პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა სემესტრის ბოლო დგება

ოთხი ნაბიჯი დასრულებისაკენ წარმატებული კურსის განსასაზღვრად.

თქვენ დაღლილი ხართ. დაღლილი სწავლებისგან, ქაღალდებისგან, პრეზენტაციებისგან, ტესტებისა და პროექტებისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ დაგისრულებიათ. სემესტრის დასასრულს დაძაბულობა მატულობს. შეძლებთ თქვენი ორგანიზებულობის და  მდგრადობის შენარჩუნებას ყველაფრის გასაკეთებლად და თან სიმშვიდის შესანარჩუნებლად?

ამჟამად, თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება სამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან უნარზე: მიზანზე ორიენტირებული შეუპოვრობა, დროის მართვა და ორგანიზებულობა. შესაძლოა ეს არაპროდუქტიულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროის გამოყოფა იმის გასაანალიზებლად, რა გაქვთ გასაკეთებელი, როდის უნდა იმუშაოთ და როგორ მიუდგეთ საბოლოო შეფასებებსა და გამოცდებს, შესამჩნევად შეცვლის თქვენს სწავლებას. იმის ნაცვლად, რომ საშინაო დავალებებისა და მზადების ევერესტის წინაშე წარმოიდგინოთ თავი, თქვენ უფრო იოლი, ბორცვებიანი ადგილის მოძებნას შეძლებთ.

მოდით, განვიხილოთ თქვენი კურსი მომდევნო კვირებისთვის. ამისთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა ფერის მარკერი, ამ თვის ქაღალდის კალენდარი და თქვენი სილაბუსი.

  1. დასახეთ მიზნები. ერთი წუთით დაფიქრდით თქვენი ამ სემესტრის მრავალრიცხოვან პირად და აკადემიურ მიზნებზე. დააყენეთ შეხსენება თქვენს მობილურ ტელეფონზე, რომ შეგახსენოთ ყოველივე ამის შესახებ ან დაუტოვეთ საკუთარ თავს ხელნაწერი შეტყობინებები გამოსაჩენ ადგილებში, მაგალითად, თქვენს კომპიუტერთან ან საწოლთან. ქაღალდის კალენდარში ერთი ფერის მარკერით ჩამოწერეთ თქვენი შესასრულებელი საქმეების საბოლოო ვადები, ტესტების, ქაღალდების, პროექტების და პრეზენტაციების ჩათვლით. შემდეგ გამოიყენთ სხვა ფერის მარკერი კლასის დარჩენილი შეხვედრების აღსანიშნად. დაბოლოს, მესამე ფერით ჩანიშნეთ ჭამის, ვარჯიშის/სპორტის და სოციალური ურთიერთობებისთვის განკუთვნილი დრო. ახლა, თქვენ ხედავთ რა დრო გაქვთ სამუშაოდ.
  2. დაყავით დავალებები! დაყავით თქვენი საქმე ნაწილებად: მომზადება, კვლევა, მონახაზი, შესწავლა, წერა და ა.შ. გააკეთეთ სია ან მონახაზი ყველა დავალებისთვის საბოლოო თარიღის მითითებით. გაითვალისწინეთ საკითხის პრიორიტეტულობა (რა გააკეთოთ პირველ რიგში, მეორე რიგში…), დასახული ამოცანისთვის საჭირო ძალისხმევა და სხვა ადამიანების დახმარების შესაძლო საჭიროება.
  3. გამოიყენეთ უკუდაგეგმვა. იფიქრეთ რეალისტურად, რამდენი დრო დაგჭირდებათ თითოეული ამოცანის შესასრულებლად. დაიწყეთ ფინალური თარიღიდან და, ზემოხსენებული დავალებების დაყოფის მიხედვით, „უკან მოჰყევით”. გამოყავით დროის კონკრეტული რაოდენობა კონკრეტული სამუშაოსათვის. დაგეგმეთ, როდის, სად და როგორ ისწავლით. მეგობრებთან ერთად უკეთ მუშაობთ? მისწერეთ ამის შესახებ საკუთარ თავს, რომ დაუკავშირდეთ ხალხს.
  4. თქვენი მასალების ორგანიზება. შექმენით საქაღალდეები თქვენს კომპიუტერში თითოეული კლასისთვის თქვენთვის საჭირო მასალებით. თუკი ქაღალდის საქაღალდეები გირჩევნიათ, არა უშავს, მაგრამ განაცალკევეთ კლასები, რათა ერთი დიდი გროვა არ მიიღოთ. შექმენით თქვენს კართან ერთგვარი „ასაფრენი ბილიკი” მომდევნო დღის საშუალებებისათვის. ღამით აქ დადეთ თქვენი გასაღები, საფულე, ტელეფონი, რათა დილით მათ ძებნაზე დრო არ დაკარგოთ, რაც კიდევ უფრო მოგიმატებთ სტრესს.

თუ ამ ყველაფრის მარტო კეთება გაშფოთებთ, მიმართეთ თქვენი სკოლის ხელმძღვანელობას.  დასახულ მიზნებს რომ მიაღწიოთ, მიიღეთ დახმარება ახლავე.

დაბოლოს, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. ყოველდღიურად მიეცით თქვენს ტვინს საქმისგან შესვენების დრო. წაახალისეთ და დააჯილდოვეთ ის ძალისხმევისთვის. წაიხემსეთ  მეგობართან ერთად, ირბინეთ, დაისვენეთ მას შემდეგ, რაც საქმის სოლიდურ ნაწილს შეასრულებთ. გააკეთეთ „უნდა“, „მინდას“ წინ და თქვენ დაიმსახურებთ წარმატებას.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/your-way-adhd/201912/finishing-your-semester-strong

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი