
ცხვირიც ზედ მი
ყვა…
თვალსა და ხელს შუა
იშლება.

ჰამაკში
ვწევარ და ღრუბლიან ცას შევჰყურებ. გემიც ღრუბლის იყო. ახლა ტრანსფორმაციას
განიცდის და გაურკვეველ ფიგურას ქმნის. ჩემს ერთ ნაცნობს ღრუბლების ეშინია. ასე
ამბობს, შეგრძნება მაქვს, რომ ჩამოწვებიან და გამსრესენო. გაუნათლებელი არ
გეგონოთ, ნეტა მისნაირი ნაკითხი ბევრი იყოს, მაგრამ მოკალით და ღრუბლების ეშინია.

მოიცა…
გარდასახვა დასრულდა და… არა, ნამდვილად არ ვცდები თორმეტხელა ადამიანები დიდ
გრიფონს ეომებიან. იქვე ცალთვალა ციკლოპები ჩამომსხდარან და ბრძოლას გულგრილი
სახით შესცქერიან. გრიფონი მათი მტერი არ არის და არც ჩაერევიან. უკან კიდევ ორი
ბორცვი დგას, ზედ კონწოხზე უთავო ადამიანები დადიან… რანაირად ხედავენ? უჰ,
ასეთი რამ პირველად ვნახე, თვალები მხრებზე აქვთ…

ჰო,
ვიგონებ…  ამ ყველაფერს ღრუბლების
სამყაროში არ ვხედავ… უბრალოდ ჩემთვის წარმოვიდგინე. ახლა თქვენც წარმოიდგინეთ,
რა დაემართ
ებაპატარა ბიჭს, ეს ყველაფერი რომ წაიკითხოს? 21-ე საუკუნეში არაფერიც არ  დაემართება, ბევრს იცინებს, მაგრამ თუ შუასაუკუნეები და პატარა
ბიჭი, ინდოეთისა და ჩინეთის შესახებ, მარკო პოლოს და სერ ჯონ მანდევილის ჩანაწერებს კითხულობს? ისიც არ
დაივიწყოთ, ეს ბიჭი ქრისტეფორე კოლუმბია. რა დაემართება
-მეთქი? რა და
მოგზაურობის ჟინი შეიპყრობს.

დრო
გავა და ესპანეთის მონარქებისგან პროექტის დაფინანსებაზე დასტურს მიიღებს. მისი
ამალა სამი  კარაველისგან შედგება
„პინდა”,
„ნინია” და „სანტა მარია”. თავად კი ზღვისა და ოკეანის ადმირალი და ესპანეთის
სამეფო გვირგვინის წარმომადგენელი ხდება. 1492 წლის 3 აგვისტოს 86 მოხალისესთან
ერთად ესპანეთის სანაპიროს  დატოვებს.

წინ
დიდი გზაა და ის ათასგვარი ხიფათით არის სავსე. მეზღვაურები  ნერვიულობენ, მალე წყვდიადის წყლებში შევლენ
(სწორედ ასე ქვია ადგილს პტოლემეუსის მიერ შედგენილ რუკაზე. აქვე ისიც უნდა დავწერო, რომ პტოლემეუსის მიერ შედგენილ
რუკებს
,თურმე, მეფე
ვახტანგ მეექვსეც იცნობდა). გიგანტური წყალმცენარეები ოკეანის ზედაპირზე დაცურავენ
და გემებს ფსკერისკენ მიათრევენ. ადგილს, სადაც პტოლემეუსის თქმით, ასეთი ამბები
ხდებოდა სარგასოს ზღვას უწოდებენ. რეგიონი ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის ცენტრალურ
ნაწილშია და დინებებით არის შემოსაზღვრული: დასავლეთით – გოლფსტრიმის, ჩრდილოეთით
– ჩრდილო
ატლანტიკური,
აღმოსავლეთით
კანარის,
სამხრეთით კი
ჩრდილო
ეკვატორული  დინებით. აქ წყალმცენარეები
მართლაც უხვადაა, ოღონდ არაფერსაც არ მიათრევენ ფსკერისკენ. თუმცა მაშინ
მეთხუთმეტე საუკუნეში, ლეგენდების და მითების სჯეროდათ.

33-დღიანი ცურვის
შემდეგ 11 ოქტომბრის ღამეს კუნძული გამოჩნდა. კოლუმბს ის ჩინეთი ეგონა. სახელიც
უბოძა
სან სალვადორი და
ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა. ადგილობრივ აბორიგენებსაც გადახედ-გადმოხედა,
მიხვდა, რომ ალალი  და  დაუცველი ხალხი იყო… ჰოდა… ხომ იცით
, როგორც
ხდება ხოლმე… მათი დამონება განიზრახა. კოლუმბი დიდი მოგზაური კი იყო, მაგრამ
სული ერთი ჩვეულებრივი  ვაჭრისა
ჰქონდა  და ოქრო და დიდება აინტერესებდა.

თუ
პირველ მოგზაურობას შვიდი წლის განმავლობაში ამზადებდა, მეორის მომზადებას  მხოლოდ ხუთი თვე მოანდომა. ჰო, დამავიწყდა
მეთქვა, რომ ესპანეთში გმირად დაბრუნდა და ახალი აღმაფრენით, გაზრდილი
დაფინანსებითა და  17 გემისგან შემდგარი
ფლოტით  1493 წლის სექტემბერში ახალი
თავგადასავლებისკენ გაეშურა.

შემდეგ
იყო მესამე და  მეოთხე მოგზაურობა. კოლუმბი
აღარ იყო ადრ
ინდელიკოლუმბი. ამას ჯერ მხოლოდ თვითონ გრძნობდა და თავს უძალიანდებოდა, არ ეპუებოდა.

რამდენი
ადამიანია ასე…  დაღლილია და არ იმჩნევს.
რამდენი ადამიანი უკვე დაღლილი იღვიძებს, მაგრამ რაღაც უხილავი ძალის მეშვეობით
დგება და ჩვეულ მოვალეობებს ასრულებს.  ეს
უხილავი ძალა ვისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა და ვისთვის სტიმულია. ოღონდ ერთი
ეგ არის, გაჩერება არ შეიძლება
.რადგან,როგორც იტალიელმა ღვთისმსახურმა და ალქიმიკოსმა ალბერ მაგნუსმა დაწერა თავის
წიგნში –
დასვენების
სურვილი დამარცხების პირველი ნიშანიაო. ანუ, სანამ თქვენ ისვენებთ, ვიღაც მოძრაობს
და გაჯობებთო. ცხოვრება კიდევ შეჯიბრია და „თუ ერთი წამით თვალი მოუხუჭე, ისე
გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”
.

1747
წელს ფრანგმა ფიზიოლოგმა კენემ ახალი ტერმინი დაამკვიდრა „
albumineise” და 1751
წელს დიდრომ თავის ენციკლოპედიაში ცილა სწორედ ამ სახელით  ჩაწერა. 1803 წელს ჯონ დალტონი მარტივი ცილების
– ალბუმინის და ჟელატინის ფორმულებს აქვეყნებს და ნათელი ხდება, რომ ცილა აზოტს
შეიცავს. ამ დროს კი ფრანგი ქიმიკოსი გე-ლუსაკი ცილების (სისხლის ფიბრინის და რძის
კაზეინის) ქიმიურ ანალიზს აკეთებს და განცვიფრებულია
მათი
შემადგენლობის მსგავსებით. 1806 წელს ჯერ ლუი ვოკლენმა ამინმჟავა ასპარაგინი
გამოყო
.იგივე გააკეთა 1820 წელს ანრი ბრაკონომ გლიცინისა და ლეიცინის ცილისგან გამოყოფით.
შემდეგ იყო კოსელი, ფიშერი, სამნერი, პოლინგი, სინგერი… მოკლედ, ამ ბატონებმა
დაადგინეს, რომ ცილა ბიოპოლიმერია და ამინმჟავებისგან შედგება. ადამიანის
ორგანიზმში შემავალი ცილები 20 ამინმჟავას სხვადასხვა კომბინაციისგან არის
შექმნილი და ამ ამინმჟავებს პროტეინგენური ეწოდება. თუმცა გამოყო
ენ შეუცვლელ
და ცვლად ამინმჟავებს. შეუცვლელი ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმში მათი სინთეზი არ ხდება,
არადა  გვჭირდება.

შეუცვლელი
ამინმჟავებია: ვალინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, თრეონინი,
ტრიფტოფანი, ფენილალანინი, არგინინი, ჰისტიდინი.

ჩვენ
დღეს იზოლეიცინი გვაინტერესებს. ეს ის ამინმჟავაა, რომელიც  ენერგიაზე და ჰემოგლობინის კვლავ სინთეზზეა
პასუხისმგებელი. ეს ის ამინმჟავაა, რომლის მუდმივი ნაკლებობის დროსაც თავს მოშვებულად და დაღლილად ვგრძნობთ.  ენერგიას აწარმოებს მაშინ, როდესაც
ნახშირწყლების  დეფიციტია ორგანიზმში და ამ
პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება. თუმცა ოდნავ დავაკონკრეტებ… გლუკონეოგენეზი
ეწოდება არანახშირწყლოვანი ნაერთებიდან გლუკოზის ან გლიკოგენის ბიოსინთეზის
პროცესს. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლში გლუკოზის დონის
მუდმივობის შენარჩუნებაში საკვების მიღებებს შორის პერიოდში. ამ დროს
გლუკონეოგენეზი ერთადერთი პროცესია, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელი ხდება სისხლში გლუკოზის დონის
შენარჩუნება და ნერვული ქსოვილის და ერითროციტების მომარაგება გლუკოზით, რომელიც
მათი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
გლუკონეოგენეზის ინიცირება სხვა სუბსტრატებისგანაცაა შესაძლებელი. თუმცა დღეს
ყურადღებას
ამინმჟავებზე
ვამახვილებ.

იზოლეიცინი
შეუცვლელია, ეს კი ნიშნავს, რომ ის საკვების მეშვეობით უნდა მივიღოთ. დღიური
მოთხოვნილება 3-4 გრამია, თუმცა მასსა და სხვა შეუცვლელ ამინმჟავას ვალინს და
ლეიცინს  შორის აუცილებელია პროპორციის
დაცვა. ერთ მილიგრამ იზოლეიცინზე 2-2 მგ ვალინი და ლეიცინი უნდა მოდიოდეს.

დღიურად
სულ 200 გრამი ნუშის მირთმევა დაგვჭირდება, რომ იზოლეიცინის
საჭირო რაოდენობა
მივიღოთ. ოღონდ ექიმები ნუშს ასე ხშირად და ამ რაოდენობით კატეგორიულად არ
გვირჩევენ.

სულ
100 გრამი ქათმის ხორცის მირთმევა

საჭირო
იზოლეიცინის კუთვნილი რაოდენობის მისაღებად.
ეს რაოდენობა ექიმებისთვისაც მისაღები ყოფილა.

120
გრამი თევზი
უნდა
მივირთვათ
, რომ იზოლეიცინის საჭირო რაოდენობა
მივიღოთ. რაც შეეხება
თევზს, ისე მიყვარს, რომ  თუ
მკითხავთ, ეს რაოდენობა ცოტაც კი არის და ამაში მგონი ექიმებიც დამეთანხმებიან.

გარდა
ამისა, ამ ამინმჟავას სხვადასხვა მარცვლეულსა და ხილში იპოვით, ოღონდ გაცილებით
მცირე რაოდენობით. ეს კი ნიშნავს, რომ მათი მირთმევა უფრო მეტი  მოგიწევთ.

მოდით
მარცვლეულში, ხილსა და ბოსტნეულში იზოლეიცინის აღმოჩენა ვცადოთ. ის არაპოლარული
ჰიდროფობური რადიკალის მქონე ამინმჟავაა.

ავდგეთ
და… საკვლევ მასას 3-4 მლ 95%-იან აცეტონის ხსნარში გახსნილი ნინჰიდრინის
1%-იანი ხსნარი დავუმატოთ. წყლის აბაზანაზე მოვათავსოთ
და ვურიოთ. ხსნარი
მოლურჯო-იისფერს მიიღებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხსნარი იზოლეიცინს (და სხვა
ალფა-ამინმჟავებს) შეიცავს.
 

პირველ
ეტაპზე ამინმჟავასა და ნინჰიდრინს შორის შიფის ფუძე წარმოიქმნება, რომელიც შემდგომ
გადაჯგუფებას განიცდის  და იხლიჩება, რის
შედეგადაც მიიღება ალდეჰიდი და ამინოდიკეტოჰიდრინდენი.

ეს
უკანასკნელი კონდენსირდება ნინჰიდრინის კიდევ ერთ მოლეკულასთან. წარმოქმნილი
ნაერთი ენოლიზაციის შედეგად შეიფერება და მას „რუემანის ლურჯი-იისფერი” ეწოდება.
რუემანი ის მეცნიერია, ვინც 1910 წელს ეს რეაქცია შეისწავლა.

ბუნებრივია,
ამ მარტივი ცდით ამინმჟავას რაოდენობას ვერ განსაზღვრავთ.  მისი მიზანია ფერის ცვლილებით დაგვიდასტუროს,
რომ საკვლევი მასა შესაძლოა იზოლეიცინს (ასევე სხვა არა არომატულ ალფა
ამინმჟავებს) შეიცავდეს.

ამინმჟავების
აღმომჩენი მსგავსი ფერადი რეაქციები
ბევრი ვიცით. უბრალოდ მათი მეშვეობით
იზოლეიცინს ვერ აღმოაჩენთ.

ცა
ლურჯია და ალაგ-ალაგ ღრუბლები დახეტიალობენ. ისევ მივშტერებივარ…  საოცარი
ბრძოლები  არ ჩანს… არც  გრიფონები არიან და არც გოლიათები…

ჩემკენ
კვლავ დიდი გემი მოცურავს…  გემი
ღრუბლისაა…  ერთ ჩემს ნაცნობს ღრუბლების
ეშინია.  მე კიდევ…

„ჩიტი
რომ ვიყო, ღრუბლის ქარავანს

არ
დავტოვებდი, მას ვდევდი მარტო,

ვაგლახ,
მხატვარი რატომ არა ვარ,

რომ
მხოლოდ თეთრი ღრუბლები ვხატო”

(შანდორ
პეტეფი. თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ნუგზარი პაპას ზღაპრები

„კუჭის კანონი“

ბოლო სიახლეები

 ,,არის ერთისა წამისად”

წიგნი საშიში მორევებით  

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი