შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ შეიქმნა მცხეთის ინტერაქტიური რუკა

არაფორმალური განათლების ამოცანა უმეტესად მოსწავლეებისათვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება, ბუნებრივ გარემოში მათი პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოებაა.  გარდა ამისა, არაფორმალური განათლების ამოცანაა მოსწავლისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რისი მიწოდებაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხერხდება, ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც მოსწავლეს წაადგებოდა.

პანდემიის შემდეგ , სასკოლო გარემოში დაბრუნებისას, ნამდვილი გამოწვევა  იყო მცხეთის პირველ საჯარო  სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტუმრობა. მათ მიერ შემოთავაზებული წინადადება  USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში იდეატორთა კლუბის ჩამოყალიბების თობაზე მაშინვე აიტაცეს ბავშვებმა, სახელიც  შეურჩიეს, „კრეატორები“.  პირველი შეხვედრაც დაიგეგმა.

ბევრი იდეა ჰქონდათ ბავშვებს. არჩევანი მცხეთაზე გააკეთეს, მიზნად დაისახეს : ვიზიტორებისთვის გაეცნოთ მცხეთის ნაკლებად ცნობილი ღირშესანიშნავი ადგილები,  რათა კიდევ უფრო პოპულარული გამხდარიყო ძველი სატახტო ქალაქი. ყველაფერ ამას კი განხორციელება სჭირდებოდა. მენტორების მხარდაჭერით ბავშვებმა შეუძლებელი შეძლეს, ჩაერთვნენ მშობლებიც და ძალზე შინაარსიანი და საინტერესო მუშაობა წარიმართა: ბავშვებმა  გადაინაწილეს საქმიანობები, შედგა მცირე ჯგუფები და შეუდგნენ მცხეთის ღირშესანიშნავი ადგილების ფოტოების გადაღებას და მათ შესახებ მასალის მოძიებას.  შექმნეს მათი ისტორიების ამსახველი ხელნაწერები და გააკეთეს აუდიო ჩანაწერები რადგან მთავარი პროდუქტი – მცხეთის ინტერაქტიურ რუკა შეექმნათ და მათ მიერ მოპოვებული და შექმნილი მასალები მათ მიერვე ამ რუკაზე მონიშნულ წერტილებზე დაესვათ.

საინტერესოდ მიმდინარებდა კლუბის მუშაობა, განსაკუთრებით ელოდებოდნენ კლუბის წევრები უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს (ლ.კვარაცხელია, მ.ბოჭორიშვილი) და სტუდენტების (ანა ახალაია, ანა ყაზაიშვილი) სტუმრობას, რომ გაეზიარებინათ საკუთარი  ემოციები და სურვილები. მათი თანადგომა და გამხნევება დიდ სტიმულს აძლევდა ბავშვებს და კიდევ უფრო  მონდომებით განაგრძობდნენ მუშაობას. კლუბის წევრებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან ერთად საველე  მეცანეობა.

კლუბის წევრებმა შეაგროვეს უამრავი ფოტომასალა,  შექმნეს  ელექტრონული წიგნები, კალენდრები, ფოტოალბომები, შეიკერეს სამახსოვრო ჩანთები, რომელზეც, ასევე, დაიტანეს მათ მიერ გადაღებული ფოტები და მათ მიერ შექმნილი რუკის QR კოდი.

კლუბის წევრების მიერ ინდივიდუალურად შექმნილი ელექტრონული წიგნები:

  1. ლუკა მაჩხანელი – გეთსამანია

https://www.storyjumper.com/book/read/135133532/62853df2d64fc

  1. ბარბარე ხატისაშვილი – მცხეთის ტაძრები

https://www.storyjumper.com/book/read/134705262/62817f7cdd0f4

  1. ნიტა გიგინეიშვილი – სამთავროს ველზე ნამოსახლარი და სამარხები

https://www.storyjumper.com/book/read/134828512/62829583637f9

  1. გაბრიელ ჯირკვალიძე, ლაშა ნასყიდაშვილი – ოლღას მონასტერი

https://www.storyjumper.com/book/read/134702562/62814c8148b09

  1. ანანო არეშიძე – ჯვრის მონასტერი

https://www.storyjumper.com/book/read/135393812/6286853f11952

ერთობლივად შერქმნილი საერთო ელექტრონული წიგნი:

https://www.storyjumper.com/book/read/134829912/6285f169155fa

ასე მივიწევდით თანდათან წინ და ასე შეიქმნა კლუბის უმთავრესი პროდუქტი –  იდეატორების ინტერაქტიური რუკა. სადაც  Google My Maps-ის დახმარებით, დაიტანეს  ის  ტურისტული ობიექტები – მცხეთის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და სანახაობრივად საინტერესო ადგილები, რომლებზეც თვითონ იმუშავეს,  იდეატორთა პიქტოგრამის გააქტიურებისას რუკაზე იხსნება ობიექტის ფოტოები, ასევე, მოსწავლის აუდიო და ხელნაწერი აღწერილობა.

იხ. ბმული

https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?fbclid=IwAR2RW_QR87mp5TNw-tzs77svx751UD16qA8BQKIi1Q4stLdtUqIwf_kpou8&mid=1mcww4rzdybDYCFkAJq_hYtPVw6edANw8&ll=41.84779009064918%2C44.68671855&z=13

ამ კლუბმა სკოლაში პანდემიის შემდგომ რაღაც შეცვალა და სკოლის დირექციამ გადაწყვითა იდეატორთა კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა  მოეწყო – განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელიც იდეატორთა კლუბის წევრებმა წარადგინეს თანასკოლელებისთვის, პედაგოგებისთვის და მოწვეული  სტუმრებისთვის. შეხვედრა ძალზე საინტერესო და შინაარსიანი გამოვიდა, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მასწავლებელები და მშობლები . განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მათ მიერ შექმნილმა ინტერაქტიურმა რუკამ, რომელიც პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის დაგვირგვინება იყო.

ნონა ქორიძე  (მშობელი) –  აღფრთოვანებული ვარ იდეით, შესრულებული სამუშაოთი, შედეგით. ასეთი დონის სასკოლო პროექტის გაკეთება თუ შეიძლებოდა ვერც წარმოვიდგენდი.

ქეთევან ბედოშვილი (მშობელი) – მე და ჩემი შვილი აქტიურად ვიყავით ჩართული იდეატორთა კლუბში. თავდაპირველად უფრო პასუხისმგებლობა მიბიძგებდა დავხმარებოდი ბავშვს და მასთან ერთად მემუშავა ამ პროექტზე. თუმცა, იმდენად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ეს ყველაფერი, რომ მხოლოდ მე კი არა-მამაც ჩავრთეთ.  პატარა იდეატორებმა იმდენად საინტერესო იდეები შემოგვთავაზეს, რომ წარმოუდგენელი იყო არ ჩავრთულიყავით მათთან ერთად ამ საინტერესო თავგადასავალში – იქნებოდა ეს საინტერესო ადგილების მონახულება, ფოტოების გადაღება, ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული წიგნის შექმნა, აუდიო ჩანაწერის გაკეთება და მრავალი სხვა.

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დასკვნით პრეზენტაცია ძალიან მასშტაბური გამოვიდა. ბედნიერი და ამაყი ვიყავით ყველანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მშობლის როლი ძალიან დიდია ბავშვის წინსვლის, განვითარებისა და მოტივაციისთვის.

მადლობა ჩვენ სკოლას, ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს, მშობლებს. ვფიქრობ, ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.

ბარბარე ხატისაშვილი (V  კლასი – იდეატორთა კლუბის წევრი) – მე ძალიან მიხარია, რომ იდეატორთა კლუბის წევრი ვარ. ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა.  მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, ჩემ სკოლას, მეგობრებს, ჩემს მშობლებს, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. იმედი მაქვს კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებთ იდეატორები ერთად.

კლუბის წევრებს მუშაობის დასრულება არ ეთმობოდათ. საზაფხულო აქტივობებიც კი დაგეგმეს. მენტორებთან ერთად ექსკურსიების მოწყობა მათ მიერ „აღმოჩენილ“ ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულ ადგლებში. მომდევნო სასწავლო წლისთვისაც აქვთ დაგეგმილი აქტივობები და დიდი იმედი  აქვთ , რომ შეძლებენ მათ განხორციელებას.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა  მასწავლებელებს და მოსწავლეებს. მათი მხარდაჭერით ბაშვებმა შეძლეს  იდეების განხორციელება, თითოეულმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

ამ ურთიერთობებემა კიდევ ერთხელ დაგვანახა და გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრეებაში, რომელიც იძლევა არა მხოლოდ ცოდნას,  არამედ ისეთ უნარებს, როგორიცაა საკომუნიკაციო უნარები, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მსგავსი უნარი, რომელიც წარმოადგენს  დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრაციისათვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი