2022 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ოცივე ქვეყანა აფრიკაში იყო, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები ძირითადად ევროპასა და აზიის მდიდარ ქვეყნებში ნაწილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებისა და მედიცინის მიღწევებმა მთელ მსოფლიოში გაზარდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ზოგადი ჯანმრთელობა, გეოგრაფიისა და განვითარების საფუძველზე ჯერ კიდევ არსებობს დიდი უთანასწორობა ჯანდაცვის სფეროში. მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს აქვთ უკეთესი ხარისხის ჯანდაცვა და უფრო ფართო წვდომა სერვისებზე. ნაკლად მდიდარ ქვეყნებში, შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემაა მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, სადაც პრევენციის და მკურნალობის საშუალებები მეტად ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იმუნურები არიან დაავადებების მიმართ, რამეთუ იქაც ფიქსირდება ქრონიკული დაავადებების მაღალი მაჩვენებელი, ასევე რისკ-ფაქტორები მაღალია.
XX საუკუნეში სამედიცინო მომსახურებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში დაფიქსირდა მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის სტაბილური ზრდა. მაგალითად, მსოფლიოში 1971 წელს დაბადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 58, ხოლო 2021 წელს ეს რიცხვი 71 წლამდე გაიზარდა (დაახლოებით 19 %-ით). მსოფლიოში არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ეს ნახტომი კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული.
მაგალითად, ამ მხრივ, ბანგლადეშმა პირველი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში – აზიურ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 26-დან 72 წლამდე გაიზარდა.
გასათვალისწინებელია ამ შთამბეჭდავი ზრდის თანადროული მოვლენები. კერძოდ, 1971 წლის ომი დამოუკიდებლობისთვის პაკისტანსა და ბენგალ ნაციონალისტებს შორის, რომელიც ბანგლადეშის არსებობის საწინდარი გახდა. იქამდე ერთი წლით ადრე კი აღმოსავლეთ პაკისტანში, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 43 წელი იყო, რასთან შედარებითაც 2021 წლის მონაცემები 40,6%-ის ზრდას აჩვენებს.
ბანგლადეშის გარდა, აფრიკისა და აზიის (არაბთა ნახევარკუნძული, თურქეთი და რუსეთი) ქვეყნებმა აჩვენა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა. დასავლეთ ნახევარსფეროში ასეთი ქვეყნებია გვატემალა, ელ სალვადორი და ბოლივია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ზესახელმწიფო შეერთებულ შტატებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა მხოლოდ 7%-ია.
მალტასა და ლუქსემბურგის მეორე და მესამე ადგილის რეიტინგები შეიძლება აიხსნას მაღალი ღირებულების მქონე პირების შემოდინებით და უკეთესი ხელმისაწვდომობით სამედიცინო მომსახურებასა და სხვა კეთილმოწყობაზე. პორტუგალია ევროპაში პროცენტული ზრდით დაახლოებით 18 %-ით პირველ ადგილს იკავებს, რაც რთული ასახსნელია. ექსპერტები ასახელებენ სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა გაზრდილი პოლიტიკური სტაბილურობა კონსტიტუციის რატიფიცირების (1976 წ.) შემდეგ, ქვეყნის კლიმატი, კვება და სოციალური მდგომარეობა. ცხოვრების წესი, რომელიც ხელს უწყობს უკეთეს ჯანმრთელობას.
რა არის სიკვდილის ძირითადი მიზეზები მსოფლიოში?
2021 წელს მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო გულის იშემიური დაავადება, COVID-19 და ინსულტი. იმ წელს გულის იშემიური დაავადება 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 114 სიკვდილს იწვევდა, ხოლო COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 110 იყო. თუმცა, ცხადია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული სურათი გვხვდება. მაგალითად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები სიკვდილის წამყვან მიზეზებს შორის უფრო ხშირად აფიქსირებენ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, სიმსივნე, ალცჰაიმერის დაავადება და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ხოლო დაბალი შემოსავლის ქვეყნები უფრო მეტად განიცდიან ინფექციურ დაავადებებს, როგორიცაა მალარია, ტუბერკულოზი და აივ/შიდსი. 2021 წელს მალარია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი იყო მსოფლიოში, ხოლო დიარეული დაავადებები მეშვიდე ადგილს იკავებდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ იყო იმ დროს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სიკვდილის ათ წამყვან მიზეზთა შორის.
ჯანმრთელობის ძირითადი რისკები
ცხოვრების წესი განიხილება, როგორც გარანტი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
ცხოვრების წესის არჩევანი გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ზრდის დაავადების რისკს. ცხოვრების სტილის რისკ-ფაქტორებია მოწევა, ალკოჰოლი, ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ამ რისკ-ფაქტორების გავრცელება განსხვავდება ქვეყნებს შორის. მართალია სოციალური უთანასწორობა გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შემოსავლის დონის მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ ქვეყანაშია. მოწევის მაჩვენებელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შემცირდა, მაგრამ მილიონობით ადამიანი კვლავ ეწევა თამბაქოს. დადგენილია, რომ მოწევა ამჟამად იწვევს დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით კი ყოველწლიურად 1,1 მილიონი ადამიანის. ხოლო ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 3 მილიონს აღწევს წელიწადში, ანუ მსოფლიოში სიკვდილიანობის 5.3 %-ს. მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნე ოდესღაც განიხილებოდა მდიდარი, განვითარებული ქვეყნების პრობლემად, ის განვითარებად ქვეყნებშიც პრობლემად იქცევა. 2021 წელს დადგინდა, რომ შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის დაახლოებით 9% შეიძლება მიეკუთვნებოდეს სიმსუქნეს, ხოლო ეგვიპტეში მისი წილი თითქმის 16 %-ს აღწევს.
ჯანსაღი მომავალი
სამედიცინო ტექნოლოგიები და მედიცინის განვითარება ეხმარება ქვეყნებს განავითარონ და გააუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემები და შეამცირონ ინფექციური დაავადებების გავრცელება. თუმცა, ჯანმრთელობის ისეთი რისკ-ფაქტორები, მაგალითად სიმსუქნე, ალკოჰოლის მოხმარება და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადება და სიმსივნე, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემად დარჩება მთელ მსოფლიოში უახლოეს მომავალში. ამ საკითხების მოგვარება და ჯანდაცვის უთანასწორობის შემცირება მოითხოვს მთავრობებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მონაწილეობას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების პირადი პასუხისმგებლობა.
გამოყენებული ვებგვერდები:
https://www.statista.com/topics/4274/global-health/#topicOverview