სასწავლო პროცესში ვიდეომასალის გამოყენება საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ინტერნეტთან წვდომა შეუძლებელია.
ამ დროს შეგვიძლია, ვისარგებლოთ პოპულარული, უფასო, YouTube ვიდეოების ჩამოსატვირთი პროგრამით – Y2mate, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად და უსაფრთხოდ ჩამოტვირთონ ვიდეოები მაღალი ხარისხით YouTube-დან, Facebook-დან, TikTok-დან, Instagram-დან, Dailymotion-დან, Youku-დან და ა.შ.
Y2mate-ს აქვს მიმზიდველი და მარტივი ინტერფეისი, რომელიც აადვილებს YouTube-დან ვიდეოების ჩამოტვირთვის პროცესს. ჩამოტვირთვის დასაწყებად უბრალოდ ,,დააკოპირეთ’’ და ჩასვით YouTube ვიდეოს URL შესაბამის ველში.
ვიდეოების ან აუდიო ფაილების ჩამოსატვირთად არ არის საჭირო ანგარიშის შექმნა ან Y2mate-ზე დარეგისტრირება.
ბმულის https://v5.www-y2mate.com/ დახმარებით შევდივართ პროგრამაში.
საძიებო ველში ვსვამთ ვიდეოს ბმულს, რომლის ჩამოტვირთვაც გვსურს.
მაგ:,,მზის სისტემა, პლანეტები ბავშვებისთვის’’ –https://www.youtube.com/watch?v=nt5CXNZZT_I
ვაჭერთ ღილაკს – start
შემდეგ – Video-ს და ბოლოს – Download–ს.
თითქმის ერთ წუთში ვიდეო მზად არის.
Y2meta შეუფერხებლად მუშაობს ყველა ბრაუზერსა და მოწყობილობაზე, როგორიცაა კომპიუტერი, მობილური, პლანშეტი და სხვა.
მისი საშუალებით შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობის ვიდეო და აუდიო ფაილების ჩამოტვირთვა
Y2mate არის საიმედო, მოსახერხებელი და სრულიად უფასო ონლაინ YouTube Downloader ინსტრუმენტი, რომელიც აადვილებს YouTube ვიდეოების MP3 და MP4 ფორმატებში კონვერტაციას და ჩამოტვირთვას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://v5.www-y2mate.com/