ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გავაცოცხლოთ წიგნები

წიგნის მაღაზია ლიგამუსში 27 თებერვალს , ილიაუნის ახალი პროექტის – LIBRI VIVI – ს პრეზენტაცია გაიმართა. LIBRI VIVI ცოცხალ წიგნებს ნიშნავს. პროექტი ინოვაციურია , რომლიც საშუალებას აძლევს მკითხველსა და ავტორს ურთიერთობის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ალბათ ბევრ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაჩენია სურვილი, თვალი ედევნებინა ლიტერატურული ნაწარმოების შექმნის პროცესისთვის. გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრება მწერლისთვის და ყოფილიყო პირველი იმ ადამიანთა შორის ვისაც წილად ხვდა ბედნიერება ჯერ კიდევ შექმნის პროცესში მყოფი ახალი რომანის კითხვისა. ალბათ ერთეულებია იმ ადამიანთა რიცხვი ვისაც ავტორები ამის უფლებას აძლევენ. მწერლისთვის ხომ დაუსრულებელი რომანი დაუბადებელ ბავშვს გავს , მუცლად მყოფი კი იმდენად ინტიმურია ბევრისთვის საჩვენებლად არ გემეტება. libri vivi ს მეშვეობით ქართულ რეალობაში პირველად , თანამედროვე ქართველი მწერლები ნაწარმოების შექმნის პროცესში მკითხველთან ინტერაქტიული ფორმით იურთიერთებენ .

librivivi.ge ს მიზანია მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთოს თანამედროვე ლიტერატურის შესახებ მსჯელობაში. მკითხველს საშუალება ქონდეს შექმნის პროცესში მყოფი ნაწარმოების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიაროს ავტორს. მწერლებმა კი მუდმივი კავშირი შეინარჩუნონ აუდიტორიასთან. ამჟამად librvivi– ს ავტორები არიან : აკა მორჩილაძე , ანა კორძაია სამადაშვილი , ნინო ტეფნაძე , ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე , ზურა ჯიშკარიანი. მწერალთა რაოდენობა უახლოეს მომავალში ბევრად გაიზრდება . საიტი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის რომელთაც აქვთ სურვილი ჩაერთონ წიგნის შექმნის ცოცხალ პროცესში და განათავსონ საკუთარი ნაწარმოებები .

LiveBooks 085053 610x106 როგორ გავაცოცხლოთ წიგნები

librivivi.ge ადმინისტრატორი და ერთ ერთი ავტორი ანინა ტეფნაძეა რომელიც პროექტის შესახებ გვიყვება:

საიტი გათვლილია იმ ადამიანებზე რომელთაც უყვართ ინტერნეტში კითხვა, სამწუხაროდ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიან მცირედ მოიძებნება ამ სივრცეში. უმეტეს შემთხვევაში მკითხველს უწევს შეიძინოს ჰარდ კოპი, ანუ თვითონ წიგნი, ამ შემთხვევაში შეუძლიათ მათ , ერთი მხრივ წაიკითხონ წიგნი წერის პროცესში, მეორე მხრივ თავადაც ჩაერთონ ამ პროცესში: დაუკომენტარონ ავტორს, შესავაზონ ამბის განვითარების სხვადასხვა ხერხები , მესამე არის ის რომ ეს გაცილებით იაფია ვიდრე ნებისმიერი წიგნი რომელიც შეგიძლიათ ნახოთ წიგნის მაღაზიებში. librivivi არის ყველასათვის ხელმისაწვდომი , ყველასათვის ღია პროექტი . ავტორები გამოაქვეყნებენ საიტზე როგორც რომანებს, ასევე მოთხრობებს, ესეებს ანუ ყველაფერს რასაც წერენ.

librivivi ს შესახებ მწერალ ანა კორძაია სამადაშვილსაც გავესაუბრე :

” მსგავსი არასოდეს არაფერი გამიკეთებია , სიმართლე გითხრათ როდესაც ვწერდი , რამდენიმე ადამიანი მის დაუსრულებელ სახეს კითხულობდა ხოლმე, მაგრამ ისიც საკმაოდ გვიან მიდიოდა მკითხველთან ამ შემთხვევაშიც ვეჭვობ ასე იქნება.

ინტერაქცია კაი თამაშია, თუ რამე საინტერესო შემომთავაზეს რატომაც არა, მაგრამ რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია და ახლა ყველას აზრს რომ გავედევნო ცხადია დავიღუპები. ”

ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის აზრით librivivi გარკვეულწილად ხსნის “კოპირაითის” პრობლემას მწერლებისთვის ,

დღეს უამრავი საიტი არსებობს სადაც იტვირთება სხვადასხვა სკანირების პროგრამით მოპარული ან არმოპარული ტექსტები , ამ შემთხვევაში კი როცა მწერალი წერის პროცესშია მის არანაირ ტექსტის მოპარვას აზრი არ აქვს, რადგან ეს ტექსტი არის ცვალებადი, ან პოტენციურად ცვალებადი ყოველ შემდგომ მომენტში. საბოლოო ჯამში კი ეს ტექსტები შეიძლება არც დამთავრდეს.

librivivi.ge პორტალზე რეგისტრაცია 10 მარტამდე უფასო იქნება : ყოველი რეგისტრირებული მომხმარებელი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს უფასოდ წვდომას სასურველ ავტორებზე . შემდგომში კი რეგისტრაცია ფასიანი გახდება ყოველი ავტორის “წლიური გამოწერის” ფასი იქნება ბევრად უფრო ნაკლები , ვიდრე წლის განმავლობაში რამდენიმე “მყარი” წიგნის შეძენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი