შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აი-გერლ ტანი – სწავლისა და სწავლების შემოქმედებითი აქტივობები

მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწავლების შემოქმედებითი აქტივობები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვისათვის საჭირო ეფექტური და მნიშვნელოვანი ხერხებია. შემოქმედებითი აქტივობები მოიცავს: თამაშებს, როლების გათამაშებას, გამოცანებს, კითხვასა და წერას, გონებრივ იერიშს, გონებრივი რუკების შედგენას და სხვა.

 

მუსიკა, თამაში, სიმღერა, ხატვა და თვალსაჩინოებები წარმოადგენს საკ­მაოდ მოქნილ საშუალებებს, რომლებიც ბავშვებს ეხმარება სამყაროს აღქმასა და შესწავლაში.

სწავლების ამგვარი მიდგომის მთა­­ვარი არსი გახლავთ ის, რომ, სიმ­­-ღერისა და სხვა აქტივობების თანხ­­ლებით, სწავლის პროცესი გაცილე­ბით მარტივია. გარდა ამისა, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ახალი უნარების განვი­თა­რებას, სტრესისა და დაძაბუ­ლო­ბის მოხს­­ნას, მაქსიმალურ კონცენტრაციას საგაკვეთილო პროცესზე და სწავლის პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის.

თამაში

თამაში განიხილება, როგორც დინა­­-მიური და კვლევის ელემენტების შემცველი ქცევა, რომელიც, ასევე, მოიცავს გართობას. მისი საშუალე­ბით, ბავშვები ჩართულნი არიან ერთგვარ კვლევის პროცესსა და სხვა თანატოლებთან ურთიერ­თო­ბაში. აშკარაა, რომ, თამაშის საშუ­­ალებით, ბავშვი აღიქვამს და სწავ­­ლობს მის ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებს. ჯგუფური თამაში კი ხელს უწყობს სოციალუ­რი უნარების განვითარებას. თა­­მაშის დროს, ბავშვები, ასევე, სწავ­­ლო­­ბენ ფსიქოსოციალურ ცნებებს, როგო­რიცაა: თანამშრომლობა, ყუ­­რად­­ღე­­ბით მოსმენა და კონკურენ­ტულო­ბა.

განათლების სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ თამაშის პრო­­ცესს. თამაში მოსწავლეს უფრო თავდაჯერებულსა და მოტივირე­ბულს ხდის საიმისოდ, რომ აქტიურად ჩაებას სწავლის პროცესში.

საბავ­­შო ბაღებსა და დაწყებით კლა­სებში მასწავლებლებს შეუძ­ლი­ათ, საკ­­ლასო ოთახში გამოყონ სპეცია­ლური ადგილები ან სასწავლო კუთხეები, სადაც სხვადასხვა სახის თამაში, კითხვარები და თვალსა­ჩი­ნოებები განთავსდება.

სწავლის კუთხეები

მსგავსი კუთხეების არსებობა საკ­­ლასო ოთახში ხელს უწყობს ახალი მასალის ათვისებას. მაგალითად: თემატურად, მასწავლებელმა საკლა­­სო ოთახში შეიძლება მოაწყოს სამ­­ზარეულო, სამკითხველო, სამუშაო კუთხე და სხვა.

თვალსაჩინოებები

თვალსაჩინოება შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, რომელიც ბავშვს დაეხმარება ამა თუ იმ ცნების გაგებაში. მაგალითად, საათი არის თვალსაჩინოება, რომლის საშუა­ლე­­ბი­თაც ბავშვი იწყებს დროის აღქმას. მას შეუძლია, საკუთარი ხელით გადა­აად­გილოს საათის ისრები და თვითონ დააფიქსიროს დროის ცვლილება.

მათემატიკის გაკვეთილზე, როდე­საც მასწავლებელი წონის ერთეულებს განიხილავს, სასწორი არის თვალ­საჩინოება. ის ათავსებს ფანქარს სასწორზე და მოსწავლეებს ურჩევს, დააკვირდნენ სასწორის ისრის მოძრაობას. შემდეგ ფანქარს სხვა საგნით ჩაანაცვლებს და მოსწავ­ლე­ები იწერენ თითოეული საგნის წონას. ამ მონაცემებს კი იყენებენ წონის ერთეულების შესწავლის დროს.

შემოქმედებითი დრამა და როლების გათამაშება

პიესების სასწავლო აქტივობად გამოყენება მოსწავლეებს საშუა­ლე­­ბას აძლევს, გამოხატონ თავიანთი გრძნობები და განცდები როლების გათამაშების დროს, რაც ხელს უწყობს კითხვის, მოსმენის, წერის, მეტყველებისა და ფიქრის უნარების განვითარებას. ასეთ შემთხვევებში ისინი გაცილებით თავდაჯერე­ბუ­ლე­ბი ხდებიან. აღნიშნული აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია უცხო ენის გაკვეთილზე.

მოსწავლეებს თავიანთი როლების შესრულების დროს ახასიათებთ იგი­ვე ქცევა, რაც რეალურ პერსო­ნა­ჟებს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, გამოცდილების საშუალე­ბით ისწავ­ლონ ახალი ცნებები. იმისათვის რომ ეს მეთოდი ეფექ­ტუ­რი იყოს, აუცილებელია, მასწავ­ლე­ბელმა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:

გამოიყენოს მოსწავლისათვის ნაცნობი სასწავლო მასალები;

გამოიყენოს საინტერესო და თვალისმომჭრელი პლაკატები, ჟურნალები და წიგნები;

გამოიყენოს ადვილად აღსაქ­მე­ლი და მარტივი თვალსაჩინოე­ბები;

ჩართოს მოსწავლეები მოსამ­ზა­დებელ პროცესში. ამ შემთხვე­ვა­ში ისინი უფრო მეტი პასუხის­მგებლობით მოეკიდებიან სასწავლო პროცესს;

მისცეს სრული თავისუფლება მოსწავლეებს და ჩაერთოს მხო­­ლოდ აუცილებლობის შემთხვე­ვაში, რადგან ამ პროცესში მას­­წავლებლის ხშირმა ჩართვამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლის შემოქმედებითი უნარების გამომჟღავნებას.

დიდი წიგნების კითხვა

აღნიშნული აქტივობა აქტიურად გამოიყენება ენის შესწავლის პრო­­ცესში. დიდი წიგნების კითხვის დროს ბავშვები სხედან მასწავლებ­ლის ირგვლივ. მასწავლებელი კითხულობს ტექსტს და განმარტავს უცხო სიტყვებსა და ფრაზებს. ზოგჯერ ბავშვები შინაარსიდან გამომდინარე ხვდებიან უცხო სიტყვების მნიშვნელობებს. მასწავლებელმა, შესაძლოა, შეწყ­ვი­­ტოს კითხვა და სთხოვოს მოსწავ­ლეებს, გამოიცნონ მოთხრობის სავარაუდო დასასრული.

ლექსიკის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის ტექსტების მონაცვლეობით კითხვა: მხატვრული, სამეცნიერო, დოკუ­მენ­ტური, ბიოგრაფიული და სხვა. არსებობს ლექსიკის განვითარების სხვა საშუალებებიც: კროსვორ­დე­ბი, ასაწყობი სიტყვები, ვიზუალური მასალები.


გონებრივი იერიში

გონებრივი იერიშის გამოყენება ერთ-ერთი სუკეთესო საშუალებაა მოს­­-წავლეთა საგაკვეთილო პრო­ცეს­ში ჩართულობისათვის. ის ხელს უწყობს ახალი და ინოვაციური იდე­­­ების გა­­ჩენას. გონებრივი იერიშის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი აზრის მოგროვება. ის მოს­წავლეებს საშუა­­ლებას აძლევს, თა­­ვისუფლად გამო­­ხატონ თავიანთი იდეები და ახდენს მათი ფიქრის პროცესის სტიმული­რებას. გონებ­რივი იერიში შეიძ­ლე­ბა ჩატარდეს 5-12 კაცისაგან შემდგარ ჯგუფში და გაგრძელდეს, დაახ­ლო­ებით, 20 წუთი. პირველ ეტაპზე მასწავლე­ბელი დაფაზე წერს ყველა წარმოთ­­ქმულ იდეასა და ინფორ­მა­ციას, ხოლო მეორე ეტაპზე ხდება ამ აზ­­რების კლასიფიკაცია და ორგანი­ზება. გონებრივი იერიშის დროს და­­უშვებელია დისკუსია, ერთმანეთის აზრების განხილვა და გაკრიტიკება.

გონებრივი იერიშის ტექნიკას შეიძ­­ლება ჯგუფებში მუშაობის დროსაც მივმართოთ. მოსწავლეები დაყავით რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფში გამოყავით ლიდერი, რო­­მელიც გონებრივი იერიშის დროს წარმოთქმულ აზრებს ჩაწერს.

აუცილებელია გონებრივი იერიშის ძირითადი წესების დაცვა:

ყველა იდეა არის კარგი იდეა;

ჩაინიშნეთ ყველა აზრი;

მოერიდეთ შეფასებებს;

მოერიდეთ უარყოფით კომენტარებს;

ყველა მოსწავლის ჩართულობა სავალდებულოა.

გონებრივი იერიში არის ვერბა­ლუ­რი ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართვას საგაკვე­თი­ლო პროცესში, მაგრამ ის შეიძლება ნაკ­­ლებად ეფექტური აღმოჩნდეს შედა­­რებით წყნარი და პასიური მოსწავ­ლეებისათვის, რომლებიც უპირა­ტე­სობას ანიჭებენ თავიანთი აზრე­­ბის წერილობითი ფორმით გამოხატ­­­ვას. ასეთ შემთხვევაში, მასწავლე­ბელს შეუძლია მიმართოს გონებ­რი­ვი იერიშის წერილობით ფორმას. მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ გონებრივი იერიშის ვარიანტებს. ორივე მათგანის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე გამოთქვამს აზრს და ისინი წერილობით ფიქსირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი