ამას წინათ სკოლის მეგობარს შევხვდი. მასაც ჩემი შვილის ასაკის შვილი ჰყავს, ანუ თინეიჯერი – 14 წლის. მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი, კლასელების ამბები, მშობლების ჯანმრთელობა, შვილებსაც მივადექით:
– არის რა, ისევე როგორც მისი ასაკის ყველა ბავშვს, მეცადინეობა აღარ უნდა, – მითხრა თავისი და, უნდა ვაღიარო, ჩემი გულისტკივილიც. ჩემთანაც ასევეა: 13 წლის გახდა თუ არა, მეცადინეობა მისთვის საძულველ რუტინად იქცა, მე კი – ვიღაც საშინელ ოჯახის წევრად, რომელიც სწავლას აიძულებს.
თინეიჯერობა ჰორმონულ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებთან ერთად აკადემიური წესრიგის ცვლილებაცაა. სწავლების საბაზო და მაღალი საფეხურის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ სწავლის მოტივაცია თანდათან იკლებს და მეცადინეობაც უფრო და უფრო რთულდება.
რა თქმა უნდა, არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც ყველა ასაკში იდეალური სასწავლო უნარები, პასუხისმგებლობა და მოტივაცია აქვთ. მათ მშობლებსა და მასწავლებლებს გაუმართლათ, ეს სტატია მათთვის არ არის.
მოკლედ, მოტივაცია იკლებს, პასუხისმგებლობა კი ჯერ არ არის სათანადო სიმაღლეზე, შედეგად კი შეუსრულებელ დავალებებსა და გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებას ვიღებთ.
მთავარი ამ ასაკში დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევაა, რომელიც დაწყებითი კლასების მთავარი ნაყოფი, შედეგი თუ უნარია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ჩვევა სათანადოდ ვერ განვითარდა? ყველა ჩვენგანი ხანდახან მაინც ხომ ყოფილა მშობელი, რომელიც შვილს გვერდით უზის და მეცადინეობაში ეხმარება. ზოგჯერ უამისოდ უბრალოდ შეუძლებელია.
დამოუკიდებლად მეცადინეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც მოსწავლეს სკოლის გარეთაც მიჰყვება — უნივერსიტეტში, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. თუმცა მოზარდისთვის მისი ათვისება ადვილი არ არის: ის მოითხოვს მოტივაციას, დროის მართვას, თვითორგანიზებასა და პასუხისმგებლობას. მოზარდისთვის ამ უნარის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მასწავლებლებსა და მშობლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენი დახმარება იყოს თანადგომა და არა ზედამხედველობა.
კვლევებით დადგენილია, რომ წარმატებული მოსწავლეები თავად ადგენენ მიზნებს, გეგმავენ სწავლის პროცესს, იყენებენ სტრატეგიებს და ახდენენ თვითშეფასებას. ანუ დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევა, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული წარმატებასთან. ეს მნიშვნელოვანი მოდულია, რომლის განვითარება სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
როგორ დავეხმაროთ მოზარდს სრულყოფილი და ორგანიზებული დამოუკიდებელი სწავლის პროცესის განვითარებაში?
- სწავლის რუტინა
მოზარდს სჭირდება სტაბილური გარემო, რომელშიც სწავლა მისი ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცევა:
ა. დრო – ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გამოვყოფთ სამეცადინოდ.
ბ. ფიზიკური სივრცე – მშვიდი, მოწესრიგებული ადგილი განათებით, ნივთებით, რომლებიც ყურადღებას არ უფანტავს.
- მიზნების დასახვა
სწავლა გაცილებით ეფექტურია, როდესაც დავალებები კონკრეტულ, მიზნობრივად შესასრულებელ ამოცანებად არის დახარისხებული. მნიშვნელოვანია, ეს ამოცანები სწორად იყოს დალაგებული – მარტივიდან რთულისკენ.
- ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმა
დაეხმარეთ მოზარდს კვირის გეგმის შედგენაში. თავდაპირველად ერთად შეადგინეთ, მერე დამოუკიდებლად შეადგენს.
- ბალანსი
ზედმეტი კონტროლი ამცირებს მოზარდის მოტივაციას და ზრდის დაძაბულობას. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ავტონომიის განცდა ზრდის მოტივაციას, ინტერესსა და პასუხისმგებლობას.
- მასწავლებლობანა
ყველაზე უკეთ ვიცით ის, რისი სხვებისთვის ახსნაც შეგვიძლია, ამიტომ მეგობრებისა და კლასელების ჯგუფური მუშაობა ან შთაბეჭდილებისა და ცოდნის ოჯახის წევრებისთვის გაზიარება უფრო მეტად განამტკიცებს მოზარდის ცოდნას.
- გადატვირთულობა
შეამოწმეთ, რეალისტურია თუ არა გეგმა, გამოძებნეთ სასწავლო გრაფიკში თავისუფალი დრო, რომ მოზარდმა ამოისუნთოს. რაც მთავარია, არ გამოიყენოთ სწავლა დასჯის ფორმად.
- გამეორება
პერიოდული გადახედვა განამტკიცებს ცოდნას და ააქტიურებს ინფორმაციას. გამეორების დღეების გრაფიკი შეგიძლიათ ცვალოთ.
წარმოგიდგენთ ერთი კვირის გეგმას დამოუკიდებლად მეცადინეობის უნარის გასავითარებლად. ეს ცხრილი მოსწავლეს მისცემს საშუალებას, თავად გაანაწილოს სამუშაო, დრო, შესასრულებელი ამოცანების თანმიმდევრობა და არაფერი გამორჩეს.
ორშაბათი | სამშაბათი | ოთხშაბათი | ხუთშაბათი | პარასკევი | შაბათი | კვირა | |
გაკვეთილების ცხრილი
1. 2 3 4 5 6 7
|
გაკვეთილების ცხრილი
1. 2 3 4 5 6 7 |
გაკვეთილების ცხრილი
1. 2 3 4 5 6 7 |
გაკვეთილების ცხრილი
1. 2 3 4 5 6 7 |
გაკვეთილების ცხრილი
1. 2 3 4 5 6 7 |
|||
წერითი დავალება
|
წერითი დავალება | წერითი დავალება | წერითი დავალება | წერითი დავალება | წერითი დავალება | ||
ზეპირი დავალება
|
ზეპირი დავალება | ზეპირი დავალება | ზეპირი დავალება | ზეპირი დავალება | ზეპირი დავალება | ||
ყველაზე რთული დავალება
|
ყველაზე რთული დავალება | ყველაზე რთული დავალება | ყველაზე რთული დავალება | ყველაზე რთული დავალება | ყველაზე რთული დავალება | ||
ყველაზე მარტივი დავალება
|
ყველაზე მარტივი დავალება | ყველაზე მარტივი დავალება | ყველაზე მარტივი დავალება | ყველაზე მარტივი დავალება | ყველაზე მარტივი დავალება | ||
დრო გამეორებისათვის | დრო გამეორებისათვის | დრო გამეორებისათვის | დრო გამეორებისათვის | დრო გამეორებისათვის | დრო გამეორებისათვის | ||
დამატებითი მასალა
|
დამატებითი მასალა
|
დამატებითი მასალა
|
დამატებითი მასალა
|
დამატებითი მასალა
|
დამატებითი მასალა
|
||
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|
თვითშეფასება:
რა გამირთულდა რა გამიადვილა რა მოვასწარი რა ვერ მოვასწარი
|