თანამედროვე განათლებაში სულ უფრო მეტად მატულობს ინტეგრირებული სწავლის მნიშვნელობა, რაც სხვადასხვა საგნის – მათ შორის ტექნოლოგიების, ისტორიისა და გეოგრაფიის – შერწყმით მოსწავლეთა აზროვნებას მრავალმხრივად ავითარებს.
ამ მიდგომით განხორციელდა V-VI კლასის მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტი „ხაზზე მავალი რობოტი“, რომლის მიზანი იყო ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოს ისტორიული სივრცის გაცოცხლება.
პროექტის მიზანი
პროექტი მიზნად ისახავდა:
- მოსწავლეებში STEM უნარების განვითარებას;
- პროგრამირებისა და რობოტიკის სწავლას პრაქტიკული გზით;
- ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობიერების ამაღლებას ტექნოლოგიური საშუალებებით;
- გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას.
განხორციელების პროცესი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა:
- შეისწავლეს რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლები (მათ შორის გამოიყენეს Scratch/MakeCode).
- ააწყვეს ხაზზე მავალი რობოტი, რომელსაც შეეძლო რუკაზე მითითებული გზის მიყოლა.
- საკუთარი ხელით შექმნეს ისტორიული რუკები და მარშრუტები.
- ერთ-ერთ მთავარ რუკად შეირჩა ტაო-კლარჯეთის რუკა – ის ისტორიული ტერიტორია, რომელიც ქართველებისთვის კულტურულად და სულიერად უმნიშვნელოვანესია.
- რობოტი მოძრაობდა ტაო-კლარჯეთის რუკაზე და გადიოდა ისეთ ქალაქებზე, როგორებიცაა არტანუჯი, ოშკი, ხახული … – თითოეულ წერტილთან ახლდა განმარტება და მოსწავლის მიერ შედგენილი ხმოვანი ინფორმაცია.
ტაო-კლარჯეთი პროექტში – ტაო-კლარჯეთის რუკის ინტეგრირება პროექტში (პედაგოგი მ.ფირჩხაძე) შემთხვევითი არ ყოფილა – მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს ის, როგორც:
- ქართული კულტურის ერთ-ერთი მეხსიერების კერა;
- ადგილი, სადაც გაერთიანდა სულიერება, მეცნიერება, ხელოვნება და განათლება;
- ისტორიული სივრცე, რომელიც მოითხოვს შესწავლას, დაფასებას და თანამედროვეობისათვის გაცოცხლებას.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოძებნეს ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე ინფორმაცია და თითოეულ მონაკვეთზე დაამაგრეს QR კოდები, რომლებიც ტექსტურ ან აუდიოფაილებზე გადაჰყავდა დამთვალიერებელს.
შედეგები
პროექტმა ხელი შეუწყო:
- მოსწავლეთა პროგრამირების, კონსტრუირებისა და სივრცითი აზროვნების განვითარებას;
- ისტორიული ცნობიერების გაღრმავებას;
- გუნდური და ინტერდისციპლინარული მუშაობის პოპულარიზაციას;
- მოტივაციის და თვითგამოხატვის მაღალი დონის გამოვლენას.
„ხაზზე მავალი რობოტი“ არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი – ის იყო ცოცხალი გაკვეთილი ისტორიაზე, მემკვიდრეობაზე, თვითიდენტობასა და მომავალზე.
ტაო-კლარჯეთის რუკის გამოყენებამ პროექტს ღრმა კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსი შესძინა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტექნოლოგია შეიძლება იქცეს ხიდად წარსულსა და მომავალს შორის – მაშინ, როცა მის უკან ბავშვების შემოქმედება, შრომა და ინტერესია.