ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

წერითი მეტყველების განვითარების გზებიდაწყებით კლასებში(წერითი სავარჯიშოების სპეციფიკა)

წინა წერილებში შეძლებისდაგვარად გავაანალიზეთ გზა, რომელიც პირველკლასელებში საფუძველს ამზადებს წერით მეტყველებაზე გადასასვლელად. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მიმართულებით მუშაობაში ზოგიერთ მასწავლებელს ბევრი რამ შეიძლება რთულადაც მოეჩვენა, შეიძლება გვისაყვედუროს, რომ არ მივყვებით საპროგრამო მასალას, სწავლების დამკვიდრებულ მეთოდებს და ა.შ. ეს ნამდვილად ასეა! მაგრამ ამის მიზეზებზე ჩვენ წინა წერილებში უკვე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ყველა წარმატებას მასწავლებლის დახმარება განაპირობებს, მაგრამ რა სახის იქნება ეს დახმარება, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი შედეგიც. მუშაობა პრაქტიკოსისაგან შემოქმედებითობას მოითხოვს. თითოეული დავალების გადაწყვეტისას პედაგოგიც ებმება საერთო ძიებაში, ბავშვებთან ერთად ფიქრობს და მსჯელობს, გამოთქვამს ეჭვს, “ეშლება” რაღაც, ზოგჯერ არასწორ პოზიციასაც იკავებს იმისთვის, რომ ბავშვებმა ბოლომდე დაასაბუთონ ვარაუდები და ა.შ. მასწავლებელი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, მიხვდება, მის კლასთან როდის და რა იძლევა უკეთეს შედეგს, ვისთან და რაზე გააძლიეროს მუშაობა, როდის შეცვალოს მასალა და ა.შ. შემოქმედი მასწავლებლის ხელში სწავლამ თავშექცევის ხასიათი უდნა მიიღოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი