შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სასწავლო პროცესის მოდერნიზაციის რამდენიმე პრინციპი   და მუსიკის  შემაჯამებელი დავალება

საზოგადოების განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე არსებობს რეალური სოციალური მოთხოვნილება გააქტიურდეს ინდივიდის შემოქმედებითი პოტენციალი. ამიტომ , მეცნიერები მიზნად ისახავენ ისეთი მეთოდების შემუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეების  მიზანმიმართულ განათლებას  შემოქმედებით აზროვნებასა და საქმიანობაში. შემოთავაზებული, ახალი ტიპის არასტანდარტული  მუსიკის  შემაჯამებელი გაკვეთილები, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ზოგად მუსიკალური განათლების განვითარებას. მუსიკის საგნის მნიშვნელობა ახლებურადაა გააზრებული: ადრე თუ მოიაზრებოდა სიმღერის შესწავლა მუსიკის საგანში, ახლა საგანში სიღრმისეული წვდომაა.

თანამედროვე რეალობა ადამიანისგან მოითხოვს როგორც  ცოდნას, ასევე ნებისმიერ საკითხის მიმართ პასუხისმგებლობას, შემოქმედებითად მიდგომას , საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარს. განათლების მთავარი მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი პროცესების მართვის უნარის განვითარება, როგორიცაა: ფანტაზიის უნარის განვითარება, კანონზომიერების გაგება და პრობლემური სიტუაციების გადაჭრა.

მუსიკალური განათლების მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას წარმოადგენს  განათლების ფოკუსირება უნარებსა და შესაძლებლობების ფორმირებაზე, შემეცნებითი, კომუნიკაციური, პრაქტიკული, შემოქმედებითი საქმიანობის განზოგადებულ მეთოდებზე.

ყველა საგანს აქვს გრძელვადიანი მიზნები, მათ შორის მუსიკასაც, რომელიც ორიენტირებულია  სამიზნე ცნებებზე . მოცემულია სავალდებულო თემატური ბლოკები, რომლის ფარგლებში არის სარეკომენდაციო თემები.  თემატური ბლოკების და თემების ფარგლებში მუშავდება ის სამიზნე ცნებები, რომელსაც გავყავართ სტანდარტის შედეგებზე.

სამიზნე ცნებები არსებობს: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

შემაჯამებელი დავალება ამოწმებს თემაში და საკითხში მოსწავლის წვდომას. მოწმდება არა თემა და საკითხის წვდომა, არამედ თვითონ სამიზნე ცნებების და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების მოსწავლისეული გააზრება, თუ როგორ ესმის მოსწავლეს სამიზნე ცნებები და მისი ქვეცნებები.

მკვიდრი წარმოდგენები – განისაზღვრება თემების მიხედვით, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას  ცნებების და ქვეცნებების გარშემო თუ რა ცოდნა უგროვდება მოსწავლეს , ეს ყველაფერი თავს იჩენს შემაჯამებელ  დავალებებში.

მუსიკის საგნის სწავლებას  დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო სკოლაში, ვინაიდან ანვითარებს მოსწავლეეში ინტერპრეტაციის უნარს. მუსიკა სუბიექტური ხელოვნება  და ჩვენ ყველანი აღვიქვამთ მას როგორც ინდივიდები სხვადასხვაგვარად. მუსიკის აღქმა , ასოციაციური და წარმოსახვითი უნარები თითოეულ ჩვენგანს შეიძლება განსხვავებულად ჰქონდეს, მუსიკის საგნის მთავარი მიზანია მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ინტერპრეტაციის უნარი . მოსწავლემ  საკუთარი ხედვით, საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცეს თავისი სათქმელი  შემაჯამებელ დავალებებში ანუ მან როგორც დაინახა , როგორც აღიქვა ესა თუ ის შინაარსი, მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტი, რა შინაარსს დაუკავშირა, რა წარმოსახვა და ასოციაცია გაუჩნდა . ამის ინტერპრეტირებას კი გვაძლევს  იმ პროდუქტში, რაც არის შემაჯამებელ დავალებაში.

მუსიკის საგანი გვაძლევს ემოციური ინტელექტის განვითარების საშუალებას მოსწავლეებში. მესამე თაობის  ეროვნული სასწავლო გეგმა კონსტრუქტივიზმის  პრინციპზეა აგებული , წინარე ცოდნაზე ხდება ახლა ცოდნის დაშენება. კონსტრუქტივიზმის პრინციპი არ გულისხმობს მხოლოდ საგნის კონსტრუირებას, გულისხმობს ემოციის კონსტრუირებასაც. მუსიკის აღქმასთან დაკავშირებით მოსწავლეებს აქვთ თავისი ემოციური დამოკიდებულება.   მოსწავლე შეისწავლის, გადადის ერთი კლასიდან მეორე კლასში , ერთი თემიდან მეორე თემაზე , მუდმივად ხდება მუსიკის მოსმენა , მსჯელობა სამიზნე ცნებებთან დაკავშირებით , გამომსახველობით საშუალებებზე, მუსიკის ემოციურ მუხტზე .  თანდათან  მოსწავლეს  მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებით საკუთარი ემოციური დამოკიდებულება უჩნდება და ეს ემოციური დამოკიდებულება ნელ-ნელა ვითარდება, ხდება ემოციური კონსტრუირებაც . თავიდან  უჭირთ და ვერ აღიქვამენ  ( საუბრობდნენ ძალიან მწირედ- მხიარულია თუ მოწყენილი ) ამ ახალი მიდგომით, ახალი სასწავლო გეგმით , რომელიც გულისხმობს მუდმივად გამომსახველობით ხერხებზე, მუსიკის მახასიათებლებზე მსჯელობას, განწყობის, ემოციის  და შინაარსის დაკავშირებას ,ხდება მოსწავლის ემოციური კონსტრუირება.

სასწავლო პროცესში მოსწავლე რაც უფრო მეტად ეუფლება ამ ყველაფერს უფრო მეტად ხდება მისი ემოციური მზაობა. ამიტომ ემოციის კონსტრუირებაცაა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გვაძლევს ემოციურ ინტელექტს. მუსიკის საგანი ემსახურება ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებას . მოსწავლე ყალიბდება კულტურულ მსმენელად, მას შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ანალიზის გაკეთება, მსჯელობა მუსიკის შესახებ, რომელიც გადის მუსიკის გამომსახველობით საშუალებებზე . სწორედ აქედან მიიღება გასნწავლული, კულტურული, მსჯელობის უნარის მქონე მსმენელი.

რაში და როგორ შეიძლება მუსიკის ცოდნის გამოყენება?

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპია, რომ მოსწავლემ საგანში მიღებული ცოდნა გამოიყენოს ყოველდგღიურ ცხოვრებაში. საბაზო საფეხურზე თემატური, სავალდებულო ბლოკები ისეა დალაგებული, რომ აჩვენებს მუსიკის როლს. ჩვენი მიზანია დავანახოთ მოსწავლეს მუსიკის მნიშვნელობა და მუსიკის როლი ადამიანების ცხოვრების და მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.

  • როგორ შეიძლება მუსიკით გადმოიცეს გარე სამყაროსთან ურთიერთობა?

საბაზო საფეხურზე არის  ,,მუსიკა და თაობები“, სადაც არის ეპოქების, თაობების შეხედულებბების გადმოცემა მუსიკალურ ნაწარმოებებში, მუსიკალური ნაწარმოებებით როგორ შეიძლება ვიმსჯელო ეპოქაზე, გარკვეულ თაობებზე.

  • ასევე არის პოპ მუსიკის კავშირი დღევანდელობასთან, ,,მუსიკა სამაყოში და სამყარო მუსიკაში“,-ეს არის  ტექნოლოგიური, ბუნებრივი და მექანიკური სამყარო, ხილული და უხილავი. ეს თემები გვაძლევს საშუალებას, რომ მუსიკის როლი გავიაზროთ სხვადასხვა ასპექტით. მაგალითად: როდესაც სამყაროზე ვმსჯელობთ ფილოსოფიაზე გადის.  როდესაც თაობებზე და ეპოქებზე ვმსჯელობთ მუსიკის სოციოლოგიური კუთხით გააზრებაა. ეპოქისა და მუსიკის კავშირი, თაობებს შორის ურთიერთობა, როგორ გამოხატება თაობების მისწრაფებები მუსიკალურ ნაწარმოებებში და მუსიკამ როგორ შეიძლება თაობებზე მოახდინოს ზეგავლენა.
  • მესამე ბლოკი ეს არის ფსიქოლოგიური ,, მუსიკა ჩემში და მე მუსიკაში“- საბაზო საფეხურის ბლოკია, სადაც მოცემულია თუ მუსიკა როგორ არის თვითგამოხატვის საშუალება, როგორ შეუძლია მოსწავლემ მუსიკით გადმოსცეს თავისი აზრები, გრძნობები, იდეები, ანუ მუსიკა როგორ არის პიროვნებისთვის ფსიქოლოგიური კუთხით დანახვის საშუალება, თანატოლების გრძნობები, განცდები. პიროვნება და პიროვნულ თვისებები მუსიკით გადმოიცემა.

დაწყებით საფეხურზეც ანალოგიურადაა. მაგალითად: სამყაროს ხმები,  ყოფითი საგნების ხმები, ცხოველების და ფრინველების ხმები. ცხოველების მოძრაობა, ქცევა როგორ შეიძლება გადმოიცეს მუსიკით. ეს ყველაფერი ყოველდღიურობას უკავშირდება, სამყაროში რასაც აღვიქვავ ყოველდღიურად, სამყაროდან რა განცდაც მოდის ჩემში და მე როგორც აღვიქვავ სამყაროს  შემიძლია მუსიკით გადმოვცე.

  • ,,ზღაპრული სამყარო“-მოსწავლეს შეუძლია ზღაპარში გადმოცემულ მხატვრულ სახეებს მიუსადაგოს მუსიკა, ან ფილმის ყურებისას დააკვირდეს როგორ არის მუსიკაში, საუტრეკში გადმოცემული ფილმის შინაარსი ან პერსონაჟის მხატვრული სახე, ან ზოგადად კადრში რა ხდება, როგორი სიუჟეტია , როგორ პასუხობს ამას მუსიკა.

მოსწავლე  შეისწავლის საგაკვეთილო პროცესში თემას -,,მუსიკა ხმოვან კინოში“ , ეს ცოდნა კი მას გამოადგება ყოველდღიურობაში.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმა ინოვაციურია და  ნოვატორული , ვინაიდან  არის გრძელვადიანი მიზნები, სამიზე ცნებებზე მორგებული სწავლება.  მუსიკის სწავლება განიხილება სასწავლო პროცესში ამ ცნებენის გათვალისწინებით, მუსიკის გამომსახველობით ხერხებზე საუბრით, თემასთან კავშირით, სამიზნე ცნებების თემაში, საკითხში წვდომა და სწორედ ამ მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბება მოსწავლის მეხსიერებაში, ამაში მდგომარეობს ინოვაცია.

ასეთი შემაჯამებელი დავალებების შესრულება ავითარებს ბავშვების გონებრივ აქტივობას, აყალიბებს მათში დადებით დამოკიდებულებას სწავლის მიმართ, ავითარებს შემეცნებით ინტერესს, აიძულებს მათ დამოუკიდებლად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, ამდიდრებს მათ მუსიკალურ გამოცდილებას.

გაკვეთილებზე  ვიყენებ სხვადასხვა შემოქმედებით  დავალებებს,  მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი მათგანი.

IV  კლასში ვიმუშავეთ თემაზე ,,მუსიკის როლი ანიმაციურ და საყმაწვილო კინოში“. ძირითად რესურსად ვიყენებ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განხორციელების პროცესში შექმნილ საეტაპო აქტივობებსა , ასევე გრიფირებულ სახელმძღვანელოს.

დავალების პირობა: ეპიზოდს ანიმაციური ფილმიდან “ტომი და ჯერი“ (რეჟ. უ. ჰანა და ჯ. ბარბერა) მოცემული აუდიო ფრაგმენტებით  შეურჩიეთ ხმის ეფექტები და მუსიკალური გაფორმება, შეავსეთ ცხრილები და წარუდგინეთ კლასს.

კადრი ანიმაციური ფილმიდან . „ტომი და ჯერი“

მოსწავლეებმა მოცემული აუდიო ფრაგმენტებით  შეურჩიეს ხმის ეფექტები და მუსიკალური გაფორმება, შეავსეს ცხრილები და წარუდგინეს კლასს.   ანიმაციური ფილმიდან, ხმის გარეშე მოცემული ვიდეოს ნახვის შემდეგ, მოსწავლეებს უნდა დაესათაურებინათ ანიმაციური ფილმის მონაკვეთები და   პირველ ცხრილში  უნდა ჩაეწერათ ხმის ეფექტების მისადაგება ვიდეოს მონაკვეთებთან და ხმის ეფექტების აღწერილობა, ხოლო მეორე ცხრილში- მუსიკალური ფრაგმენტების მისადაგება ვიდეოს მონაკვეთებთან და ამ ფრაგმენტების აღწერილობა  .

ამ დავალებას წინ უძღოდა მთელი რიგი მრავალფეროვანი საეტაპო აქტივობები. მოსწავლეები ანიმაციური ფილმიდან მოსმენილ ხმებს უსადაგებდნენ პერსონაჟებს. ხმის ეფექტებს უკავშირებდნენ ხმის ეფექტების აღწერილობას და მოქმედებებს, მოსმენილ მუსიკალურ ფრაგმენტებს უსადაგებდნენ პერსონაჟების სხვადასხვა მოქმედებებს.

მოსმენილი მუსიკალური მაგალითების და ხმის ეფექტების თანმიმდევრობის მიხედვით დაწერეს მოკლე ისტორია და გააკეთეს მისი პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა, რის დასტურიც არის მათ მიერ საინტერესოდ შესრულებული  დავალება.

გაგაცნობთ  ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს.

I ცხრილი

I I ცხრილი

თითოეულ მოსწავლეს შევსებული აქვს ორი ცხრილი, სადაც  მოსწავლეები მსჯელობენ სამიზნე ქვეცნებებზე – მელოდია, რიტმი, ტემპი, ბგერა.  სწორედ ამ მუსიკალური მახასიათებლების მეშვეობით საუბრობენ მუსიკის განწყობაზე, შინაარსზე, უკავშირებენ ხმის ეფექტებსა და მუსიკალური ფრაგმენტების მახასიათებლებს ანიმაციური ფილმის ეპიზოდების  შინაარს.

მოსწავლემ , I  ცხრილის  მე-4 ეპიზოდს- ნადავლის დაკარგვა შეუსაბამა  ხმების მე-2 თანმიმდევრობა და ასე ახსნა თავისი არჩევანი: ,,იმიტომ, რომ ამ ეპიზოდში გავიგე წყლის ხმა და თავიდან ფანჯრის (შუშის) გატეხვის ხმაც იყო.“   ხოლო , I I  ცხრილში  შეუსაბამა პირველი ფრაგმენტი და ახსნა: ,,მე იმიტომ ვთვლი ასე, რადგან მელოდია ჩქარია და ბოლოში დამთავრების მელოდიაა (რითიც მულტფილმი მთავრდება). მელოდია კეთილხმოვანია, ნახტომებით , მხიარული და სწრაფია.“

ბოლოს ბავშვებმა უპასუხეს კითხვებს:

  1. რაში ეხმარება მაყურებელს მუსიკა ანიმაციური ფილმის ყურებისას?
  2. ანიმაციურ ფილს მუსიკა რომ არ ჰქონდეს ასეთი სახალისო იქნებოდა? რას მატებს მუსიკა ანიმაციურ ფილმს?
  3. როგორ დაგეხმარა ანიმაციური ფილმის მუსიკალური  გაფორმება განწყობის შექმნაში?
  4. როგორ ფიქრობ, ანიმაციური ფილმი მუსიკის გარეშე მოსაწყენი იქნება თუ არა?
  5. ჩვენ ვნახეთ ანიმაციური ფილმი ხმის გარეშე, ასევე ეფექტებით და მუსიკალური გაფორმებით. როგორ  ფიქრობ, ანიმაციურ ფილმში მუსიკა ეხმარება თუ არა  შინაარსის გადმოცემას?
  6. ჩხუბის დროს ერთი მეორეს თავში არტყამს . ამის გააზრებას და აღქმას ეხმარება თუ არა მუსიკა?
  7. სად სჩანს უფრო ხმის ეფექტები? მუსიკის განწყობა?
  8. გაიხსენეთ ანიმაციური ფილმები, რომლის მუსიკალური თანხლება თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. ახსენით, რატომ მოგწონთ.

     მოსწავლეებმა დავალების შესრულებისას გაითვალისწინეს ყველა ის პუნქტი, რაც მითითებული იყო ინსტრუქციებში- გაიაზრეს პირობა, მასში დასახული ამოცანა, მიზნობრივად მოიშველიეს მუსიკის ქვეცნებები, არგუმენტირებულად იმსჯელეს მუსიკის მახასიათებლებისა და ანიმაციურ ფილმში გადმოცემული შინაარსის კავშირებზე.

მოსწავლე შევაფასე განმავითარებელი კომენტარით: მართებულად გაქვს გაგებული დავალების პირობა, იაზრებ მასში დასმულ მხატვრულ ამოცანას, მოგყავს სათანადო არგუმენტები, რისთვისაც იყენებ  ქვეცნებებს, მსჯელობ მუსიკის მახასიათებლების  ანიმაციური ფილმის შინაარსთან მიმართებებზე, თუმცა,  ვისურვებდი, რომ შენ  მსჯელობაში ჩანდეს,შეძენილი ცოდნის პირად გამოცდილებასთან კავშირი  ,  განზოგადებისა და კანონზომიერებების გამოტანის მეტი უნარი.

სტატიაში   შევეცადე გამეცნო მუსიკის საგანში ინოვაციური მიდგომები  და გამეანალიზებინა თუ როგორ მუშაობენ მოსწავლეები, რა ცოდნას და უნარებს ამჟღავნებენ , და ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვთ მუსიკის საგნის მიმართ.

მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარების ამოცანაა მიზანმიმართულად და სისტემატურად განავითარონ საჭირო უნარები: ორიგინალური, წარმოსახვითი აზროვნება, ემოციური რეაგირება; ასევე შემოქმედებითობისა და ხელოვნებასთან კომუნიკაციის მოთხოვნილების განვითარება. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს გაიგოს კომპოზიტორის გრძნობები და აზრები, დაეუფლოს ხელოვნების ენას, როგორც საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებას ცხოვრების გარკვეულ მოვლენებთან.

მუსიკალურ შემოქმედებაში წამყვან როლს ასრულებს ემოციური პასუხისმგებლობისა და აბსტრაქტული და კონკრეტული აზროვნების სინთეზი, ლოგიკა და ინტუიცია, შემოქმედებითი წარმოსახვა, აქტივობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მუსიკის გაკვეთილები შედგება სხვადასხვა შემოქმედებითი დავალებებისგან, რომლებიც ავითარებს პირდაპირ მუსიკალურ უნარებს, იმპროვიზაციულ შესრულებას, აბსტრაქტულ უნარებს. ეს ყველაფერი ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს გაკვეთილს, იწვევს გაკვეთილებისადმი მძაფრ ინტერესს და უზრუნველყოფს მაღალ შედეგს.

მუსიკის გაკვეთილებზე შემოქმედებითი დავალებები ხელს უწყობს ინდივიდის საერთო შემოქმედებით განვითარებას: წარმოსახვით, მხატვრულ და ასოციაციურ აზროვნებას, ააქტიურებს მეხსიერებას, დაკვირვებას, ინტუიციას და აყალიბებს ბავშვის შინაგან სამყაროს.

შემოქმედებითობა არის ძალა, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ თვითშეფასებას და უზრუნველყოფს ინდივიდის თვითგანვითარებას.

„შემოქმედებითი, შემაჯამებელი დავალება მუსიკის გაკვეთილზე“ ცნების შინაარსი ორ ასპექტში ვლინდება.

  1. ეს არის მუსიკის დამოუკიდებელი ინტერპრეტაციის სხვადასხვა ფორმა: (ზეპირი და წერილობითი), შედარებითი ანალიზი, ანალოგის არჩევა, სათაურის მოფიქრება, შექმნა. ლიტერატურული და მუსიკალური კომპოზიცია . ეს არის “შენი მუსიკის” შექმნა, სიტყვებისა და ლექსების რიტმიზაცია, გაფორმება, მელოდიის შედგენა, თავისუფალი იმპროვიზაცია .
  2. თეორიასა და პრაქტიკაში შემოქმედებითი დავალებაა, რომლებიც განსხვავდება შინაარსითა და ხასიათით.

ბავშვები უკეთესი შედეგს აჩვენებენ შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაში, მათი პასუხები უფრო შინაარსიანი და ღრმა არის,  მოსწავლეების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შინაარსის აღქმა ხასიათდება ვიზუალური და ემოციურ-გამომსახველობითი პრინციპების ურთიერთმიმართებით. ბავშვები გამოირჩევიან აზრების უფრო თავისუფალი გამოხატვით, არასტანდარტული და ორიგინალური აზროვნებით.

შემაჯამებელ დავალებაზე  მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა გემოვნების განვითარებას, ასწავლის მათ ირგვლივ მშვენიერების დანახვას, ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას სიტყვების, ბგერებისა და ფორმების მიმართ.  ასეთი გაკვეთილების პედაგოგიური მიმართულება აშკარაა: გაღრმავებულია ცოდნა მეტყველებისა და მუსიკის სფეროში; გაკვეთილები მიმდინარეობს უფრო საინტერესოდ.

ასეთი ფორმით დაგეგმილი  მუსიკის გაკვეთილები, შექმნილია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინდივიდის შემოქმედებით და ზოგად განვითარებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მასწავლებლის გზამკვლევი მუსიკაში
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსი
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=36079

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ნოტანი

ახალი მოსწავლის ექო

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი