ახალი კონცეფციის ათვისების საუკეთესო გზა მისი გამოყენებაა. განვიხილოთ 2 გლობალური საკითხი გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციების გამოყენებით.
სივრცითი მნიშვნელობის კონცეფცია მოითხოვს, ადგილის უნიკალურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებას. ეს გეოგრაფიული კვლევის ძირითადი არსია.
სამი მარტივი კითხვით – სად/რა არის? რატომ იქ? და რატომ გვაინტერესებს? – შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი გეოგრაფიული კვლევა.
მსოფლიო ქვეყნები. აივ (HIV) ვირუსის გავრცელება ქვეყნების მიხედვით
გავაანალიზოთ მოცემული რუკა.
სად არის აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი? ახსენი გამომწვევი მიზეზები?
რატომ არის ამ კონკრეტულ რეგიონში აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ასეთი მაღალი?
რა განაპირობებს აივ (HIV) ვირუსის ასეთ მაღალ გავრცელებას ამ კონკრეტულ რეგიონში?
აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში ზრდასრულ მოსახლეობაში აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ხოლო რაც უფრო ჩრდილოეთით მივდივართ კონტინენტზე, ეს მაჩვენებელი იკლებს.
რატომ ხდება ასე?
სხვა რა კითხვები ჩნდება ამ რუკის ნახვის შემდეგ?
კანონზომიერებები და ტენდენციები
კანონზომიერებებისა და ტენდენციების კონცეფცია მოითხოვს დავაკვირდეთ, არის თუ არა მახასიათებლები მსგავსი და განმეორებადი ბუნებრივ ან ადამიანურ გარემოში (კანონზომიერება) და იზრდება, იკლებს თუ უცვლელია ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში (ტენდენცია).
დაუბრუნდი HIV/AIDS-ის გრაფიკს.
როგორია HIV/AIDS-ის გავრცელების კანონზომიერება?
ურთიერთკავშირები
ურთიერთკავშირების კონცეფცია მოითხოვს, გავაანალიზოთ კავშირები ბუნებრივ და ანთროპოგენურ გარემოებებს შორის და მათ შიგნით.
შეგვიძლია განვიხილოთ ბუნების ურთიერთდაკავშირებული კომპონენტები, რომლებიც სისტემებს ქმნიან.
შემდეგ გავაანალიზოთ სისტემებს შორის არსებული ურთიერთდაკავშირებები, რათა დავადგინოთ, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთზე. საბოლოო მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა ეს ურთიერთობები მდგრადი.
როდესაც ვსწავლობთ აივ (HIV) ვირუსის პანდემიას აფრიკაში, ვსვამთ კითხვებს:
რა ურთიერთობები არსებობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის – მათ შორის, ვინც ინფიცირებულია აივ (HIV) ვირუსით, ვინც მკურნალობს მათ, ვინც ცდილობს მოსახლეობის განათლებას დაავადების გადაცემისა და პრევენციის შესახებ?
უნდა აწუხებდეთ თუ არა აივ-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს ის, რაც ხდება მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში?
არის თუ არა კავშირი აივ (HIV) ვირუსის გავრცელებასა და ფიზიკურ გარემოს შორის?
გეოგრაფიული პერსპექტივა
გეოგრაფიული პერსპექტივის კონცეფცია მოითხოვს, რომ განვიხილოთ ამ საკითხების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები. პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილებების მისაღებად ან მოქმედების გეგმის შესამუშავებლად, უნდა ვისწავლოთ საკითხების მრავალი პერსპექტივიდან განხილვის უნარი.
HIV/AIDS-ის პანდემიის ანალიზისას, უნდა განვიხილოთ:
აივ/შიდსის პანდემიის ანალიზისას, გამოვიკვლევთ, თუ:
- როგორ იმოქმედა ამ პანდემიამ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო მთავრობების გადაწყვეტილებებზე.
- განვიხილავთ აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობასთან და პრევენციულ ზომებთან დაკავშირებულ ხარჯებს.
- სოციალური შედეგები მოიცავს სიკვდილიანობის მაჩვენებლებს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ობლებს, სიღარიბეს, სურსათის უსაფრთხოების საკითხებს (თუ მშობლები ავად არიან, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?) და ბებია-ბაბუების მიერ შვილიშვილების აღზრდას.
- არის თუ არა რაიმე გარემოსდაცვითი შედეგები აივ/შიდსის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებისთვის – რა ხდება დაავადებით გარდაცვლილთა ცხედრებს?
მეორე საკითხი არქტიკას ეხება.
უყურე ვიდეოს „Emerging Arctic“ (ამომავალი არქტიკა) – https://www.youtube.com/watch?v=2qcuAr5UyHc და სცადე ამოიცნო, რა საკითხებია განხილული და ვინ არიან დაინტერესებული მხარეები არქტიკაში დღეს.
ვიდეოს ყურების პროცესში გააკეთე ჩანაწერები. ეს ინფორმაცია დისკუსიაში აქტიურად ჩართვაში დაგეხმარება.
ვიდეო “The Emerging Arctic” (ამომავალი არქტიკა) – განიხილავს კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური ინტერესების, ტექნოლოგიური პროგრესისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენას არქტიკის რეგიონზე.
გაეცანი სტატიას „არქტიკა – პოლარული აბრეშუმის გზა“ ( https://mastsavlebeli.ge/?p=43311 ).ge -ზე, რომელიც ეხება არქტიკის მზარდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას. სტატია და ვიდეო დავაკავშიროთ და განვიხილოთ გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფციის გამოყენებით:
სივრცითი მნიშვნელობა
არქტიკა გეოგრაფიულად უნიკალური რეგიონია, რომელიც მოიცავს მრავალ ქვეყანას და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი, გაზი და მინერალები. კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა ხსნის ახალ საზღვაო მარშრუტებს, რაც ზრდის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
არქტიკა ხდება გლობალური ვაჭრობის ახალი კვანძი, რაც ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
კანონზომიერებები და ტენდენციები
ყინულის საფარის შემცირება არის აშკარა ტენდენცია, რომელიც გრძელდება წლების განმავლობაში. ეკონომიკური ინტერესები (ნავთობი, გაზი, თევზჭერა) იზრდება — ეს არის ეკონომიკური ტენდენცია. კლიმატის ცვლილება იწვევს ყინულის მასის შემცირებას, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და აშშ, გააფართოონ თავიანთი ეკონომიკური და სამხედრო გავლენა რეგიონში. ეს ტენდენცია აჩენს ახალ კონკურენციას და თანამშრომლობის საჭიროებას.
თუმცა ქმნის საფრთხეებს.
- ტენდენციაა გლობალური ინტერესის ზრდა არქტიკის რესურსებზე (ნავთობი, გაზი, თევზჭერა).
- ასევე აღინიშნება გეოპოლიტიკური აქტიურობის მატება — ქვეყნები ცდილობენ დაიკავონ პოზიციები რეგიონში.
ურთიერთკავშირები
ეს სტატია ნათლად აჩვენებს ბუნებრივი პროცესების (როგორიცაა ყინულის დნობა) და ადამიანის საქმიანობის (მაგალითად, ეკონომიკური ექსპანსია) ურთიერთკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკისა და გადაზიდვების სფეროში ინვესტიციები ახალ ჰორიზონტს ხსნის, ისინი ასევე მნიშვნელოვნად ზრდიან გარემოსდაცვით რისკებს.
მკვიდრი მოსახლეობა დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, რაც ართულებს მათ ადაპტაციას ცვლილებებთან.
მაგალითად, გადაზიდვის ახალი მარშრუტები იწვევს ეკოსისტემების ცვლილებას, რაც მოქმედებს როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე, როგორიცაა ინუიტები..
ასევე, საინვესტიციო ინტერესები და სამხედრო აქტიურობა ქმნის ახალ სისტემურ კავშირებს.
გეოგრაფიული პერსპექტივა
ეკონომიკური: არქტიკა შეიძლება გახდეს ახალი ენერგეტიკული ზონა, რაც მოიზიდავს ინვესტიციებს. რესურსების მოპოვება და ახალი სავაჭრო მარშრუტები.
პოლიტიკური: ქვეყნები (აშშ, რუსეთი, კანადა, ნორვეგია, დანია) იბრძვიან გავლენისთვის. სუვერენიტეტის პრეტენზიები და საერთაშორისო შეთანხმებები.
სოციალური: ადგილობრივი მოსახლეობა დგას კულტურული და ეკონომიკური ცვლილებების წინაშე. ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და ცხოვრების პირობები.
ეკოლოგიური: ყინულის დნობა და რესურსების მოპოვება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს და აჩქარებს გლობალურ დათბობას. ეკოსისტემების დაცვა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება.
დასკვნითი დავალება: დაწერე ერთი აბზაცი (დაახლოებით 250 სიტყვა):
დაასახელე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა, რომელიც დღეს თვალსაჩინოა არქტიკაში, და ახსენი, რატომ შეარჩიე ისინი;
როგორია შენი ხედვა არქტიკის მომავალთან დაკავშირებით, ანუ ელოდები თუ არა პოზიტიურ მომავალს და რატომ.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები:
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://geography.org.uk/wp-content/uploads/2023/05/Immaculate_Misconceptions_-_Jane_Dove.pdf
https://www.arcgis.com/home/item.html?id=19daf0d08b294e2fb38de3980613e03e
https://viva.pressbooks.pub/humangeog/chapter/thinking-geographically/