სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ზაფხულის ერთ საღამოს,  ნიღბების კარნავალზე…

ზაფხული ერთი დიდი თავგადასავალია, იდეალური დრო, როდესცა ბავშვები თამაშ-თამაშით უამრავ რამეს შეიმეცნებენ და სწავლობენ. მათი საყვარელი საქმიანობის ცოდნის მიღების წყაროდ ქცევა გაცილებით მარტვია, ვიდრე სკოლითა და უამრავი წრით დატვირთულ დღეებში. ასეთია ნიღბების დამზადება, ერთი შეხედვით ამ ჩვეუელბრივ, გასართობ აქტივობას შეგვიძლია განსაკუთრებული შინაარსი შევძინოთ.

ვის არ უყვარს ნიღბების დამზადება! სხვადასხვა ცხოველის თუ საყვარელი გმირის გამოსახულებით. გარდა იმისა, რომ დამზადების პროცესი მეტად სახალისოა, ნიღბების მორგება იდუმალ, საიდუმლოებით მოცულ ადამიანად გვაქცევს, სულ ცოტა ხნით იმ როლს ვირგებთ, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ.

ნიღაბი ჩამოიფარა  კი გამონათქვამია, რომელსაც ამბობენ ადამიანზე, რაიმეს დამალვა და დაფარვა რომ გადაუწყვეტია.  ხოლო ნიღაბი ჩამოიხსნა – აღნიშნავს ეს ადამიანი ამ დამალულს რომ გამოაშკარავებს და გაამჟღავნებს. ნიღბით ხომ საკუთარ სახეს, პიროვნებას ვმალავთ  და იმად წარმოვაჩენთ თავს,  ვინც სინამდვილეში არ ვართ.

კარნავალი,  ღია ცის ქვეშ სახალხო ზეიმი, დღესასწაული წარმოუდგენელია ნიღბებისა და კოსტიუმების გარეშე.

ნიღბებს ჩვენამდე ძალიან, ძალიან შორეული წარსულიდან მოუღწევიათ. ადრე სჯეროდათ, რომ თუ კი ნიღბებს გაიკეთებდნენ თავადაც იქცეოდნენ იმ ცხოველად თუ მითიურ არსებად, ან მათ ძალას, უნარებს მიიღებდნენ, რომლის გამოსახულების ნიღბებსაც იფარებდნენ სახეზე. საქართველოშიც საუკუნეების წინ დაუწყიათ ნიღბების გამოყენება, იყენებდნენ სახალხო დღესასწაულებზე, რიტუალების დროს. ამზადებდნენ ქეჩისგან, ხის ქერქისგან, ნამჯისგან,  ტყავისგან, გოგრისგან, ქსოვილისგან.

შეგვიძლია დავამზადოთ ნიღბები, ბავშვებს თავადა ავარჩევინოთ სასურველი პერსონაჟი, სასურველი ქვეყნიდან და კულტურიდან, კარგი იქნება თუ ამ ნიღბების შინაარს ჯერ გაიაზრებენ, მოძებნიან მათ ისტორიას, წაიკითხავენ და შემდეგ მოირგებენ. საბოლოოდ სამეზობლოში ერთი დიდი კარბავლის მოწყობაც შეგიძლიათ, უამრავი ფერადი ნიღბითა და აქსესუარებით.

მარტივი ნიღბის დამზადება ბავშვებს თავად  შეუძლიათ, ამისთვის კი მუყაო, საღებავები, წებო, ძაფი და მაკრატელი დასჭირდებათ. მუყაოზე სასურველი ზომის და ფორმის ნიღბის კონტურის დახატვის შემდეგ სასურველია გააფორმონ,  გააფერადონ,  დააწებონ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ფორმები და მძივები, გამოჭრან და ძაფით შესაკრავი ზონრები დაუმაგრონ. ნიღაბიც მზადაა, გაიკეთე და ცოტა ხნით გახდი ის, ვინც გინდა რომ იყო.

 

გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც ნიღბების კარნავლის მოსამზადებლად დაგეხმარებათ:

როგორ ნიღაბს ისურვებდი? შექმენი ესკიზი!

მე გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას:

ესეც ნიღბების ესკიზები:

შეგვიძლია თამაშ-თამაშით პატარა დავალებებიც შევაპაოთ, მაგალითად ასეთ:

  • გამონათქვამების: ნიღაბი ჩამოიფარა, ნიღაბი ჩამოიხსნა – გამოყენებით შეადგინე წინადადებები, სადაც გამონათქვამებს გამოიყენებ გადატანით მნიშვნელობით.
  • ალბათ შენ ცხოვრებაში იქნებოდა ისეთი მომენტი, როდესაც ნიღაბის მორგება მოგიწია. ეს შესაძლოა სასკოლო ღონისძიება, დღესასწაული, შენი ან  შენი მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო. გაიხსენე და გადმოეცი მოგონება. აღწერე როგორი ნიღაბი გეკეთა, რას გრძნობდი, როგორ შეარჩიე და რა შთაბეჭდილება მოახდინე სხვებზე.
  • ვენეციაში, იტალიის ქალაქში, ძალიან ძველად, კატები ძალიან ცოტა ყოლიათ, ამიტომ მათ დიდ პატივს სცემდნენ და ნიღბებს უძღვნიდნენ. ამაზე უამრავი ლეგენდაც არსებობს. მოიფიქრე ამბავი, შექმენი ლეგენდის შენი ვარიანტი, თუ როგორ დაიწყეს ვენეციის მცხოვრებლებმა კატის ნიღბების დამზადება. მოიფიქრე პერსონაჟები, დაარქვი სახელები. მოთხრობას სათაურიც დასჭირდება და ილუსტრაციაც.
  • ნიღბების კარნავალი კარგად დაგეგმე, შეგიძლია შეარჩიო მუსიკა – გირჩევდი კამილ სენ სანსი ნაწყვეტს სიუიტიდან ,,ცხოველთა კარნავალი”: https://www.youtube.com/watch?v=AnSiYCpzap4 ასევე სიტყვები, ცეკვა – რომელითაც წარმოდგენას გაალამაზებ. კარნავლის ადგილი მოაწყვე: ძველი ფარდებით, ხალიჩებით, ნათურებით, სანთლებით. შეგიძლია ასეთი დეკორაციები გამოიყენო (იხ. ფოტოები ქვემოთ).
  • კარნავლაზე აუცილებლად გადაიღე ფოტოები და შექმენი შენი სამახსოვრო ალბომი, სადაც ასევე ჩააწებებ კარნავლიდან მორჩენილ ნიღბებისა და დეკორაციები ნაწილებს, ჩაწერ მოგონებებს წარმოდგენის შესახებ. აუცილებლად ჩააწებე შენი ნამუშევრები, რომლებიც კარნავლის მომზადების დროს მოამზადე. ეს ალბომი შეგიძლია შემდეგ სკოლაშიც წაიღო და ზაფხულის უმაგრესი შთაბეჭდილება მთელს კლასს გაუზიარო, დარწმუნებული იყავი, შენი ალბომით კლასში კარნავლის სურნელსა და განწყობას დაატრიალებ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინა იმედაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ალიო მირცხულავა

გიორგი მთაწმინდელი

ჩემი „ვანგოგენი“

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“