ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი

კომპიუტერმადა ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. ამას ყველა კომპიუტერის მომხმარებელი ხვდება, მაგრამ ზოგიერთი ცვლილება ერთი შეხედვით თვალსაჩინო არ არის. მაგალითად, შეიცვალა ინფორმაციის დამახსოვრების მოდელი. ერთხელ დიდი ინტერესით გავეცანი გამოკვლევის შედეგებს, რომლებიც ცხადყოფდა, რომ დღეს ადამიანები ვცდილობთ დავიმახსოვროთ არა ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია, არამედ ადგილი, წყარო, სადაც ამ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, მისი დამახსოვრება აღარ არის საჭირო, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ინფორმაციის წყაროს.

აი, მეც, სანამ ამ წერილის წერას შევუდგებოდი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში, ადრე ჩანიშნულ ინტერნეტმისამართებსაც გადავავლე თვალი და შევეცადე, ცალკეული ნაწილებისგან ერთიანი სურათი შემედგინა.

 

ციფრული ეპოქის აბორიგენები

 

ტერმინიციფრული ეპოქის აბორიგენები” (Digital Natives) ამერიკელ პროფესორს მარკ პრენსკის (Marc Prensky) ეკუთვნის. მეცნიერმა ეს ტერმინი ჯერ კიდევ 2001 წელს გამოიყენა უმაღლეს სასწავლებელშიახლად მოსულისტუდენტების აღსანიშნად. მისი თქმით, ტერმინი იმ ახალგაზრდებს მიესადაგება, რომლებიც კომპიუტერული თამაშების, MP3 ფორმატის მუსიკალური საკრავების (MP3 player), ციფრული კამერებისა და მობილური ტელეფონების გარემოცვაში გაიზარდნენ. უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათ არ მოუხდათ ტექნოლოგიური ბარიერის გადალახვა. არც კომპიუტერზე მუშაობის სწავლება დასჭირვებიათ, ვინაიდან, როდესაც დაიბადნენ, კომპიუტერი უკვე იდგა მათ სახლებში და თამაშთამაშში დაეუფლნენ ამ ტექნოლოგიას. ისინი ციფრული ეპოქის მკვიდრ მოსახლეობას წარმოიდგენენ. უფროს თაობას კი თავის დროზე კომპიუტერზე მუშაობის სწავლა მოუწია და საერთოდ, მათ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით გაჯერებულ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პროცესი გაიარეს. როდესაც ისინი დაიბადნენ, ეს ყველაფერიყოველ შემთხვევაში, ამ დოზითარ არსებობდა. შესაბამისად, უფროსი თაობა ციფრული, ტექნოლოგიების ეპოქის ემიგრანტია.

ემიგრანტების უმრავლესობა შეეგუა ახალ რეალობას, მაგრამ მაინც ძველი მოდელებით აზროვნებს. ციფრული ეპოქის ემიგრანტები იმეილებს პრინტერზე ბეჭდავენ და ქაღალდიდან კითხულობენ. მათ ურჩევნიათ, კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი ქაღალდზე ჩაასწორონ და არა პირდაპირ ტექსტურ რედაქტორში. მას შემდეგ, რაც იმეილს გააგზავნიან, ტელეფონით რეკავენ და ადრესატს ეკითხებიან, მიიღო თუ არა მან გზავნილი. მათ ურჩევნიათ, ურთიერთობის დამყარებისას ახალ პარტნიორს უშუალოდ შეხვდნენ და ისე გაესაუბრონ, ვინაიდან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აგებულ ურთიერთობებს ბოლომდე არ ენდობიან, მაშინ როდესაც ციფრული ეპოქის აბორიგენებისთვის ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი, რომელიც შესაძლოა სინამდილეში ვერც ვერასოდეს ნახონ, ზოგჯერ სავსებით რეალური მეგობრად იქცევა.

 

როდესაც ემიგრანტები აბორიგენებს ასწავლიან

როგორც მარკ პრენსკი ამბობს, ციფრული ეპოქის აბორიგენები განსხვავებული მოდელებით აზროვნებენ და უფრო მეტიცსხვანაირად გასცემენ და სხვანაირად იღებენ ინფორმაციას. როდესაც ციფრული ეპოქის ემიგრანტები ცდილობენ, ამავე ეპოქის აბორიგენებს ასწავლონ, პარადოქსული სიტუაცია იქმნება. თავად განსაჯეთმასწავლებელმა, რომელიც კარგად ვერ ფლობს სალაპარაკო ენას და აქცენტით ლაპარაკობს, როგორ უნდა ასწავლოს სტუდენტებს? სწორედ ამ დროს იქმნება ასე ნაცნობი სიტუაცია, როდესაც უფროს თაობას ჰგონია, რომ ახალგაზრდები უბრალოდ გაუნათლებლები არიან და ცდილობენ ასწავლონ იმ მეთოდებით, მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის გასაგები, ხოლო ახალგაზრდა თაობა საერთოდ ვერ ხვდება, რას სთხოვენ, რა უნდათ მათგან იმ ადამიანებს, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ამდენ მოწყობილობას შორის ორიენტაცია უჭირთ.

 

კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი

ამრიკელი ანთროპოლოგი მარგარეტ მიდი (Margaret Mead) პოლინეზიაში, სამოაზე და ცივილიზებულ საზოგადოებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ურთიერთობებს სწავლობდა. იგი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა თანამედროვე საზოგადოებაში თაობათა შორის წარმოქმნილ კონფლიქტს და გაკვირვებული დარჩა, როდესაც პოლინეზიელ პაპუასებში ასეთი რამ ვერ აღმოაჩინა. მარგარეტ მიდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამოაზე თაობათა კონფლიქტის პრობლემა საერთოდ არ არსებობდა და მოზარდების სოციალიზაციის პროცესი სირთულეების გარეშე მიმდინარეობდა.

თავის ნაშრომშიComing of Age in Samoaმარგარეტმა კულტურის გადაცემის სამი ტიპი გამოყო.

პირველია პოსტფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები წინაპრებისგან სწავლობენ.

მეორეა კონფიგურაციული ტიპი, სადაც ბავშვები თანატოლებისაგან სწავლობენ.

მესამეა პრეფიგურაციული ტიპი, სადაც მოზრდილები სწავლობენ ახალგაზრდებისაგან.

პრეფიგურაციული კულტურები მეოცე საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და ემყარება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს. მსგავსი კულტურა წარმოადგენს თაობათა შორის სოციალური ურთიერთობის ახალ ფორმას, როდესაც უფროსი თაობის ცხოვრების სტილი აღარ არის წნეხი ახალგაზრდობისთვის. ცოდნის განახლების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ შესაძლოა ახალმა თაობამ უფრო მეტი იცოდეს. თაობათა შორის კონფლიქტი მწვავდება და ახალგაზრდული სუბკულტურები შესაძლოა კონტრკულტურად გადაიქცეს.

 

დაბოლოს, რამდენიმესაინტერესოლინკი:

 

მარკ პრენსკის ნაშრომები:

https://www.marcprensky.com/writing/

მარგარეტ მიდის შესახებ:

https://www.loc.gov/exhibits/mead/oneworld-comment.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი