ბლუმის ტაქსონომიიდან სოლო ტაქსონომიამდე

ბლუმის ტაქსონომია სასარგებლოა იმ მხრივ, რომ მან გააფართოვა სწავლის მნიშვნელობა უბრალო დამახსოვრებიდან მოვლენის ანალიზამდე და შეფასებამდე. ეს ექვს საფეხურიანი პირამიდა წარმატებით გამოიყენება დღემდე გაკვეთილების დაგეგმვის დროს, შეკითხვების დასმის პროცესში. ბლუმის ტაქსონომიის  შეფასების შემდეგ  1982 წელს  ჯონ ბიგსმა ჩამოაყალიბა, ე.წ.  SOLO (Structure of Observed Learning Outcone) ტაქსონომია (სწავლების შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა). სოლო ტაქსონომია მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის სწავლის პროცესის შესწავლაში.

სოლო ტაქსონომია მოიცავს ხუთ დონეს:

I . პრესტრუქტურული დონე – მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს საკითხს, იყენებს შეუსაბამო ინფორმაციას; ( მოსწავლეს არ აქვს იდეა).

  1. უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ მარტივი, ზედაპირული კავშირების დამყარება, ტერმინოლოგიას იყენებს, შეუძლია ტერმინის გახსენება, მარტივი ინსტრუქციის / ალგორითმის შესრულება; თავისი სიტყვებით გადმოცემა; დასახელება, ჩამოთვლა, იდენტიფიცირება; ( მოსწავლეს აქვს ერთი იდეა).

III. მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, ამ დროს ვერ ამყარებს მათ შორის მიმართებებს, შეუძლია აღწერა, ჩამოთვლა, კლასიფიკაცია, პროცედურების შესრულება; ( მოსწავლეს  აქვს ბევრი  იდეა, თუმცა ვერ აკავშირებს ერთმანეთთან).

  1. მიმართებითი დონე – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის. ნაწილებისგან ქმნის მთლიანს; შეუძლია შედარება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება; (მოსწავლე ამყარებს კავშირს რამდენიმე იდეას შორის).
  2. გაფართოებული აბსტრაქტული დონე – მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურის წარმოდგენა აბსტრაქტულად, მისი აღქმა და სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, იდეების ტრანსფერი სხვა სიტუაციაში, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, არგუმენტის მოტანა; (მოსწავლეს შეუძლია იდეების ინტეგრირება).

ბლუმის და სოლო ტაქსონომიის შედარება

ბლუმის ტაქსონომია სოლო ტაქსონომია
დასმული კითხვა და პასუხი ერთი დონის შესაბამისია; კითხვა და პასუხი შესაძლებელია სხვადასხვა დონეს შეესაბამებოდეს;
ცოდნა გამიჯნულია ინტელექტუალური პროცესისგან; სოლო ტაქსონომია დაფუძნებულია გაგების პროცესზე;
მოსწავლე თანდათან მიიწევს  პირამიდის მწვერვალისკენ; მოსწავლე შესაძლებელია სხვა საფეხურზე გადავიდეს ქვედა საფეხურების გამოტოვებით;
ეს არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა მარტივიდან რთულისკენ, მათი ემოციური, ფსიქომოტორული და შემეცნებითი მიმართულებით. ეს არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა  სწავლის პროცესში მარტივიდან რთულისკენ.

 

 

ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობა სოლო ტაქსონომიასთან

ცხრილში მოცემულია მოსწავლის პასუხები და  ქმედებები ორ განსხვავებულ სიტუაციაში:

საკითხის მიმართება დონეებთან რატომ ბნელა ღამით? ააწყვე აპლიკაცია ფერადი სხვადასხვა ფორმის და ფერის ფიგურების გამოყენებით
პრესტრუქტურული დონე  იმიტომ რომ ღამეა;

 

ვერცერთ დეტალს ვერ იყენებს;
უნისტრუქტურული დონე

 

იმიტომ რომ მზე ჩავიდა; ფიგურებს აჯგუფებს  ერთი ნიშნის  (ფერის ან ფორმის)  მიხედვით;
მულტისტრუქტურული დონე იმიტომ, რომ მზე და დედამიწა მოძრაობენ ერთმანეთის ირგვლივ;

 

მოსწავლე აკავშირებს ერთმანეთთან კარს და ფანჯრებს;
მიმართებითი დონე მზის ბრუნვის გამო 12 საათი სიბნელეა და 12 საათი სინათლე; მოსწავლე აწყობს სახლს;
 

გაფართოებული აბსტრაქტული დონე

დედამიწას აქვს სფეროს ფორმა და ბრუნავს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო, ამიტომ მისი ერთი ნახევარი მზისკენ არის და განათებულია, მეორე ნახევარი –  არა, ამიტომ სიბნელეა. მოსწავლე აწყობს ქალაქს.

 

თუ სოლო ტაქსონომიას დავაკავშირებთ შეფასებასთან დონეები ასე გამოიყურება:

პრესტრუქტურული დონე – ,,არა“ დამაკმაყოფილებელი;

უნისტრუქტურული დონე – ,,ძლივს“ დამაკმაყოფილებელი;

მულტისტრუქტურული დონე – ,,ზომიერად“ დამაკმაყოფილებელი;

მიმართებითი დონე – ,,ძალიან“ დამაკმაყოფილებელი;

გაფართოებული აბსტრაქტული დონე – ყველაზე სასურველი;

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. What ‘s Our Best Taxonomy? Bloom ‘ s or SOLO? – Peter DeWitt, 2014 . 18.02
  2. Alternative to Bloom: Structure of Observed Learning Outcome (SOLO) Taxonomy.

http://www.nwlink.com/~donclark/hrd/Bloom/SOLO_taxonomy.html

  1. https://www.bing.com/videos/search?q=solo+taxonomy&qpvt=solo+taxonomy&view=detail&mid=E20189BB651E0643BD2FE20189BB651E0643BD2F&&FORM=VRDGAR
  2. https://www.bing.com/videos/search?q=solo+taxonomy&qpvt=solo+taxonomy&view=detail&mid=AF639E58AC781D79AD36AF639E58AC781D79AD36&&FORM=VRDGAR

 

 

 

 

კომენტარები

comments