პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ პირვეკლასელებს სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში?

როგორ დავეხმაროთ პირვეკლასელებს სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში? (კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები – ნატიფი მოტორიკა, სივრცეში ორიენტაციის უნარი)

სკოლაში სწავლების დასაწყისი სრულიად ცვლის ბავშვის ცხოვრებას. იგი პირველ ნაბიჯებს დგამს საქმიანცხოვრებაში, სადაც წამყვანი წესები და მოვალეობებია.

იმისათვის, რომ ბავშვი უმტკივნეულოდ შეეგუოს ახალ გარემოს და იოლად დაეუფლოს აკადემიურ საქმიანობას,აუცილებელია რომ იგი იყოს მომწიფებული:

  1. ფიზიკური;
  2. კოგნიტური (შემეცნებითი);
  3. სოციალურპირონული თვალსაზრისით.

მაგრამ გამოცდილ პედაგოგებს მოგეხსენებათ, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად არ არის მომწიფებული სკოლისთვისდა ზოგ შემთხვევაში ერთ კლასში სხვადასხვა ასაკის ბავშვებიც ხვდებიან. თუმცა, ერთი და იმავე ასაკობრივჯგუფში (მეტრიკული ასაკი) არიან ბავშვები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგანბიოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების მახასიათებელებით.

ქვემოთ დაწვრილებით შევეხებით, თუ რა მოაზრება სასკოლო მზაობის ქვეშ და როგორ შეიძლება, პირველ კლასში,პედაგოგმა უზრუნველყოს სკოლაში სწავლისთვის აუცლებელი უნარების განვითარება.

ფიზიკური მზაობაოგორც ცნობილია, გაკვეთილი განსაზღვრული წესრიგით ხასიათდება. ამიტომ, ბავშვმასკოლაში სიარული და ყველა სასწავლო დავალების შესრულება რომ შეძლოს, აუცილებელია ორგანიზმიფიზიკურად განვითარებული ჰქონდეს და მოტორული აპარატის მიზანდასახული მართვა შეეძლოს. დიდიმნიშვნელობა აქვს ბავშვის ძვალხრტილოვანი და კუნთური სისტემის მომწიფების დონეს.

ანატომიურფიზიოლოგიური მომწიფებიდან ყურადსაღებია შემდეგი:

  • მსხვილი კუნთების განვითარება წინ უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, ამიტომ ბავშვები უკეთასრულებენ შედარებით ფართე ამპლიტუდიან მოძრაობებს, ვიდრე იმ მოძრაობებს, რომლებიც დიდსიზუსტეს მოითხოვს. უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობას კარგად შეუძლია სირბილი,ორ და ცალ ფეხზე ხტომა, ცალ ფეხზე წონასწორობის დაცვა, ბურთით თამაში.
  • ნატიფი მოტორიკა განსაკუთრებით ინტენსიურად 6-7 წლის ასაკისთვის ვითარდება. მისი განვითარებისშედეგია თითების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების შესრულებისა და თვალისა და ხელის კოორდინაციისუნარი. ბავშვებს ამ დროისთვის უკვე თავისუფლად შეუძლიათ პლასტელინითა და ფანქრით მუშაობა,თუმცა ზოგიერთ 5 – 6 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც შეიძლება გაუჭირდეს რომბის დახატვა ან ასოების კარგადგამოყვანა.
  • 6 წლისთვის იზრდება ნერვული პროცესების მდგრადობა. სკოლამდელ ასაკთან შედარებით უფრო მეტადშეინიშნება აგზნების და შეკავების პროცესების თანასწორობა. თუმცა აგზნების პროცესები მაინც უპირატესია(რაც განაპირობებს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ დამახასიათებელ თავისებურებებს,როგორიცაა მოუსვენრობა, მომატებული ემოციური აგზნება).

კოგნიტური (შემეცნებითი) მზაობა მოიცავს:

  1. აღქმის დანაწევრებას (მოიაზრება მთელიდან დეტალების გამოყოფა და დეტალების ერთ მთლიან ხატადგაერთიანება);
  2. ყურადღების კონცენტრაციას;
  3. ანალიტიკურ აზროვნებას; მოვლენებს შორის კავშირის და მიმართების დამყარების უნარს;
  4. ლოგიკურ დამახსოვრებას;
  5. ნიმუშით ხელმძღვანელობის უნარს.

სოციალურ-პიროვნული მზაობამოიაზრებს მოტივაციურ, სოციალურ და ნებელობით -ემოციურ სფეროს.

მოტივაციის ქვეშ სწავლის მოტივის დომინირება მოიაზრება, რომელიც მოტივების ორ ჯგუფს აერთიანებს: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება:

  1. სასწავლო საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოტივები: ესენია ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
  2. მეორე ჯგუფს წარმოადგენს სწავლის ფართო სოციალური მოტივები, ანუ მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექების და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან.

ზოგი მეცნიერი სწავლის მოტივის ქვეშ მიღწევის მოტივსაც აერთიანებს. მიღწევის მოტივი არ არის დაკავშირებული ადამიანის საქმიანობის რომელიმე კონკრეტულ სფეროსთან და არის ზოგადად, მოტივაციური სფეროს თავისებურება, რომელიც შედეგის მიღწევისკენ სწრაფვაში ვლინდება.

სოციალური მზაობა:

  1. ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება და უნარი, დაუქვემდებაროს საკუთარი ქცევა ბავშვების ჯგუფის წესებს;
  2. მოსწავლის როლის შესრულების უნარი (გაიგოს უფროსის მოთხოვნა და შეასრულოს მაშინ, როდესაც ამას მისგან მოითხოვენ);
  3. ქცევის სიტუაციის შესაბამისად მართვის უნარი.

ემოციური მზაობაზე კი მეტყველებს:

  1. იმპულსური რეაქციების შემცირება და იმპულსის შეკავების უნარი;
  2. უინტერესო საქმის ხანგრძლივად კეთების უნარი;
  3. ემოციის სიტყვით რეგულირების უნარი.

მაშ ასე, სასკოლო მზაობა ბავშვის ფსიქიკური განვითარების აუცილებელი და საკმარისი დონეა, რაც აუცილებელიაბავშვის სკოლაში წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

იმისათვის, რომ ბავშვი მზად იყოს სკოლაში აკადემიური საქმიანობისთვის: წერაკითხვისა და მათემატიკისწარმატებით ასათვისებლად და სასკოლო თუ საკლასო მოთხოვნების შესასრულებლად, აუცილებელია:მომწიფებული ჰქონდეს:

  1. შემეცნებითი უნარები: აღქმა, მეხსიერება, აზროვნება;
  2. მეტყველების უნარები: აზრის სიტყვებით ჩამოყალიბება და სხვისი მეტყველების გაგება;
  3. პიროვნულემოციური სფერო;
  4. ნებელობა.

როგორ შეიძლება, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეს აღნიშნული უნარების განვითარებაში?

შემოგთავაზებთ კონკრეტულ გზას და აქტივობებს, რომელიც პატარა მოსწავლეებს განუვითარებს: ნატიფ მოტორიკას, სივრცეში ორიენტაციის, მასწავლებლის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედების უნარებს. აღნიშნული უნარების განვითარებაზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს აკადემიური უნარების (წერა – კითხვის, მათემატიკის) დაუფლებაში.

აღნიშნული დავალებების შედგენისას დავეყრდენით მოსაზრებას, რომ პატარა მოსწავლეს სასწავლო აქტივობისკენ უბიძგებს ფსიქოგენური (ახალი შთაბეჭდილების მიღების, ცნობისმოყვარეობის) დადა სოციოგენური (მასწავლებლის მხრიდან შექების, აღიარების) მოთხოვნილებები.

პირველი ტიპის დავალებების წარმოადგებს ლევ ვიგოტსკის სკოლის წარმომადგენელი, დ. ელკონინის მიერ შედგენილი მეთოდიკის ,,გრაფიკული კარნახის” გართულებულ ვარიანტს. აღნიშნულ მეთოდიკას დ. ელკონინი სასკოლო მზაობის დასადგენად იყენებდა და მოსწავლეებს შემდეგ ინსტრუქციას სთავაზობდა:

ერთი უჯრა მარჯვნივ, ერთი უჯრა ზემოთ, ერთი უჯრა მარჯვნივ, ერთი უჯრა ქვემოთ, ერთი უჯრა მარჯვნივ,ერთი უჯრა ზემოთ, ერთი უჯრა მარჯვნივ, ერთი უჯრა ქვემოთ, ერთი უჯრა მარჯვნივ, ერთი უჯრა ზემოთ, ერთიუჯრა მარჯვნივ, ერთი უჯრა ქვემოთ, ერთი უჯრა მარჯვნივ (მიღებული ფიგურა იხილეთ დანართში, სურათი ¹1).მიუხედავად მოცემული დავალების ეფექტურობისა, ბავშვებს ერთიდაიმავე ორნამენტების ხატვა ძალიანბეზრდებათ. ამისათვის, ჩვენ შევიმუშავეთ აქტივობები, სადაც ორნამენტის მაგივრად ბავშვები ხატავენ ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანის გამოსახულებებს,ოღონდ მათ არ იციან, თუ რა გამოვა საბოლოოდ. ბავშვები ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისათვის ახდენენ საკუთარი ძალების აქტივაციას. ამიტომ, დავალება რომელიც პირველკლასელისგან დიდ ძალისხმევას და მოქმედების ნებელობით რეგულაციას მოითხოვს, მისთვის ძალიან სახალისო და საინტერესოა. დავალება დადებითი ემოციური მუხტით მიმდინარეობს.

გთავაზობთ აღნიშნული დავალების შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციებსა და დანართის სახით ილუსტრაციებს. საჭიროდ მივიჩნევთ დაზუსტებას, რომ დავალებების შესრულება მხოლოდ I კლასის მეორე სემესტრიდან არის მიზანშეწონილი.

ინსტრუქცია: ახლა ჩვენ სახატავ გამოცანას შევასრულებთ და სხვადასხვა ფიგურებს დავხატავთ. ყურადღებითმომისმინეთ და მიჰყევით ჩემს ინსტრუქციებს, დავალების სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენგამოსახულებას მიიღებთ. მე გეტყვით, თუ რომელ მხარეს და და რამდენ უჯრაზე უნდა გაავლოთ ხაზი. როდესაცგაუსმევთ ხაზს, დამიცადეთ, სანამ მე არ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ ამის შემდეგ. ყოველი ახალი ხაზი დაიწყეთიქიდან, სადაც დაასრულეთ წინა ხაზის გასმა. არ მოაცილოთ ფანქარი ქაღალდს. ყველას გვახსოვს, სად არისმარჯვენა ხელი? აწიეთ მარჯვენა ხელი. ხედავთ მარჯვნივ ჩვენ კარი გვაქვს (ვაძლევთ რაიმე რეალურ ორიენტირს).ასე რომ, როცა გეტყვით გაავლეთ ხაზი მარჯვნივ, თქვენ ავლებთ კარისკენ (აი ასე, დაფაზე მასწავლებელი ავლებსმარჯვენა მხარეს ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ სანამ მოსწავლეები აქტივობას კარგად აითვისებენ, მასწავლებელმამოახდინოს მისი დემონსტრაცია დაფაზე).

აქტივობა 1.

ახლა კი ფანქრის წვერი დადეთ აღნიშნულ წერტილზე. ყურადღებით, ვიწყებთ ხატვას. 3 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრაზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 5 უჯრა ქვემოთ, 6 უჯრა მარჯვნივ, 2 უჯრა ქვემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 6 უჯრა ქვემოთ, 8უჯრა მარცხნივ, 7 უჯრა ზემოთ, 4 უჯრა მარცხნივ (მიღებული ფიგურა იხილეთ დანართში, სურათი ¹3). რაგამოვიდა? შეგიძლიათ გააფერადოთ. (ბატი).

აქტივობა 2.

1 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 1უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარჯვნივ, 5 უჯრაქვემოთ, 6 უჯრა მარჯვნივ, 1 უჯრა ზემოთ, 1 უჯრა მარცხნივ, 1 უჯრა ზემოთ, 2 უჯრა მარჯვნივ, 9 უჯრა ქვემოთ, 1უჯრა მარცხნივ, 4 უჯრა ზემოთ, 6 უჯრა მარცხნივ, 4 უჯრა ქვემოთ, 1 უჯრა მარცხნივ, 9 უჯრა ზემოთ, 2 უჯრამარცხნივ. (მიღებული ფიგურა იხილეთ დანართში, სურათი ¹4) (ძაღლი).

ამგვარად, თავდაპირველად ბავშვი კარგად ასრულებს დავალებას ცნობისმოყვარეობის გამო, შემდეგ კიცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, ბავშვისათვის საინტერესო ხდება დავალების კარგად შესრულებისსურვილი. შემდეგ უკვე დავალება იწვევს მოქმედებას. ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ მოსინჯოს საკუთარი თავიახალი დავალების შესრულებაში. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერა, მოსწავლისწაქეზება, მისი ძალისხმების აღნიშვნა, წარმატების დაფიქსირება.

მაგალითი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი