პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვაქციოთ მათემატიკა თამაშად

მათემატიკური ამოცანებისადმი თამაშით მიდგომა წაახალისებს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და თანამშრომლობას.

 

მოდით, ვითამაშოთ. მზად ხართ? განახებთ საგანს და სცადეთ მისი მასის გამოცნობა. თქვენ სამი ცდა გაქვთ. დასაწყისისთვის, ჩართეთ ქვემოთ მოყვანილი ვიდეო და ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ დააპაუზეთ.

 


ის, რასაც ახლა გაეცანით, არის ნაწილი იმისა, რასაც ვუწოდებ აღმოჩენის გამოვლენის გაკვეთილს, რომელიც ინფორმაციას მოსწავლეებს ნელა “უმხელს”. მსგავსი გაკვეთილები მათემატიკურ თამაშებს წარმოადგენს, რაც სასწავლო პროცესს მხიარულებით გააჯერებს.
მსგავსი გაკვეთილები ფოკუსირებულია ორ რეალურ, კონკრეტულ სიდიდეს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. მოყვანილ მაგალითში, სიდიდეები იყო კუბების რაოდენობა და ჭიქისა და კუბების საერთო მასა. რადგანაც ამ გაკვეთილში ეტაპობრივად ჩნდება ინფორმაცია, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიაზრონ მისი  ყოველი “ულუფა”, სანამ   თამაშს განაგრძობდნენ; რაოდენობათა შორის ფარული მათემატიკური დამოკიდებულება მოსწავლეთათვის ბუნებრივად ვლინდება.
აღმოჩენის გაკვეთილები იყენებენ კონკრეტულ ფიზიკურ ნივთიერებებს, რომლებიც იზომება ინფორმაციის გამოსავლენად. ეს არ არის ჰიპოთეტური, სიტყვებით აგებული ამოცანები. ისინი რეალური და ხელშესახებია. შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ნივთიერება, რომლის თვისებებიც ურთიერთდამოკიდებული, გაზომვადი ან/და დათვლადია.
თამაშის მექანიკის გამოყენება

 

თამაშის მექანიკა სასარგებლოა მათემატიკის სწავლებისას, რადგანაც ზრდის ემოციას, ჩართულობას და ყურადღებას ყოველ ეტაპზე. რადგანაც ის მოიცავს მუსიკას, მოსწავლეთა დაჯგუფებას და ქულების სისტემას. აღმოჩენის გაკვეთილები მოკლე, სახალისო აქტივობებია. მოსწავლეები იღიმიან და უხარიათ, როცა ამის გაკეთებას ვთავაზობ.

 

გარდა ჩართულობის გაზრდისა, მათემატიკის გაკვეთილ(ებ)ის თამაშად ქცევა საშუალებას  აძლევს ნებისმიერი შესაძლებლობისა და დონის მოსწავლეს, მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილში. უნარების უფრო დაბალი დონის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, ინტუიციასა და საღ აზრზე დაყრდნობით გამოცნობა. უფრო მაღალი დონის უნარების მქონე მოსწავლეებს კი შეუძლიათ უფრო რთული სტრატეგიების გამოყენება, მაგ. ფუნქციის დაწერა მოდელირებისათვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ ერთი და იგივე გაკვეთილი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასში, შესაბამისი ადაპტირებით.

მათემატიკის თამაშად ქცევის მოდელი

 

  1. შესავალი: ამ ეტაპზე მოსწავლეები ქმნიან გუნდებს და ეცნობიან მასალებს, რომლებსაც თამაშისას გამოიყენებენ. ეს შეიძლება მოხდეს ვიდეოს გამოყენებით, როგორც ზემოთ, ან რეალური მასალების კლასში დემონსტრირებით.

მოსწავლეებს აწვდიან ორ გასაზომ რაოდენობას და ინფორმაციას, თუ რომელი მათგანის გამოცნობა ევალებათ მათ.
მაგალითად:

– თოკზე კვანძების რაოდენობა და თოკის სიგრძე;

– გიტარის ნოტის სიმაღლე და მისი ჟღერადობის დრო;

– ნამცხვრის ნაჭრის კუთხე და მისი ქერქის  სიგრძე;

– მანძილი სინათლის სენსორსა და სინათლის წყაროს შორის და მის მიერ მიღებული სინათლის რაოდენობა;

– ლურსმანზე დარტყმების რაოდენობა და მისი დაფიდან გამოსული ნაწილის რაოდენობა (სიგრძე);
– ბორბლის ბრუნვების რაოდენობა და მანძილი, რამდენზეც გადაგორდა;

– ცერად დადებული ფიცრის დახრის კუთხე და მასზე დაგორებული ბურთის მიერ გავლილი მანძილი.

  1. ფიზიკური კვლევა: ამ ეტაპზე მოსწავლეები თამაშობენ რამდენიმე რაუნდს და ცდილობენ, გამოიცნონ ერთ-ერთის რაოდენობა, როდესაც იციან მეორის.

ყოველ რაუნდში, სანამ პასუხს გასცემდნენ, გუნდებს სთხოვენ, განიხილონ სტრატეგიები და მიაღწიონ კონსენსუსს გუნდში. სამუშაოს თანამშრომლობითი ბუნება ზრდის მოსწავლეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობას. ეს ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მოუსმინონ და ისწავლონ ერთმანეთის მათემატიკური პერსპექტივიდან.
მოსწავლეები წერენ თავიანთ მოსაზრებას დაფაზე, რათა გაუზიარონ ჯგუფს.

3. მოსწავლეთა პრეზენტაცია: გამოცნობ(ებ)ის ბოლო რაუნდის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ საკლასო დისკუსიის წარმართვას, სადაც განიხილება გუნდების მიერ გამოყენებული სტრატეგიები, ინსაითები და სხვ. ყოველი გუნდის მიერ დაფაზე გაკეთებული ჩანაწერები წარმოადგენს მათი ფიქრის ხილულ რეპრეზენტაციას. საუკეთესოა დისკუსია, სადაც ხდება ინტუიციური და ფორმალური მეთოდების დაკავშირება.

  1. ფორმალური სწავლება: ამ ეტაპზე მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს პირდაპირ ინსტრუქციებს, ამოცანის ამოსახსნელ წინასწარ განსაზღვრულ მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება მათ მიერ შესწავლილ კურსს. შესაბამისად, ერთსა და იმავე აქტივობას (მაგ. კუბები ქაღალდის ჭიქაში) სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ინსტრუქცია ახლავს.შეფასება

თამაშად ქცეული გაკვეთილის დროს სხვადასხვა რამის შეფასება შეიძლება: გამოცნობამდე მოსწავლეების მიერ თავიანთი მოსაზრებების ჩაწერისას მასწავლებელს შეუძლია იმოძრაოს გუნდებს შორის და გაესაუბროს მოსწავლეებს პროცესთან დაკავშირებით. ფორმალური სწავლების ეტაპზე, მასწავლებლის მიერ წარმართული და დამოუკიდებელი პრაქტიკა იძლევა შეფასების შესაძლებლობას. ფორმალური სწავლების ეტაპის შემდეგ ხშირად ისევ ვათამაშებ მოსწავლეებს რამდენიმე რაუნდს, რათა გამოიყენონ ახალი ცოდნა იმ კონტექსტში, რომლითაც დაიწყეს.

 

კარგი რესურსი მსგავსი გაკვეთილებისათვის: https://manifest.education

 

წყარო: https://www.edutopia.org/article/turning-math-game

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი