პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რამდენიმე პოპულარული აქტივობა, მასწავლებლისთვის

„ერთი მთლიანი საინტერესო ამბავი“

ყველა მასწავლებელს მიუღია „კომპლიმენტი“ (თქვენ წარმოიდგინეთ მარტო არ გვლანძღავენ, მადლობასაც გვიხდიან). ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო შემდეგი მესიჯი იყო სოციალურ ქსელში:

  • „თქვენი (შენი) მეთოდების წყალობით გეოგრაფია ნინისთვის ტვირთი და სავალდებულო სასკოლო საგანი არაა… მისთვის ეს ერთი მთლიანი საინტერესო ამბავია, მადლობა“ – ეს ერთმა მშობელმა მომწერა. მადლობა, რომ გადავუხადე, მითხრა, რომ ეს მისი ნინის სიტყვებია.

არადა, თითქოს ახალი არაფერი გამიკეთებია. ვმუშაობთ, ვკამათობთ, ვადგენთ სქემებს, ერთმანეთს ვაფასებთ… მაინც რა არის „ერთი საინტერესო ამბავი“? ამას აუცილებლად გავარკვევ შემდეგ სასწავლო წელს.

ახლა კი ვფიქრობ, თუ რა უნდა გავაკეთო, რომ ეს „ერთი მთლიანი საინტერესო ამბავი“ არ დასრულდეს? რომ გითხრათ, ვიცი-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ერთი კი ცხადია, რომ ახალი თავსატეხი გამიჩინა პატარა გოგომ, რომლისთვისაც გეოგრაფიის გაკვეთილი ამბავია, რომლის დასრულებაც არ უნდა, არც მე მინდა… როგორ გავაგრძელო, რომ ეს ამბავი კარგად დასრულდეს?

ახლა კი რეფლექსიისთვის მინდა, შემოგთავაზოთ ყველაზე პოპულარული რამდენიმე აქტივობა, რომლებიც არ საჭიროებს მასწავლებლის ხანგრძლივ მომზადებას. ყველა ეს ტექნიკა შეიცავს თამაშის ელემენტს, ამიტომაც უყვართ მოსწავლეებს. იქნებ ეს აქტივობები გამოგვადგეს, რომ გეოგრაფიის გაკვეთილები (არამარტო) საინტერესო ამბად ვაქციოთ?

ანბანი – მასწავლებელი ასახელებს ერთ ასოს  და მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ  გაკვეთილის თემის  შესაბამისი სიტყვები. აუცილებელია გარკვეული დროის განმავლობაში ჯგუფებმა რაც შეიძლება მეტი სიტყვა დაწერონ დასახელებულ ასოზე. თითოეული გუნდი ასაბუთებს თავის სიას, აჩვენებს სიტყვების კავშირს თემასთან; გამარჯვებული არის ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვა აქვს დაწერილი.

პრესა, პროფესიონალიზმი, პროპაგანდა, პოპულიზმი,  კანონი, პროგრამა, პლატფორმა, პრინციპები, პრემიერ-მინისტრი,  პოლიტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, პრეზიდენტი, პარლამენტი, პარტია,  პლურალიზმი და ა.შ.

ამ მეთოდის განსხვავებული ვარიანტი იქნება, თუ მასწავლებელი შესთავაზებს ტერმინებს ანბანის ნებისმიერ ასოზე, მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ თემის შესაბამისი ტერმინები და განმარტონ.

რეფლექსიისა და საერთოდ გაკვეთილის ნებისმიერი ეტაპი, საგნობრივი ცოდნისა და უნარების გარდა, კომუნიკაციის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის განვითარება-გამოხატვისთვის უნდა გამოვიყენოთ. „მადლობა“ სწორედ რომ სიყვარულის „სწავლისთვის“ გამოდგება.

მადლობა … – გაკვეთილის დასასრულ მასწავლებელი სთავაზობს თითოეულ მოსწავლეს, აირჩიოს მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელსაც სურს “მადლობა გადაუხადოს” მას თანამშრომლობისთვის და განმარტოს, ზუსტად რაში გამოვლინდა თანამშრომლობა. მასწავლებელი უნდა გამოირიცხოს. მასწავლებლის მადლიერება საბოლოოა. ამავე დროს, ის ირჩევს მათ, ვისაც ყველაზე ნაკლები კომპლიმენტი აქვს, ცდილობენ იპოვონ მონაწილეთათვის მადლის გადასახდელად დამადასტურებელი სიტყვები.

აირჩიე განაჩენი – რეფლექსიის ეს ტექნიკა ეკონომიურია დროის ორგანიზების თვალსაზრისით, ის მიაქვს 1-დან 3 წუთამდე. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გადაწყვეტილებების ჩამონათვალს და სთხოვს აირჩიონ ერთი, რომელიც ახასიათებს საკლასო ოთახში მუშაობას. მაგალითად, განსახილველად გაკვეთილების შესახებ:

– სირთულეს ვერ გავუმკლავდი;

– არ მქონდა სირთულე;

– უბრალოდ მოვისმინე სხვათა წინადადებები;

– იდეები წამოვაყენე.

“ცხელი ათეული”

  1. გაკვეთილის ღირებულება –
  2. გაკვეთილის იდეა –
  3. გაკვეთილის ორჭოფობა –
  4. გაკვეთილის გმირი –
  5. გაკვეთილის განწყობა –
  6. გაკვეთილის აზრი –
  7. გაკვეთილის ოცნება –
  8. გაკვეთილის ინტონაცია –
  9. გაკვეთილის მეხსიერების –
  10. გაკვეთილის რეზიუმე –
  11. გაკვეთილის გაკვეთილი –
  12. გაკვეთილის აღმოჩენა –
  13. გაკვეთილის ღირებულება –
  14. გაკვეთილის სარგებელი –

თავი ქუდში – მოსწავლეები ერთმანეთს გადასცემენ ქუდს, როცა მუსიკა დამთავრდება, ვისაც შერჩება ხელში ქუდი, აკეთებს რეფლექსიას.

ცოდნის ზღვა – პლაკატი ზღვის სურათით მოთავსებულია დაფაზე და გაკვეთილის დასასრულ მასწავლებელი აცხადებს: “ჩაუშვით გემი ცოდნის ზღვაში”.

მოსწავლეები, რომლებიც დარწმუნებულია, რომ კარგად აითვისა თემა – გემს ზღვაში უშვებენ; ისინი რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, გემს აჩერებენ ყურეში.

კომპლიმენტი – შექება, საქმიანი კომპლიმენტი, სადაც მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის წვლილს გაკვეთილზე და მადლობას უხდიან ერთმანეთსა და მასწავლებელს. გაკვეთილის დასასრულის ეს ვერსია საშუალებას იძლევა, რომ დააკმაყოფილოს თითოეული მათგანის პირადი პასუხიმგებლობა და მნიშვნელობა.

წარმატების კიბე – მასწავლებელი გაკვეთილის ეტაპებს დაწერს კიბის საფეხურებზე, გაკვეთილის მიზანს კი კიბის სათავეში. მოსწავლეები გაკვეთილის დასასრულ  აფასებენ საკუთარ მუშაობას თითოეულ ეტაპზე წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯების სახით.

 

ხუთი თითი – მოსწავლეები ხატავენ საკუთარ ხელს ქაღალდის ფურცელზე. თითოეული თითი არის პოზიცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს. მონაწილეები შეკითხვებს თითოეული თითის კონტურის გარშემო წერენ, კონტურის შიდა ნაწილში კი – პასუხებს.

“აზრი” – ნეკა თითი. რა ცოდნა, გამოცდილება მივიღე მე დღეს?

“მიზანი ახლოს არის?” – უსახელო. რას გავაკეთე დღეს მიზნის მისაღწევად? რას მივაღწიე?

“სულიერი მდგომარეობა” – შუა თითი . როგორი იყო ჩემი განწყობა? რაზეა დამოკიდებული ეს?

„დახმარება“  – საჩვენებელი თითი. როგორ დავეხმარე და გავახარე დღეს ჩემი მეგობრები? როგორ შემიძლია ხელი შევუწყო?

“მხიარულება” – ცერა თითი. როგორი იყო დღეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა?

აკრძალვა – ეს ტექნიკა გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ფიქრობენ და ამბობენ ფრაზებს: “მე არ შემიძლია …”, “მე არ ვიცი, როგორ …”, “მე არ გამომივა …”. მოსწავლეებს ეკრძალბათ იმის თქმა, რომ “მე არ  …”, მაგრამ შეთავაზებული უნდა იყოს იგივე იდეა სხვა სიტყვებით: რა არის საჭირო იმისათვის, რომ…; რა არის საჭირო, რომ …; რა უნარები მჭირდება ამ დავალების გაკეთებისთვის; რა დამატებითი ინფორმაცია მჭირდება … და ა.შ.

ამ მეთოდის დანერგვისას მოსწავლე პასიურ ქცევას პოზიტიურ რეფლექსიად გარდაქმნის.

ორმხრივი ურთიერთგაგების პიკი – პიკი გაგების უმაღლესი მწვერვალია. მოსწავლე ფერდობზე მიცოცავს მწვერვალისკენ. რამდენად ახლოს არის მოსწავლე მასთან (თემის გაგება), როგორ მუშაობდნენ, როგორ ჩაიარა სამუშაომ, გაიგეს თუ არა  –  ამას გადაწყვეტენ თავად მოსწავლეები, რომლებიც ფიგურებს მაღალ ფერდობზე ან მწვერვალზე ათავსებენ.

მხატვრული რეფლექსია – მოსწავლეებს სთავაზობენ ლანდშაფტის ამსახველ ორ ფერწერულ გამოსახულებას: ერთზე გამოსახულია მოწყენილი განწყობა, მეორეზე – მხიარული. მოსწავლეები ირჩევენ სურათს, რომელიც შეესაბამება მათ განწყობას.

მუსიკალური რეფლექსია – მოსწავლეები უსმენენ მუსიკას ორ ნაწილად (სასურველია კომპოზიტორის მითითება). ჯერ ჟღერს ბობოქარი, ემოციური, შემდეგ კი მშვიდი, წყნარი მუსიკა. მოსწავლეები ირჩევენ მელოდიას, რომელიც მათ განწყობას ემთხვევა.

იმედი მაქვს, ეს და კიდევ სხვა აქტივობები დაგვეხმარება ჩვენი საგანი “ტვირთად და სავალდებულო სასკოლო საგნად” კი არა, „ერთ მთლიან  საინტერესო ამბად“ ვაქციოთ.

 

გამოყენებული ინტერნეტ გვერდები: https://lib.1september.ru https://pedsovet.su/metodika

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი