პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

,,ზოგჯერ მხოლოდ XY საკმარისი არ არის . . .     

ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩემი შვილი ყვითელი ჰუდით და წითელი შარვლით, ძალიან კარგ ხასიათზე, სკოლაში წავიდა. სახლში დაბრუნებულმა კი სიცილით თქვა: ,,………. მითხრა რა LGBT-სავით გაცვია“. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ნიკამ იცის, რომ არ არსებობს გოგოს და ბიჭის ფერები. ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ნამყოფი და იქ ფერად ტანსაცმელში უფრო მეტი ბიჭი დადის, ვიდრე მუქ ტანისამოსში. ამიტომ ეს რეპლიკა სერიოზულად არც კი  მიუღია.  მოსწავლე, რომელიც ასე ეხუმრა ძალიან კეთილია, სავარაუდოდ არც ის იცის რას ნიშნავს ,,LGBT”. თუმცა მსგავსი საკითხები ასე მარტივად არ სრულდება ხოლმე, არაერთი ბიჭი აღმოჩენილა ბულინგის მსხვერპლი. სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ზოგჯერ მშობლები და მასწავლებლებიც ვახალისებთ სტერეოტიპების დამკვიდრებას, ისე რომ  წინასწარ  არ გვაქვს გამიზნული. ყველაფრის თავი და თავი კი ჩვენი, საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა საკითხთან დაკავშირებით. მოგვიანებით მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან მოვსინჯე ნიადაგი, მაინტერესებდა როგორი განწყობა ჰქონდათ სქესობრივი უმცირესობების მიმართ. აქ კი საშინელი ფაქტის წინაშე დავდექი. ბიჭების უმრავლესობამ საკმაოდ დიდი აგრესია გამოავლინა. სერიოზულად შევშფოთდი და რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რა შეიძლება გავაკეთო მე, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მასწავლებელმა, რომ მოსწავლეების დამოკიდებულება ოდნავ მაინც შევცვალო სქესობრივი უმცირესობების მიმართ. იქნებ ის მაინც მოვახერხო, რომ ჩემი მოსწავლეები დავარწმუნო რამდენიმე საკითხში:

  • ადამიანის სქესის განსაზღვრაში მხოლოდ XX და XY ქრომოსომის აღმოჩენა საკმარისი არ არის;

და  დავიწყე თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება.  თქვენც გაგიზიარებთ, იმედია გამოგადგებათ. აქტივობების ნაწილი უკვე განხორციელებულია, ნაწილს კი მომავალში განვახორციელებთ.  საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება თუ ერთობლივად იმუშავებენ ქართულის, უცხო ენის,  ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლების და სპორტის მასწავლებლები.

აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცანი რა განსხვავებაა სქესს, გენდერსა და გენდერულ იდენტობას შორის.

სქესი:  დაბადების მომენტში  დგინდება ექიმის მიერ ბავშვის სასქესო ორგანოებზე დაკვირვების საფუძველზე.  არსებობს  მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანი. სქესი დაფიქსირებულია ჩვენს დაბადებისა და პირადობის მოწმობებში, პასპორტში.

გენდერი: ბევრად უფრო კომპლექსურია, ის სოციალური და ლეგალური სტატუსია. დაფუძნებულია საზოგადოების გამოცდილებაზე.  ყველა კულტურას საკუთარი სტანდარტი აქვს და გარკვეულ მოვალეობებს ანიჭებს ადამიანების ჯგუფებს.  გენდერის მიხედვითაც ქალებს და კაცებს გამოყოფენ.

გენდერული იდენტობა:  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს საკუთარ თავს ადამიანი.  ჩაცმის როგორი სტილი მოსწონს. რა სახის საქმიანობებს ანიჭებს უპირატესობას. ამ მიკუთვნებულობის ჩამოყალიბება ჩანასახის დონეზე იწყება.

აქტივობა 2. მოსწავლეებს გავაცანი ადამიანის სქესობრივი დიფერენცირების ეტაპები;

  • გენეტიკური სქესის განსაზღვრა;
  • სასქესო ჯირკვლების ჩამოყალიბება;
  • შინაგანი და გარეგანი დიფერენცირება;
  • თავის ტვინის დიფერენცირება.

სქესის განსაზღვრის გენეტიკური მექანიზმი ეყრდნობა ადამიანის ორგანიზმში წარმოდგენილ სასქესო ქრომოსომებს. თუ ადამიანის უჯრედები შეიცავს ორ ერთნაირ XX ქრომოსომას, ის გენეტიკურად ქალია, თუ შეიცავს XY ქრომოსომებს, ის ბიოლოგიურად კაცია. არსებობს შემთხვევები, როცა კაცს აქვს XX და ქალს XY სასქესო ქრომოსომები. მაგალითად, ჟანა დარკს XY ქრომოსომა ჰქონდა. საინტერესოა რა განსაზღვრავს სქესის ინდივიდუალიზმს? პასუხი Y ქრომოსომაში მოთავსებულ SRY გენშია (სხვა ქრომოსომებიც შეიცავენ მამრობით-სპეციფიკურ გენებს).

Y ქრომოსომა აღმოაჩინეს 1923 წელს,  შეიცავს 63 ფსეუდოაუტოსომურ გენს, ქრომოსომის 5%-ზე მეტი თავისუფალია გენებისგან. მის დასაწყისსა და ბოლოში  PAR 1 და PAR 2 უბნებია (PseudoAutosomal Region).

გენეტიკური სქესი დამოკიდებულია Y ქრომოსომას არსებობაზე ან არარსებობაზე. Y ქრომოსომა განსაზღვრავს ჩანასახოვანი სასქესო ჯირკვლების დიფერენცირების პროცესს. ისინი შეიცავენ როგორც მამრობით (ვოლფის მილებს), ასევე მდედრობით მიულერის მილებს. ყველა ჩანასახში ვითარდება სპეციფიკური, მდედრობითი და მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები: საკვერცხეები და სათესლეები. მდედრობით ჩანასახში უკუგანვითარებას განიცდის ვოლფის სადინარი და ყალიბდება საკვერცხეები, მამრობით ჩანასახში კი უკუგანვითარებას განიცდის მიულერის სადინარი და სასქესო ჯირკვლისგან სათესლე ყალიბდება.

ის, თუ რომელი მილის, მიულერის თუ ვოლფის, უკუგანვითარება მოხდება, დამოკიდებულია სასქესო ქრომოსომებზე, კერძოდ კი Y ქრომოსომაში არსებულ SRY გენზე.

 

აქტივობა 3. მოსწავლეებმა დაამუშავეს ვიდეოზე მოცემული ინფორმაცია და შეავსეს ცხრილი.  ბიოლოგიური სქესი     

ვიცი გავიგე მინდა ვიცოდე
 

 

 

 

აქტივობა 4. მოსწავლეებმა მოისმინეს ვებინარები და გააკთეს ჩანაწერები:

აქტივობა 5. მოსწავლეები წერენ ესსეებს: ,,ზოგჯერ მხოლოდ XY საკმარისი არ არის . . .

(ესეების კონკურსი შესაძლოა ჩატარდეს სკოლის თვითმმართველობის მონაწილეობით).

აქტივობა 6.  მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში: ,,არის თუ არა დაავადება არატრადიციული სქესობრივი ორიენტაცია“.

სავარაუდო შეკითხვები:

  • რა არის დაავადება ან სინდრომი;
  • რა შემთხვევაში გადადის დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეზე;
  • რა განაპირობებს ადამიანის არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაცისა;
  • შეიძლება რომ ერთი ადამიანის არატრადიცულმა სქესობრივმა ორიენტაციამ გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანის სქესობრივ ორიენტაციაზე;

სტატია შესაძლოა გამოიყენონ უშუალოდ მოსწავლეებმა, ასევე საშუალო საფეხურის კლასის დამრიგებლებმა სადამრიგებლო საათზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

ბიოლოგია – ნ. ზაალიშვილი X-XII კლასი (არჩევითი საგანი)

https://mastsavlebeli.ge/?p=21561

https://mastsavlebeli.ge/?p=30253

https://www.youtube.com/watch?v=qYS0wLE0OjM

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი