კრიტიკული აზროვნების განვითარების ზოგიერთი ტექნოლოგია და სტრატეგია

სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების განვითარების კვალდაკვალ ინტელექტუალური შრომა განიხილება როგორც ოსტატობა, გამოავლინო, დააკვირდე, განასხვაო, კლასიფიცირება გაუკეთო, შეაფასო, კრიტიკულად გააანალიზო, შეძლო მოდელირება, გამოიტანო დასკვნა, მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება. ცხადია, ამ უნარების ფორმირება სკოლაში ხდება და ამას ხელს უნდა უწყობდეს სხვადასხვა სასწავლო ტექნოლოგიის გამოყენება, გაკვეთილის ტრადიციულ ფორმებთან მათი შერწყმა.

ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიები, რადგან კრიტიკული აზროვნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს ინფორმაციის გაანალიზებას, კითხვების დასმას და მიღებული შედეგების სტანდარტულ თუ არასტანდარტულ სიტუაციებში გამოყენებას. ვინაიდან კრიტიკული აზროვნება ნეგატიურ განხილვას ან უსაფუძვლო კრიტიკას კი არა, ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომებს გულისხმობს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისთვის ინფორმაციის გაგება ძირითადად საყრდენ წერტილს წარმოადგენს და არა სწავლების დამამთავრებელ ეტაპს.

ეს პროცესი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მისი სააზროვნო პროცესები ტექსტის გაცნობისთანავე „ჩაირთოს”, ამიტომ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს გაკვეთილის დასაწყისშივე ისეთ აქტივობათა გამოყენება, რომლებიც აქტიური გონებრივი მუშაობისკენ უბიძგებს მოსწავლეს.

ვრცლად

კომენტარები

comments