სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სამეცნიერო სტატია-რესურსი ბიოლოგიის სწავლებაში

ბიოლოგიის სწავლების პროცესი,მოსწავლეთა დაინტერესების და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისათვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული თემატიკის განხილვის დროს, ბიოლოგიის და მედიცინის უახლესი მიღწევების გაცნობა, საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და „ჩავითრიოთ” ისინი სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ეფექტურად შეიძლება სამეცნიერო სტატიების და საგაზეთო პუბლიკაციების გამოყენება.

გთავაზობთ რამოდენიმე სიახლეს, რომელიც მომზადებულია – Newswise, Medical News – 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.ეს სტატიები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მისი შეხედულე-ბისამებრ ანატომიის შესწავლისას,როგორც მერვე და მეათე კლასში,ასევე მეცხრე კლასში (შეგახსენებთ 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს– „2012-2013 სასწავლო წელს მეცხრეკლასელმა მოსწავლემ საგანი “ბიოლოგია” გაიაროს მე-9 კლასის ახალი პროგრამისა და 2012 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების მიხედვით და დამატებით გაიაროს მე-8 კლასის ბიოლოგიის ახალი პროგრამის იმ შედეგების საკითხები, რომლებიც არ აქვს მიღწეული, მაგ.: ადამიანის ანატომია (იხ.თავი 2.2.) ამისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც 2012 წელს გრიფირებული მე-8 კლასის ბიოლოგიის, ასევე ძველი, 2008 წელს გრიფირებული მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოები.”)

ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია თრომბთან წარმატებული ბრძოლა

სისხლის ცირკულაციის დარღვევა,გულის ,ფილტვის და ტვინის მიმართულებით,რო-მელიც გამოწვეულია სისხლძარრვების თრომბოზით-სიკვდილის ან ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.ამ დაავადებების მკურნალობა ან პროფილაქტიკა წარმოებს ტრომბის დამშლელი( სისხლის გამათხელებელი) ძლიერმოქმედი საშუალებებით,თუმცა ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ცირკულირებენ სისხლში და თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა -სისხლდენა,რომელიც სახიფათოა ორგანიზმისათვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის(აშშ) სპეციალისტებმა შექმნეს ახალი ბიო- სტრატეგია,რომლის საშუალებით შესაძლებელია ნანოთერაპიული საშუალებები ზუსტად მიტანილი იქნას სისხლძარღვში იმ ადგილას, სადაც არის ტრომბის წარმოქმის საშიშროება ან დაშალოს წარმოქმნილი კოლტი.

ნანოთერაპიული საშუალება აქტიურდება სისხლძარღვის შიგნით,რისკის ზონაში ნანონა-წილაკები იწყებენ დაშლას,გამოყოფენ აქტიური ნივთიერებით დაფარულ ნაწილაკებს, რომლებიც შლიან წარმოქმნილ კოლტს.(იხ.სურათი)

ცდებმა აჩვენა ,რომ მეთოდიკა საშუალებას იძლევა ტრომბის დასაშლელად გამოყე-ნებული იქნას წამლის მინიმალური რაოდენობა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით იქნებოდა საკმარისი,რაც მინიმალურად ამცირებს გვერდითი მოვლენების(სისხლისდენა) საფრთხეს.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებული ჟურნალ Science-ში.დიდ გავლენას მოახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის თრომბოემბოლიის , ინსულტების და სხვა დაავადებე-ბის მკურნალობაში,რომელებსაც შეუძლიათ უეცარი სიკვდილის გამოწვევა.

ღეროვანი უჯრედებით შეძლეს ნამგლისებური ანემიის განკურნება

ამერიკელმა ექიმებმა ილინოისის უნივერსიტეტიდან( ჩიკაგო) შეძლეს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით განეკურნათ ნამგლისებური ანემიით დაავადებული პაციენტი იუწყება საიტი Newswise.

ნამგლისებური ანემია – მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლო-ბინის აგებულების ცვლილებით. მემკვიდრული მუტაციის შედეგად,ხდება ერთი ამინომჟავის მეორით ჩანაცვლება,ჰემოგლობინი იღებს სპეციფიურ ფორმას,რის შედეგადაც ერითროციტებს აქვთ დამახასიათებელი- ნამგლისებური ფორმა.ამასთანავე დაავადებული სისხლის წითელი სხეულაკები ხდებიან მყიფე და შეიძლება დაახშონ სისხლძარღვის მცირე კაპილარები.

ნამგლისებური ანემიის სიმპტომებია: -დაღლილობა,მოვლითი ტკივილები,თითების ტკივილი და შეშუპება, ელენთის და ღვიძლის სისხლძარღვების ტრომბოზი.

დონორის (პაციენტის და) სისხლის სპეციალური მოწყობილობით დამუშავების შემდეგ შეძლეს მიეღოთ ღეროვანი უჯრედები. იმისათვის, რომ შეემცირებინათ პაციენტის ორგანიზმის უაროფითი რეაქციის რისკი(უცხო სხეულის უარყოფა), მას გარკვეული პერიოდი აძლევდნენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ პრეპარატს , უშალოდ პროცედურის წინ კი მოახდინეს მისი მცირე დოზით დასხივება და მხოლოდ ამის შემდგომ მახდინეს დონორის სისხლის გადასხმა.

გადანერგვიდან ექვსი თვის შემდეგ მეცნიერებმა მოახდინეს გამოჯანმრთელების ფაქტის დადასტურება, პაციენტი განიკურნა ანემიისაგან, თუმცა ის აგრძელებს პრეპარატის მიღებას რათა არ მოხდეს ორგანიზმის მიერ დონორის უჯრედების განდევნა, მაგრამ პაციენტს უკვე აღარ ესაჭიროება პერიოდულად სისხლის გადასხმა.

ნამგლისებური ანემია ვითარდება თუ ორივე მშობელი არის ჰემოგლობინის” მუტანტური” (გენმა განიცადა მუტაცია)გენის მატარებელი. დაავადების დიაგნოსტირება მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდგომაა შესაძლებელი.დაავადება უმეტესად ვლინდება : ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში,ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ახლო და შუა აღმოსავლეთში და ინდოეთში. ნამგლისებური ანემიით დაავადების ალბათობა შეადგენს -25% -ს , ხოლო ჰემო -გლობინის მუტანტური გენების მატარებლობის- 50%-ს.

მეცნიერებმა გამოარკვიეს,თუ როგორ შეუძლია ტვინს „მოიშოროს” მეტაბოლური „ნაგავი”

ერთდროულად რამოდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს ,რომ მათ შეძლეს გამოევლინათ აქამდე უცნობი მექანიზმი, თუ როგორ შეუძლია ტვინს „მოიშოროს” მეტაბოლური „ნაგავი”. ადამიანის ორგანიზმში ყოველი ორგანო მუშაობის დროს წარმოქმნის ნაგავს და ბუნებრივია არც ტვინია გამონაკლისი. ბუნებრივია ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მარტო იმ გზის შესწავლა რომლითაც ხდება საკვები ნივთიერებების ქსოვილებამდე მიტანა ,არამედ საბოლოო პროდუქტების გამოძევებაც. ცნობილია, რომ ორგანიზმს ამ ფუნქციის შესრულებაში ლიმფა ეხმარება, მაგრამ ლიმფური სისტემა ტვინზე არ ვრცელდება.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ ბიოლოგებმა გამოთქვეს მოსაზრება,რომ თავის ტვინის გასუფთავებას ახდენს ზურგის ტვინის სითხე. ეს სითხე ჯერ ტვინის ქალაში „გადაიტუმბება”და იქედან უკვე მეტაბოლიტებით „დახუნძლული”უკან გადმოედინება . ამ მოსაზრების დამტკიცება მაშინ შეუძლებელი იყო სათანადო ტექნოლოგიების არარსებობის გამო. გამოკვლევებმა რომლებშიც მონაწილეობდა ამერიკელი და შვეციელი მეცნიერები , თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შეძლეს დაედგინათ ეს მექანიზმი. მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ზურგის ტვინის სითხე მოძრაობს მილისმაგვარ ცილოვან წარმონაქმნებში, რომლებიც გარს ერტყმის თავის ტვინის სისხლძარღვებს და სწორედ ამ წარმონაქმნების საშუალებით, თავის ტვინი თავისუფლდება მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი არასაჭირო ნივთიერებებიდან.

ამ მოსაზრების სისწორის დასამტკიცებლად, მეცნიერებმა საცდელ მღრღნელებს მოაშორეს მილისმაგვარი ცილოვანი სტრუქტურები , სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარების შემდგომ მეცნიერები ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ რეალური დროის განმავლობაში. დაკვირვების შედეგების გაანალიზების შემდგომ აღმოჩნდა,რომ ცილოვანი მილების ე.წ, „კანალიზაციის” გარეშე, მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიდევნებოდა 70%-ით ნაკლები რაოდენობით.

მეცნიერების ეს აღმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია სამედიცინო თვალსაზრისით, კერძოდ ვარაუდობენ ,რომ ამ აღმოჩენით შეძლებენ ალცერმეიერის ტიპის დაავდებებთან ბრძოლას.

მომზადებულია –- Newswise, Medical News -ის მიხედვით .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“