სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა

როგორც ვიცით, ბიოლოგიის სწავლების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით მკაფიოდაა ჩამოყალიბებულისაბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანი: „აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ”.

ბიოლოგიის საგნობრივი სტანდარტით აგრეთვე განსაზღვრულია საშუალო საფეხურის ამოცანები, კერძოდ: „მოსწავლე საშუალო საფეხურზე უფრო ღრმად შეისწავლის და ადარებს ერთმანეთს მიკროორგანიზმების, მცენარეების, ცხოველების სასიცოცხლო თვისებებს (მაგ., სუნთქვა, კვება, გამრავლება და სხვა), აგრეთვე – ადამიანის ნორმალური ანატომიისა და ფიზიოლოგიის კერძო საკითხებს და ჰომეოსტაზის დარღვევის ზოგიერთ მაგალითს;მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის ბიოლოგიურ მნიშვნელობას; ევოლუციის კონცეფციას ორგანულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად; ეკოსისტემაში მიმდინარე ნივთიერებათა მიმოქცევის და ენერგიის ცვლის პროცესებს. მოსწავლე ეცნობა კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ქმნის კონკრეტული ბიოლოგიური პროცესის შესწავლის პროექტს, ასრულებს მას და მიღებულ შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე”.

საგნობრივი სტანდარტით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია გენეტიკის საკითხების შესწავლა:

ბიოლ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობისფორმებზე.

ედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს მემკვიდრეობითობსა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე;
  • განიხილავს გენს, როგორც მემკვიდრეობითობის ერთეულს;
  • ადგენს გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის სქემებს, ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე, მოჰყავს შესაბამისმაგალითები;
  • იყენებს ადამიანის სქესის განსაზღვრის სქემას და ადგენს ვაჟისა დაგოგონას დაბადების ალბათობას;
  • აგროვებს ინფორმაციას და მსჯელობს მეურნეობისთვის სასურველი სქესის მიღების მნიშვნელობაზე;
  • ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაზე და ადევატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად;
  • აღწერს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების მემკვიდრეობის ხასიათს, აგროვებს და წარმოადგენს მასალასმათი პროფილაქტიკის ან მკურნალობის პერსპექტივის შესახებ;
  • გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს;
  • სჯელობს ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაზე მავნე ფაქტორების (მაგ.,ნიკოტინი, ნარკოტიკები) ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებზე და ასაბუთებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას;
  • მსჯელობს გენური ინჟინერიის მიღწევების დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • აღწერს სელექციის კლასიკურ (ტრადიციულ) და თანამედროვე მეთოდებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას გენმოდიფიცირებული ჯიშების წარმოების შესახებ და წარმოადგენს რეფერატის სახით.

პედაგოგები ხშირად გვთხოვენ, მივაწოდოთ დამხმარე საშუალებები მოსწავლეებისთვის გენეტიკური საკითხების უკეთ შესწავლაში დასახმარებლად, რადგან არსებული სახელმძღვანელოების ნაწილი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

გადავწყვიტეთ, პერიოდულად მივაწოდოთ მასწავლებლებს გენეტიკური ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა და ნიმუშები.

გენეტიკის სწავლების პროცესში ამოცანების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს აადვილებს თეორიული კურსის გააზრებას და ათვისებას, ხელს უწყობს ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებას. მრავალფეროვანი სასწავლო ამოცანები მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი მეთოდიც არის.
შინაარსის მიხედვით ამოცანები პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

  1. თეორიული ამოცანები – ხელს უწყობს თეორიული მასალის ღრმად გააზრებას;
  2. პრაქტიკული ამოცანები – ეხმარება მოსწავლეებს პრაქტიკული საკითხების გააზრებაში;
  3. შერეული ტიპის ამოცანები – მოიაზრებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს.

გენეტიკური ამოცანის ამოხსნა, ისევე როგორც ნებისმიერი ამოცანისა, იწყება ტექსტის ანალიზით. ყოველ ამოცა­ნაში არის განსაზღვრულიმოცემულობა და მოთხოვნა. მოცემულობა გიჩვენებს, რის მიხედვით უნდა უპასუხომოთხოვნას. ამოცანის შინაარსის მიხედვით შეიძლება შექმნა ნახაზები, სქემები, გამოყენებულ იქნეს გენეტიკური სიმბოლოები.

ონოჰიბრიდულ შეჯვარებაზე ამოცანების ამოსახსნელად უნდა ისარგებლო შემდეგი წესებით:

  • უპირველეს ყოვლისა, ჩაიწერება ალელების აღნიშვნები და ნიშან-თვისებების გამოვლინება;
  • რეცესიული ინდივიდის გენოტიპი მაშინვე განისაზღვრება, რამდენადაც მისი მხოლოდ ერთი ვარიანტია შესაძლებელი;
  • დომინანტური ნიშან-თვისების მქონე ინდივიდ შეიძლება ორნაირი გენოტიპის მატარებელი იყოს:დომინანტური ჰომოზიგოტი(AA) ან ჰეტეროზიგოტი(Aa).

გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ხერხები განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითებზე.

ამოცანა 1

მაღალღეროიანი მცენარე დამტვერეს ნორმალურღეროიანი ჰომოზიგოტური მცენარის მტვერით. შთამომავლობაში მიიღეს 20 ნორმალური სიმაღლის და 10 მაღალღეროიანი მცენარე. განსაზღვრეთ, რა ტიპის დათიშვას დაექვემდებარა მიღებული შედეგი – 3:1 თუ 1:1.

ამოხსნა:

ჰომოზიგოტური ორგანიზმი ორი სახისაა: დომინანტური ჰომოზიგოტი(AA) და რეცესიული ჰომოზიგოტი (aa). თუ ვივარაუდებთ, რომ ღეროს ნორმალური სიმაღლე განისაზღვრება დომინანტური გენით, მაშინ მიღებული შთამომავლობა უნდა იყოს ერთგვაროვანი ანუ ნორმალურღეროიანი, რაც ეწინააღმდეგება ამოცანის პირობას. დათიშვა რომ მოხდეს, ნორმალურღეროიანი მცენარე რეცესიული გენოტიპის მატარებელი უნდა იყოს, ხოლო მაღალღეროიანი – ჰეტეროზიგოტური.

ვადგენთ შეჯვარების სქემას:

a a
A Aa Aa
a aa aa

პასუხი: სქემის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მიღებული ინდივიდების გენოტიპური და ფენოტიპური დათიშვა შეესაბამება თანაფარდობას 1:1.

ამოცანა 2

შავი ბაჭიების შეჯვარებისას შთამომავლობაში მიიღეს როგორც შავი, ისე თეთრი ინდივიდები. შეადგინეთ შეჯვარების სქემა, თუ ცნობილია, რომ ბეწვის შავ შეფერილობას განაპირობებს აუტოსომური გენის ერთი წყვილი.

ამოხსნა:

A a
A AA Aa
a Aa aa

პასუხი: ვინაიდან მშობლებს ჰქონდათ ერთნაირი ფენოტიპი, შთამომავლობაში მოხდა დათიშვა მენდელის მეორე კანონის თანახმად (ბეწვის შეფერილობის გენი დომინანტური ნიშანია. გამოდის, რომ შეაჯვარეს ჰეტეროზიგოტური ინდივიდები).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“