შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

კითხვის უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები (ნაწილი I)

კითხვის უნარი მოიცავს ორ კომპონენტს: კითხვის ტექნიკურ მხარეს და კითხვის აზრობრივ მხარეს. კითხვის ტექნიკური მხარე გულისხმობს კითხვის უნარს, კითხვის ტემპს (სისწრაფეს), კითხვის გამართულობას, აზრობრივი კი გამომსახველობასა და წაკითხულის გააზრებას. 



კითხვის უნარი 



კითხვის უნარის დაუფლების საწყის ეტაპზე ყველა ბავშვი კითხულობს დამარცვლით, შემდეგ პატარა სიტყვების გადაბმულად კითხვას სწავლობს და მერეღა იწყებს რთული სიტყვების გადაბმას. მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს ის კითხვის სინთეზურ მეთოდს ანუ მთელ წინადადებებს კითხულობს. 



კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი განმავითარებელი სავარჯიშოები: 



1. ტექსტში სიტყვის მოძებნა 

ეს შეიძლება იყოს პატარა და ხშირად ხმარებული სიტყვების ძებნა: ის, ყველა, ან, ვინ და ა. შ., ასევე – აზრობრივად დაკავშირებული სიტყვების ძებნა. მაგალითად: „წაიკითხე სიტყვები და მოძებნე ბოსტნეულის აღმნიშვნელი სიტყვები” ან „მართალია თუ არა, რომ რიგით მეოთხე სიტყვა აღნიშნავს წელიწადის დროს?” 



2. ტექსტის კითხვა სიტყვის დაბოლოებებში გამოტოვებული ასოებით 



გზადაკარგუ… დავდივ… აი, დახედ… ჩემს სისხლი… ფეხსა – წყლ… დასალევ… რ… ჩავედი ხევ… , მაშ… ვიტკი… გული მიწუ… გუ… საბრა… დედაჩე…! 



3. ტექსტის კითხვა სიტყვაში ნებისმიერ ადგილას გამოტოვებული ასოებით 



სა…ლო …დაჩემი! მანამ დე… მყვ…და …ხალი, სულ ალერს… ვყვანდი 



4. ისეთი ტექსტის კითხვა, რომელშიც გამოტოვებულია მთლიანი სიტყვები 



დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც ______ . ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც ________ და ვახშამს შემოუსხდნენ. 



5. გისოსებთან მუშაობა

6. ისეთი ტექსტის კითხვა, რომლის სიტყვებშიც ასოებია არეული

იყო და არა იყო რავღისთ უკეთესი რა იქნებოდა!იყო ერთი დედილიბუ სამეფორომელსაცბრძენი და თლიარასამნი ხელმწიფე განაგებდა.

კითხვის ტემპი

კითხვის ტემპი (სისწრაფე) განისაზღვრება წუთში წარმოთქმული სიტყვების რაოდენობით. მოსწავლემ სასწავლო დატვირთვას რომ გაუძლოს, მისი კითხვის ტემპი მუდმივად უნდა იზრდებოდეს. ამას ხელს შეუწყობს შემდეგი სავარჯიშოები:

1. „დაეწიე”

მასწავლებელი ან მოსწავლე ტექსტს ხმამაღლა კითხულობენ, დანარჩენები ცდილობენ, გაუსწრონ მას (თავისთვის ჩუმად კითხულობენ და ეჯიბრებიან მკითხველს).

2. თითო წინადადების კითხვა წყვილებში ან ჯგუფებში

ვისი წყვილი (ჯგუფი) უფრო ადრე დაამთავრებს კითხვას. წყვილებში კითხვა ავარჯიშებს ყურადღებას და დადებითად მოქმედებს კითხვის უნარის განვითარებაზე.

3. დინამიკური კითხვა

დაფაზე ან ფურცელზე ჩამოწერილია 5-7 სიტყვა, რომლებშიც თანდათანობით იმატებს ასოების რაოდენობა.

4. ბინარული კითხვა

ორი მოსწავლე ერთდროულად კითხულობს ერთსა და იმავე ტექსტს.

5. „ბუქსირი”

მასწავლებელი კითხულობს ხმამაღლა და დროდადრო კითხვის ტემპს ცვლის. მოსწავლეები ცდილობენ, იკითხონ იმავე ტემპით.

6. „სატყუარა”

მასწავლებელი ან მოსწავლე ხმამაღლა კითხულობენ ნაცნობ ტექსტს და მასში ზოგიერთ სიტყვას სინონიმით ცვლიან.მოსწავლეები ეძებენ შეცვლილ სიტყვას.

7. „თავი და ბოლო”

მასწავლებელი იწყებს წინადადების კითხვას, მოსწავლეები პოულობენ მას ტექსტში და მასთან ერთად აგრძელებენ კითხვას.

8. „ვინ უფრო სწრაფად?

დაფაზე დაწერილია წინადადება, მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ტექსტები. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები ცდილობენ, სხვაზე ადრე იპოვონ ტექსტში ეს წინადადება.

გამართული კითხვა.

ეს უშეცდომო კითხვაა – ბგერების, მარცვლების, დაბოლოებათა გამოტოვების, შეცვლის, დამახინჯების გარეშეამ უნარის ფორმირებისთვის სასარგებლოა ყურადღებისა და მეხსიერების განმავითარებელი სავარჯიშოები.

დავალება 1.

ყურადღებით დააკვირდი სურათს


– რამდენი „ა” ასოა ცხრილში?

 რომელი ასოა ზედა მარცხენა კუთხეში? ქვედა მარჯვენა კუთხეში? – სურათზე წერია თუ არა სიტყვა „დავა”რამდენჯერ წერიარომელი ასო უნდა დავამატოთ, რომ მივიღოთ სიტყვა „ბადე”?

– რომელი ასოა ყველაზე მეტი და დიდი სურათზე?

– რომელია მეტი: ხმოვანი თუ თანხმოვანი?

დავალება2.


უპასუხეთ კითხვებს და ჩასვით გამოტოვებული ბგერები. 

– რა ეწოდება საგანს, რომელსაც ვკითხულობთ?

– წელიწადის რომელი დროა ეს?

– რა ყვავილია ეს?

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

– რომელი სიტყვით შეიძლება შევცვალოთ სიტყვები: ზეცა? მნათი?

დავალება 3.

მარცხენა ცხრილში მოცემული ციფრების თანმიმდევრობით გადაწერე რვეულში ასოები მარჯვენა ცხრილიდან (გადაწერას იწყებ მარცხენა ზედა ციფრიდან ჰორიზონტალური მიმართულებით). სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებ გამოცანას. იპოვე პასუხი გამოცანაზე.




* გახაზე სიტყვები, რომლებიც მარცვალიცაა და სიტყვაც

რძე ტანკი მზე ყვავილი ტყე პირამიდა ფუნთუშა სვე მინდორი ძროხა შრე

დავალება 4.

გაიმეორეთ მასწავლებლის ნათქვამი (მასწავლებელი წყვილებად ასახელებს ხმოვანებით მსგავს სიტყვებს)

დოლი – ბოლიღომი – ლომიტორი – ქორი.

* გაიმეორეთ ენის გასატეხიწინადადება, ტექსტი.

* ისწავლეთ ლექსი.

ასევე სასარგებლოა სიტყვების კითხვა, რომლებიც:

* განსხვავდება ერთი ასოთი;

* მსგავსფუძიანია;

* მსგავს პრეფიქს-სუფიქსიანია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“