ოთხშაბათი, თებერვალი 1, 2023
1 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

პერკინსის, უზნაძის, ბლუმის თეორიები და აზროვნების განვითარება ფიზიკის გაკვეთილზე

თემის მიზანი: საბუნებისმეტყველო ჯგუფის საგნებში მოსწავლეებს უჭირთ სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რის გამოც უძნელდებათ ბუნების კანონზომიერებათა და მოვლენების შეცნობა, მათი პრაქტიკული გამოყენება. როგორ გამოუმუშაოთ ახალგაზრდებს სააზროვნო უნარ-ჩვევები ფიზიკის გაკვეთილზე ერთი ამოცანის ამოხსნის საფუძველზე, რომ მათ შემდგომ ცოდნის ტრანსფერი შეძლონ? ეს სტატია ამ პრობლემის ნაწილობრივ აღმოფხვრის მცდელობაა.

სწავლების თანამედროვე თეორიის კლასიკოსები (პერკინსი, უზნაძე, ბლუმი, მასლოუ…) და ნოვატორი პედაგოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების; კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

ახალგაზრდებში აზროვნებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების გზების რეალიზაციის გადაწყვეტა ესგ-ის უმთავრესი მიზანია.

რა არის აზროვნება? რისი შედეგია ის?

აზროვნება ფიქრთა ერთობლიობაა დასახული პრობლემის გადასაწყვეტად, მისი რეალიზაციის ქმედებით.

აზროვნება გარკვეულწილად სწავლება-სწავლის შედეგია. ესაა მაჩვენებელი იმისა, რომ ახალგაზრდა ფლობს სააზროვნო უნარ-ჩვევებს.

თანამედროვე პედაგოგიკის ძირითადი ამოცანაა, დავადგინოთ ის ქმედებები, რომელთა საშუალებითაც ახალგაზრდებს გამოუმუშავდებათ აზროვნებითი უნარ-ჩვევები.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი პერკინსი თავის ნაშრომში „თეორია ერთი“ [4] განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას. პერკინსის აზრით, ახალგაზრდას ჩამოუყალიბდება და განუვითარდება სააზროვნო უნარ-ჩვევები, თუ მას საკითხის შესახებ ექნება:

  1. ნათელი ინფორმაცია – მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა. ქმედებები იმაზე, თუ „რა“, „სად“ და „როგორ“ უნდა გაკეთდეს? ამ ეტაპზე მასწავლებელი ზუსტ და გასაგებ ენაზე აწვდის მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციას;
  2. აზრიანი პრაქტიკა – სასწავლო საკითხებზე აქტიური პრაქტიკა და მასზე წვდომა. მასწავლებელი ამ დროს იძლევა ქმედებათა რეკომენდაციებს, ამოწმებს პრაქტიკის მიმდინარეობას;
  3. გამოხმაურება – რჩევები და შეფასება. მოსწავლეს შედეგის მისაღწევად მასწავლებელი აძლევს რჩევებს. იძლევა შესრულებული დავალების შეფასებას კომენტარებით ან დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

4.ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია – დამაჯილდოებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც საინტერესო და მასტიმულირებელია მოსწავლეთათვის, ან ეხმარება მათ აზროვნების განვითარებაში. აქ მასწავლებელი შესრულებული დავალების ხარისხის შესაბამისად განსაზღვრავს შემდგომ დავალებას, კარგად შესრულებული სამუშაოსათვის აჯილდოებს მოსწავლეებს.

 რა არის აზროვნების საფუძველი? როგორ შეიძლება დავადგინოთ, აზროვნებს თუ არა მოსწავლე?

აზროვნების ძირითადი საფუძველია მოტივაცია – მოსწავლის სურვილი, საკითხის გარშემო ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, ფლობდეს შესაბამის ცოდნას.

ამას მოსწავლე შეძლებს, თუ ის ფლობს:

  • სააზროვნო უნარ-ჩვევებს.
  • წვდომას პრობლემისადმი, შეუძლია მის მიზეზებში გარკვევა.
  • უნარს, დასახოს პრობლემის აღმოფხვრის გზები და მისი განხორციელების ქმედებები.

ფსიქოლოგების აზრით მოსწავლე აზროვნებს თუ ის ფლობს:

ა) ცოდნის დაგროვების უნარს, შეუძლია გააზრებული სწავლა;

ბ) გამომუშავებული აქვს სააზროვნო უნარ-ჩვევები;

გ) არკვევს პრობლემის წარმოშობის მიზეზებს;

დ) სახავს პრობლემის გადაჭრის ხერხებსა და მეთოდებს.

მაშასადამე კონკრეტული საკითხის მიმართ, თუ მოსწავლე ამომწურავ ინფორმაციას ფლობს, შეუძლია თეორიის (ინსტრუქციის) შესაბამისი ზუსტი ქმედება, ცოდნის საჭიროებისამებრ მოხერხებულად გამოყენება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაშინ ის აზროვნებს.

დ. პერკინსი ნაშრომში „თეორია ერთი“ აყალიბებს მასწავლებლის მიერ ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში აზროვნების ჩამოყალიბებას, ამოქმედებას და მისი საშუალებით ეფექტური სწავლა-სწავლების განხორციელებას.

„თეორია ერთის“ მიხედვით სწავლების ძირითადი მეთოდებია: ა) სოკრატული, ბ) სოციალური (კოოპერციული) და თანამშრომლობითი სწავლება, გ) კეთებითი ანუ პრაქტიკული სწავლება.

 

აზროვნების გადატანა (ტრანსფერი)

მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთ სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში (მდგომარეობაში) გამოყენება. სწორედ ესაა ცოდნის ტრანსფერი.

უზნაძის აზრით [6], აზროვნებას ახასიათებს ტრანსფეზიციის, ანუ გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას აღარ გაუჭირდება ანალოგიური პრობლემის დაძლევა. „აზროვნების გზით ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ამოხსნის ხერხი ახალი ანალოგიური ამოცანის გადასაჭრელად გადააქვს“.

რეალობიდან გამომდინარე პრობლემა იმის გარკვევაა, თუ რა პირობებში შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს ტრანსფერი? ტრანსფერი არ ხდება თავისთავად, ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალური დაგეგმვა. პერკინსის აზრით, ტრანსფერის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა:

  1. ცოდნას, რომლის ტრანსფერიც ხდება, ახასიათებდეს მიზეზშედეგობრივი მიმართულება;
  2. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ სწავლებისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში;
  3. სწავლებისას მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს პრობლემის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, აზროვნების აქტივიზაციისა და ტრანსფერის უნარების ჩამოყალიბებისათვის მასწავლებელი გაკვეთილზე მთელ რიგ მიზანმიმართულ აქტივობებს მიმართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია, ფიზიკის შემდეგი ამოცანის განხილვა ამოხსნის პროცედურების დაცვით:

P1 =125ნ წონის ურიკას შეუძლია ხახუნის გარეშე გადაადგილება ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ურიკაზე მოთავსებულია P2 =100ნ წონის ტვირთი. ტვირთზე მოდებულია თოკი, ისე, როგორც ნახაზზეა (ნახ. 1 ). თოკის თავისუფალ ბოლოზე შეიძლება მოვდოთ ვერტიკალურად ზევით მიმართული F ძალა, რომლის მნიშვნელობა შეიძლება იყოს 40ნ < F < 80ნ. რა აჩქარებით იმოძრავებს ტვირთთა სისტემა, ხახუნის კოეფიციენტი ტვირთსა და ურიკას შორის 0,6-ია?

 

 

 

ამოცანის ამოხსნა:

 

 

P2–ტვირთზე მოქმედებენ ძალები: წევის– , ხახუნის- –, სიმძიმის –  , რეაქციის– .

P1— ურიკაზე მოქმედებენ ძალები: ხახუნის– , სიმძიმის –  , რეაქციის–  

ტვირთი – ურიკისათვის ვადგენთ განტოლებათა სისტემას სისტემას:

 

ამოცანის პირობის ანალიზი: ხახუნის მაქსიმალური ძალა, რომელიც მოქმედებს ტვირთი-ურიკას შემხებ ზედაპირებზე არის – F =µ P2 =0,6 * 100 = 60ნ. (3)

განვიხილოთ შემთხვევები:

ა) F≤ µ P = 60ნ-ზე მაშინ სისტემა; ტვირთი – ურიკა F- ძალის ქმედებით იმოძრავებს

როგორც ერთი სხეული. =      და ასეთი სისტემის აჩქარება

=  g და  

*ასეთ შედეგს მივიღებთ, თუ (2) სისტემის განტოლებებს შევკრებთ და მხედველობაში მივიღებთ, რომ: Fხ1= Fხ2 და = .

ბ) F> µ P2 =60ნ-ზე ამ პირობის გათვალისწინებით, როცა მას მოსწავლე დამოუკიდებლად ხსნის, დიდი ალბათობით შესაძლოა ვერ გაითვალისწინოს ხახუნის ძალის თვისებები, ვერ განსაზღვროს ურიკაზე მოქმედი ძალის სიდიდე და მიმართულება. ასეთი შესაძლო უზუსტობების აღმოფხვრას მასწავლებელი ახდენს: კომენტარებით, შენიშვნებით, მითითებებით, რომელთა შემდეგაც მოსწავლე მიდის სასურველ შედეგამდე. ტვირთზე მოქმედებს მამოძრავებელი ძალა F- µ P2, (2) სისტემის I -განტოლებიდან ვღებულობთ, რომ ტვირთზე მოქმედებს ეს ძალა.

დიდი ალბათობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთი ამოცანის დამოუკიდებლად ან მასწავლებლის მითითებით ამოხსნის შემდეგ მოსწავლეს არ გაუჭირდება პრაქტიკაში ხახუნის ძალის გათვალისწინება, ცოდნის ტრანსფერი.

ტრანსფერის უნარი იმის უტყუარი მამტკიცებელია, რომ მოსწავლე ფლობს მყარ ცოდნას, რომლის გამოყენება მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მელიქიშვილი მ. „დიმიტრი უზანიძის პედაგოგიური კონცეფცია“ . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  2. ჭანტურია თ. „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  3. Bandura A. “Social Foundation of thought and action“ .“ A social cognitive view“, Enllipool ciff – 1986.
  4. Perkins D. “ The Educational Theory” – 1992
  5. Llewellyn D. (2005) Teaching high school science through inguiru: A case study approach curving press USA
  6. უზნაძე დ. „ პედაგოგიური თხზულებანი“ თბილისი. 2005 წ. გამომცემლობა „კოლოსი“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი