სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კლასის მართვის სტრატეგიები

კლასის მართვის სტრატეგიები

კლასის მართვა
და დისციპლინის შენარჩუნება სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანესი პროცესი.თანმხლები იმიტომ, რომ შეუძლებელია ჯერ კლასში წესრიგის დამყარება, შემდეგ მისი გვერდით
გადადება და სწავლების დაწყება. კლასის მართვგულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულკლასში კარგი
საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ, ხოლო დისციპლინა – მასწავლებლის ქმედებას, მიმართულარასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ.

დადგენილია, რომ
წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ კლასის მართვის სხვადასხვა სტრატეგია
და წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა. კლასის მართვის საბოლოო, გრძელვადიანი მიზანი მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის აღზრდა, ხოლო მოკლევადიანი – კლასში ჯანსაღი
ატმოსფეროს შექმნა.

სამწუხაროდ, არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, კლასის
მართვის რომელი სტრატეგიაგანსაკუთრებით ეფექტური, ისევე როგორც არ არსებობს რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც სამუდამოდ მოგვარდებოდა მოსწავლეთა აკადემიური თუ დისციპლინური პრობლემები. სამაგიეროდ, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის მეცნიერებათა ხანგძლივი ისტორიის განმავლობაში შემუშავდა კლასის მართვის არაერთი ეფექტური და ძალიან საინტერესო მოდელი, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და რომელთა ძლიერი და სუსტი
მხარეების შეფასება მკითხველისთვის მგვინდია.

კლასის მართვის სამი ძირითადი მოდელი არსებობს. პირველი,ჰუმანისტური მოდელის თანახმად, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა
სრულფასოვან განვითარებას, შექმნას კლასში პოზიტიური კლიმატი, უზრუნველყოს მოსწავლეები
საჭირო მასალებით და ნაკლებად ჩაერიოს სწავლის
პროცესში. მეორე,დემოკრატიული მოდელის თანახმად,მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი
მოსწავლის თავისუფლებასა და შეზღუდვას შორის. მესამე, ბიჰევიორისტული მოდელის თანახმად, მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია:
მან
უნდა მართოს მოსწავლეთა ქცევა
დასჯისა და წახალისების სტრატეგიების მეშვეობით.

თუმცაღა
ეს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება, სამივე
მოდელის მომხრეები ერთხმად აღიარებენ რამდენიმე პრინციპდა თანხმდებიან, რომ
კლასის მართვისას, ისევე როგორც მედიცინაში, პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
კორექცია. მასწავლებელი კარგად
უნდა იცნობდეს მოსწავლეებს, გრძნობდეს, როდის დაიწყებს მოსწავლე “არევას” და მანამდე ჩაერიოს, ვიდრე კლაში ვითარება დაიძაბება. თანაც უმჯობესია, მასწავლებლის ჩარევა მიმართული იყოს კონკრეტული მოსწავლისკენ, არ
იყოს მეტისმეტად თვალშისაცემისხვებისთვის და არ გამოიწვიოს
კლასში საქმიანობის შეწყვეტა. კლასში
დისციპლინის შესანარჩუნელად
პედაგოგი უნდა მიმართავდეს
პრევენციულ ზომებს. ამიტომაც არის ძალიან
ეფექტური მოსწავლეებში ტოლერანტობის,
ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების უნარების გამომუშავება.

რაც შეეხება სწავლების პროცესს, ექსპერიმენტებიდადგენილია, რომ კლასში წესრიგი სწავლების სტილსა და სტრატეგიაზედამოკიდებული. რაც უფრო მეტად
ცდილობს
მასწავლებელი მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას მათში
ინტერესის გამოწვევის გზით, მით უფრო მეტი სიმშვიდეა კლასში და “ჯოხი” ნამდვილად აღარ არის საჭირო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ალბათ ყველა
მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: მასწავლებელი
უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მოსწავლეებისთვის. ისინი ყოველთვის გამონახავენსაბაბს, რომ უყვარდეთ ან არ უყვარდეთ
თავიანთი მასწავლებლები, ზოგჯერუმნიშვნელო პიროვნული თვისებების გამო. სასურველი პიროვნული თვისებების შეძენაძნელია, მაგრამ არსებობს მარტივი
ჭეშმარიტებათუ
ბავშვები არ გიყვარს, მასწავლებლად მუშაობა არ ღირს.

ახლა კი მოკლედ შევეხებით კლასის მართვის თითოეულ
მოდელს.

კლასის
მართვის ჰუმანისტური მოდელი
. მისი ავტორები არიან კარლ როჯერსი და მაიკლ
მარლენდი.

ამმოდელს საფუძვლად უდევს ჰუმანისტური
ფსიქოლოგიის ძირითადი კონცეფცია –
ადამიანის უნიკალურობა,
ინდივიდუალობა, მე-ს ფორმირება, თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა (წარმომადგენლებიკარლ როჯერსი, აბრაამ მასლოუ).

მოცემული მოდელის წარმომადგენელთათვის თითოეული
მოსწავლის უნიკალურობა
და უნარები ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სწავლების პროცესში ყურადღების ცენტრში თვითონ
მოსწავლეა (სწავლების პროცესი
მოსწავლეზეა ცენტრირებული).

ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგის მიზანია,მოსწავლეებშინაგანი დისციპლინგამომუშაოს. კარლ
როჯერსი და აბრაამ მასლოუ მიიჩნევდნენ, რომ განვითარება, თვითრეალიზაცია ყველა ადამიანის მიზანია,ამიტომ აღმზრდელებმა მოსწავლეებს
მხოლოდ განვითარების პირობები უნდა
შეუქმნან.

ჰუმანისტური მოდელის მიმდევარი პედაგოგი კი
არ უნდა მართავდეს კლასს, არამედ განვითარებაში ეხმარებოდეს მოსწავლეებს.

მაიკლ მარლენდმა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ტრადიციებზე
დაყრდნობით ჩამოაყალიბა კლასის მართვის სტრატეგიები და 5 რეკომენდაცია პედაგოგებისთვის:

. მოსწავლეთა სიყვარული. მასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს მოსწავლეებს, რომ უყვარს
ისინი. მარლენდი ამისთვის ერთ უმარტივეს რჩევას აძლევდა პედაგოგებს: დაიმახსოვრონ მოსწავლეთა
სახელები და სახელით მიმართონ მათ.

. წესების შემუშავება. კლასის მართვა
და დისციპლინის შენარჩუნება უფრო იოლია, როდესაც პედაგოგი
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან
ერთად შეიმუშავებს კლასში ქცევის წესებს. კარგია, როდესაც ქცევის წესებს თან ახლავს იმ
აქტივობათა
(წახალისებისა თუ სასჯელის) ჩამონათვალი, ომლებიცმოყვება მოსწავლეების მხრიწესების დაცვას ან დარღვევას. თანაც წესები არ უნდა იყოს მეტისმეტადზოგადი,
უნდა ეხებოდეს ყველა მნიშვნელოვან სასკოლო აქტიობას (ჩანთების, წიგნების შენახვის ადგილსა და წესს, კითხვის დასმისა და მასზე
პასუხის ფორმას). სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად მაშინღა მახვილებენ ყურადღებას სკოლაში არსებულ წესებზე, როდესაც მოსწავლე მათ არღვევს, მანამდე კი “იგულისხმება”, რომ მოსწავლემ ეს წესები უნდა იცოდეს.

. დამსახურებული
ქება
. ება მასწავლებლის
ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, ამიტომ მასწავლებლებმა
კლასში ხშირად უნდა შექმნან სიტუაცია, სადაც მისსამართლიანგამოყენება შეეძლებათ. ქების გამოყენებისას
პედაგოგმა ორი რამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) ქება თვითშეფასებაზე მოქმედებს, ამიტომ სასურველია მოსწავლის ქება
საჯაროდ, ღიად, მოსწავლეების, სხვა პედაგოგების ან მშობლების წინაშე;

ბ) კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა სასურველია ცალკე.

ქება ან კრიტიკა უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტულ საქციელს, არ უნდა იყოს ზოგადი. ნაცვლად ამისა: “ნუ იქცევი ცუდად”, – უმჯობესია ვუთხრათ მოსწავლეს: “გთხოვ, გვერდზე გადადე პენალი, რომელსაც ხელში ათამაშებ, ეს ხელს მიშლის გაკვეთილის ახსნაში”.

. იუმორი კლასში. კარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის საქციელზე
სპონტანურად იუმორითა და ღიმილით რეაგირებს.

. საკლასო გარემო. ეფექტური გაკვეთილისთვის მნიშვნელოვანია
როგორც მერხების განლაგება (მოცემული მიდგომა სადისკუსიო სტილით განლაგებას მჯობინებს:მოსწავლები
და მასწავლებელი სხედან U-ს ფორმის მაგიდის
ირგვლივ ისე, რომ ერთმანეთს ყველა კარგად ხედავს და მასწავლებელი
ყველა მოსწავლისგან თითქმის თანაბარი
მანძილითაა დაშორებული), ისე კლასის მორთვა საჭირო თვასაჩინოებებით: პლაკატებით, მოსწავლეთა
ნამუშევრებით (არამხოლოდ დაწყებით კლასებში). რაც უფრო ესთეტიური და თბილი
სამუშაო გარემოა კლასში, მით უფრო მშვიდად მიმდინარეობს გაკვეთილები.

კლასის მართვის
დემოკრატიული მოდელი
. მოცემული მოდელიც აქცენტს აკეთებს მოსწავლთა ინდივიდუალობის და უფლებების გათვალისწინებაზე, მაგრამ, ჰუმანისტური მოდელისგან განსხვავებით, მასწავლებელს მმართველის როლს
აკისრებს. კლასის მართვის მოდელი ფსიქოლოგ ალფრედ ადლერის პიროვნების თეორიას ეფუძნება. ამ თეორიის თანახმად,
ადამიანის ქცევის მოტივი გარკვეული მიზნის მიღწევაა. ადლერის აზრით, ბავშის ქევას საფუძვლად ოთხი ძირითადი მიზანი უდევს, უკეთ, ოთხი მოთხოვნილება: ყურადღების ცენტრში ყოფნის, ძალაუფლების
გამოვლენის, რევანშის და არაადევატურად ქცევის. მოცემული მიზნები იერარქიულადაა განლაგებული. ბავშვები
ჯერ ყურადღების მიქცევას ცდილობენ, თუ
არ გამოუვიდათ, მიმართავენ ძალაუფლების დემონსტრირებასიწყებენ დაპირისპირებას აღიარებულ ავტორიტეტებთან (მშობლებსა და პედაგოგებთან), ურჩობენ, ჯიუტობენ,
კამათობენ, წარუმატებლობის
შემთხვევაში გადადიან რევანშზე – აგრესიას ამჟღავნებენ, სხვების დაჩაგვრას იწყებენ ან, პირიქით, გულჩათხრობილები ხდებიან. თუ ასეთი ქცევა უყურადღებოდ დარჩა, მაშინ ბავშვები არაადევატურად იქცევიან, გრძნობენ უსუსურობას,
ავლენენ ადამიანისთვის დამახასიათებელ ღრმად ჩამჯდარ არასრულფასოვნების
კომლექსს.

რუდოლფ დრეიკერსმა ადლერის შეხედულებები განავრცო. მას მიჩნდა, რომ ბავშვები მაშინ იქცევიან ცუდად, როდესაც მიზნის მისაღწევად არასწორ საშუალებებს მიმართავენ. ყურადღების მიპყრობის მისაღები ფორმაკარგად სწავლა ან სოციალურად
მისაღები ქცევის განხორციელება (სპექტაკლის გათამაშება უფროსების თვალწინ, ვინმეს დახმარება). მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვებს ჰგონიათ (ან ნეგატიურიგამოცდილება
აქვთმათ მხოლოდ ცუდისაქციელის
გამო
აქცევდნენ ყურადღებას), რომ ყურადღების
მიქცევის საუკეთესო გზადისციპლინის დარღვევა, სიზარმაცე, ტირილი, ჩხუბი. დრეიკერსმა პედაგოგებისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავაიმის თაობაზე, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირება.

დრეიკერსი ურჩევს პედაგოგებს, არ მიაქციონ განსაკუთრებულყურადღება ბავშვის ცუდ საქციელს, თუ ის სწორედ ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად; სამაგიეროდ, არ დატოვონ უყურადღებოდ და შეაქონ მოსწავლე, როდესაც ის კარგად იქცევა და არ არღვევს
დისციპლინას. მასწავლებელი, რომელიც დაუფარავად გამოხატავს გაღიზიანებას და ბრაზს მოსწავლის არასასურველი
ქცევის გამო, უბრალოდ განამტკიცებს ამ ქვევას. სასურველია, მასწავლებლებმა
მაშინ შეაქონ მოსწავლეები, როდესაც ისინი უსმენენ მასწავლებელს, ასრულებენ დავალებას. ასეთ დროს სასურველი ქცევის განმტკიცება მოხდება.

თუმოსწავლჯიუტობს, ინიანობს და მასწავლებელს მიაჩნია, რომ მისი ქცევის მთავარი მიზანი ძალაუფლების
გამოვლენაა, ბავშვს არც უნდა
დაუპირისპირდეს და არც დაუთმოს, ანუ მიმართოს ასეთ სტრატეგის: ა) აღიაროს, რომ მოსწავლეს
აქვს გარკვეული უფლებები და გავლენის მოხდენის უნარი; ბ) როდესაც შესაძლებელია, დააკისროს მოსწავლეს ცენტრალური როლი (დაავალოს პრეზენტაციისმოწყობა, გუნდური თამაშის დროს დანიშნოს კაპიტნად); გ) თავი არიდოს მოსწავლესთან
დაპირისპირებას; დ) ზოგჯერ მას დახმარებასთხოვოს (მაგალითად,რვეულების
დარიგება, ქოთნის ყვავილების მორწყვა);
ე) პატივისცემით მოეპყრს მოსწავლეებს;
ვ) მასწავლებელი და მოსწავლე უნდა მივიდნენ ურთიერთშეთანხმებამდე ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით.

რევანშის აღების, შურისძიების სურვილი მოსწავლეს მაშინ უჩნდება, როდესაც ის ვერ ექცევა ყურადღების ცენტრში. სასურველია, მასწავლებელმა არ გამოამჟღავნოს, რომ მოსწავლის საქციელმა ანაწყენა, ამიტომ დრეიკერსი მასწავლებლებს სთავაზობს, არ განახორციელონ მოსწავლეთათვის მოსალოდნელი ქცევა.
თუ მოსწავლე შეგნებულად იქცევა ცუდად, მასწავლებელმა აუხსნას, რომ მაინც ძალიან
უყვარს.

. არაადევატურად მოსწავლეები მაშინ იქცევიან, როდესაც უსუსურობასა და არასრულფასოვნებას გრძნობენ (უარს ამბობენ დავალების შესრულებაზე,
გუნდურ თამაშში მონაწილეობაზე), ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეს აგრძნობინოს, რომ მასზე გული არ ასცრუებია,წაახალისოს
მისი ძალისხმევა, მაშინაც კი, თუ ძალისხმევამ არცთუ ისე კარგი შედეგი გამოიღო.

რ. დრეიკერსს მიაჩნდა, რომ მასწავლებლებმა
ხშირად უნდა აუხსნან მოსწავლეებლოგიკური შედეგი, კლასთან ერთად წინასწარ
იმსჯელონ იმის თაობაზე, რა საქციელს რა შედეგი მოჰყვება.

კლასის მართვის
ბიჰევიორისტული მოდელი
. აქამდე განხილული კლასის
მართვის მოდელები უშუალოდ მოსწავლეებზე
იყო ორიენტირებული და ძირითადად პრევენციული ხასიათი
ჰქონდა. ბიჰევიორისტული მიდგომა ქცევის კორექციისკენაა მიმართული, ხოლო მნიშვნელოვანი
როლი მასწავლებელს აკისრია. მოცემული მოდელი
ეყრდნობა ბიჰევიორიზმის, ქცევის მეცნიერების
თეორიას (წარმომადგენლები ჯ. უოტსონი, ე. თორნდაიკი, ბ. სკინერი).

მოცემული თეორიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ქცევის მოდიფიკაციის
(ცვლილების) მოდელს და სისტემური განმტკიცების პროგრამას.

ქცევის მოდიფიკაციის
მოდელი

მოცემულ მოდელზე დაყრდნობით პრისლენდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

ა) არასასურველი, პრობლემური ქცევის განსაზღვრა. პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რა არის არასასურველი ქცევა. არასასურველია
ქცევა, რომელიც ხდება მეტისმეტად ხშირად (ხმამაღლა საუბარი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს) ან მეტისმეტად იშვიათად (მოსწავლეები
არ იწევენ ხელს პასუხის დროს). პრობლემური ქცევის
განსაზღვაში შესაძლოა მონაწილეობა მოსწავლეებმაც
მიიღონ.

ბ) არასასურველი,
პრობლემური ქცევის სერიოზულობის განსაზღვრა
. ასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად სერიოზულია
ეს ქცევა, გაანალიზოს თითოეული შემთხვევა.

გ) ქცევის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრა. მასწავლებელი უნდა დააკვირდეს, რა სიტუაცია უძღვის წინ არასასურველ
ქცევას, რა მოსდევს მას, ხომ არ იწვევს რაიმე ან ვინმე არასასურველი ქცევის პროვოცირებას.

დ) არასასურველი, პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზებისა
და შედეგების ცვლილება.
საჭიროა იმაზე დაკვირვება, ქცევის რაგვარი შედეგი იწვევს მის განმტკიცებას (მაგალითად, როდესაც მოსწავლე ძალიან
ცუდად იქცევა, მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას), ამიტომ ქცევის შედეგიუნდა შეიცვოს. მასწავლებელმა
ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ცუდ ქცევას.

ე) ცვლილებათადაგეგმვა. მას შემდეგ, რაც
ზუსტად განისაზღვრება, რა იწვევდა არასასურველი ქცევის პროვოცირებას და რა შედეგი განმტკიცებდა მას, უნდა მოიფიქრონ ახალი ქცევები.

ვ) სრულყოფა. უკანასკნელ ეტაპზე უნდა მოხდეს ახალი, შეცვლილი სიტუაციის გაანალიზება: შენარჩუნებულია თუ
არა არასასურველი ქცევა, რამდენად ეფექტურია სტრატეგია, რომელსაც მასწავლებელი მიმართავს
არასასურველი ქცევის შემდგომ. ეფექტობის შემთხვევაში ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

სისტემური განმტკიცების პროგრამა.მასწავლებლები ხშირად მიმართავენ
მოსწავლეთა წახალისებას ქებით, ნიშნებით, ყურადღებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ
განმტკიცების ასეთი სისტემა საკმარისი
არ არის, მოსწავლეები ცუდად იქცევიან და საჭიროა უფრო სერიოზული ჩარევა. ასეთ დროს
ჟეტონების სისტემას მიმართავენ. კარგი ქცევის შემთხვევაში მოსწავლე ღებჟეტონს, ცუდი ქცევის შემთხვევაში კი
ართმევენ მას
(ეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთსტიკერები ან მედალიონები, რომლებზეც გაცინებული
და მოწყენილი სახეებია გამოსახული).როდესაც მოსწავლეგანსაზღვრული რაოდენობის
ჟეტონშეგროვებს, გადაცვლის მათ მატერიალურ განმამტკიცებლზე, იღებს პრიზს. პრიზად, განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტკბილეული,სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები.
ასევე – სოციალური განმამტკიცებლები: ქება, ღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან,მნიშვნელოვანია, პრიზი მოსწავლისთვის
სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვვევაში ის ქცევის განმტკიცებას არ გამოიწვევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი