ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პენეტის კვადრატის კალკულატორი – რესურსი ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის

პენეტის კვადრატის საშუალებით შესაძლებელია შთამომავლობის გენოტიპებისა და ფენოტიპების გამოსახვა. მისი შედგენა და გამოყენება მასწავლებლებისთვის და გენეტიკის შემსწავლელი მოსწავლეების უმეტესობისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. გთავაზობთ ერთი საინტერესო კალკულატორის გამოყენების ინსტრუქციას.

კალკულატორი მოსწავლეებს ეხმარება საკითხის შესწავლაში, მიღებული მონაცემების გადამოწმებაში. მისი გამოყენების შემთხევევაში მასწავლებელი დაზოგავს დროს, დააინტერესებს მოსწავლეებს და შედეგებიც თვალსაჩინო იქნება.

კალკულატორი განთავსებულია ბულზე: https://scienceprimer.com/punnett-square-calculator

მინიშნებულ მწვანე ოთხკუთხედზე დაწკაპებით და მარჯვნივ მისი გადაადგილებით მონოჰიბრიდულ შეჯვარებასთან ერთად შესაძლებელია დი-, ტრი-, ტეტრა- და პენტაჰიბრიდული შეჯვარების მაგალითების განხილვაც.

ღილაკზე Show Frequencies დაწკაპებით გამოჩნდება ცხრილი:

 

 

სურათზე გამოსახულია, როგორ შეიძლება მშობლების ალელების ჩაწერა და ფენოტიპური ან გენოტიპური დათიშვის კვადრატში გამოსახვა.

 

დიჰიბრიდული შეჯვარების შემთხვევაში, როცა მშობლები დიჰეტეროზიგოტები არიან, გენოტიპური დათიშვა ასე გამოისახება:

ფენოტიპური დათიშვა კი ასეთია:

რესურსით სარგებლობის ინსტრუქცია: პენეტის კვადრატი.mp4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი