რა არის ვირტუალური რეალობა (VR)?
ვირტუალური რეალობა (VR) გულისხმობს სამგანზომილებიან ინტერაქციულ სიმულირებულ გამოცდილებას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეალური სამყაროს მსგავსი, ისე სრულიად განსხვავებულიც. მისი მიზანია, შექმნას განცდა, თითქოს მომხმარებელი ნამდვილად იმყოფება ვირტუალურ გარემოში.
VR სისტემის ცენტრშია თავზე დამაგრებული დისპლეი (HMD), რომელიც ფარავს მომხმარებლის თვალებსა და ყურებს. დისპლეიზე განთავსებული ორი პატარა ეკრანი აჩვენებს ოდნავ განსხვავებულ გამოსახულებებს, რათა შექმნას სიმაღლის ილუზია.
HMD აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აკონტროლებს მომხმარებლის თავის მოძრაობებს – ეს საშუალებას აძლევს VR სისტემას, რეალურ დროში დაარეგულიროს დისპლეი იმის მიხედვით, როგორც მომხმარებელი იხედება. ეს ქმნის ვირტუალურ გარემოში ყოფნის ილუზიას.
HMD ასევე მოიცავს ლინზებს, რომლებიც აფოკუსებს და აყალიბებს გამოსახულებას თვალებისთვის, რაც აძლიერებს სამგანზომილებიანი სივრცის აღქმას.
Augmented Reality (AR) – აუგმენტური (გაძლიერებული) რეალობა არის ინტერაქციული გამოცდილება, რომელიც აძლიერებს რეალურ სამყაროს კომპიუტერის მიერ გენერირებული აღქმის ინფორმაციით, პროგრამული უზრუნველყოფის, აპლიკაციებისა და ისეთი აღჭურვილობის გამოყენებით, როგორიცაა AR სათვალე.
(AR) არის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული შინაარსით გადაფარავს რეალურ გარემოსა და ობიექტებს. წესისამებრ, ეს ხდება სმარტფონის ან პლანშეტის კამერის გამოყენებით, რომელიც იჭერს მომხმარებლის გარემოს და ამატებს მას ციფრულ ელემენტებს რეალურ დროში.
რა განსხვავებაა VR-სა და AR-ს შორის?
VR-სა და AR-ს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ VR ქმნის სრულიად ხელოვნურ გარემოს, ხოლო AR აძლიერებს რეალურ სამყაროს ციფრული ელემენტებით. VR, ჩვეულებრივ, გამოიყენება იმერსიულ სწავლებაში, მაგალითად, თამაშისთვის ან ვირტუალური გასეირნებისთვის, ხოლო AR – უფრო პრაქტიკული აპლიკაციებისთვის, მაგალითად, სწავლისთვის ან ნავიგაციისთვის.
AR იყენებს რეალური სამყაროს პარამეტრებს, ხოლო VR მთლიანად ვირტუალურია. AR–ის მომხმარებლებს შეუძლიათ, აკონტროლონ თავიანთი ყოფნა რეალურ სამყაროში, ხოლო VR–ის მომხმარებლებს სისტემა აკონტროლებს. VR მოითხოვს ყურსასმენ მოწყობილობას, AR-ზე წვდომა შესაძლებელია სმარტფონით, ტაბლეტით, სათვალით, სარკით. რა გასაკვირიც უნდა იყოს, შვეიცარიული კომპანია WayRay–ს მოწყობილობა პირდაპირ საქარე მინაზე გამოსახავს ჰოლოგრამულ ნიშნებს წინასწარ მითითებული მარშრუტის საჩვენებლად.
AR აძლიერებს როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროს, ხოლო VR – მხოლოდ გამოგონილ რეალობას.
საგანმათლებლო მიზნებისთვის VR-სა და AR-ს აპლიკაციების ფართო სპექტრი აქვს.
იმერსიული სწავლება: VR და AR შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმერსიული სწავლის გამოცდილების შესაქმნელად, მაგალითად, ვირტუალური საველე მოგზაურობებისთვის ან სიმულაციებისთვის. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაუკავშირდნენ სივრცეს, სადაც რეალურად მისვლას ვერ ახერხებენ.
იმერსიული სწავლება ცოდნის ამაღლებისა და უნარების განვითარების უაღრესად ეფექტური გზაა მრავალი მოსწავლისთვის. ის უზრუნველყოფს ხელოვნურ, ციფრულად შექმნილ შინაარსს და გარემოს, რომელიც ზუსტად იმეორებს რეალური ცხოვრების სცენარებს. მოსწავლეები უბრალოდ პასიური მაყურებლები არ არიან – ისინი ხდებიან აქტიური მონაწილეები უსაფრთხო სასწავლო სივრცეში. ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ახალი უნარებისა და ტექნიკების დასაუფლებლად.
პერსონალიზებული სწავლება: არსებობს AI-ზე (ხელოვნურ ინტელექტზე) მომუშავე საგანმანათლებლო პლატფორმები და ინსტრუმენტები, რომლებიც მორგებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ისინი მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ქმნიან პერსონალიზებულ სასწავლო აქტივობებს და ეხმარებიან მოსწავლეებს, ისწავლონ საკუთარი ტემპით. უზრუნველყოფენ მიზნობრივ მხარდაჭერას და რესურსებს სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.
ინტელექტუალური სწავლების სისტემები: ეს სისტემები იყენებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნიკას და სთავაზობენ მოსწავლეებს მათ საჭიროებებს მორგებულ სასწავლო გარემოს. AI-ზე ორიენტირებული სწავლების სისტემები უზრუნველყოფენ უკუკავშირს რეალურ დროში. მათ შეუძლიათ, უპასუხონ კითხვებს, ახსნან ცნებები და შესთავაზონ მოსწავლეებს პრობლემის მოგვარების გზები. სწავლება გაცილებით ხელმისაწვდომია მასწავლებლის ჩარევის გარეშე.
გამოყენებული რესურსები:
https://www.princetonreview.com/ai-education/vr-and-ar
https://sopa.tulane.edu/blog/whats-difference-between-ar-and-vr#:~
ვირტუალური რეალობა – რა არის VR და როგორ მუშაობს ის? – myGO