ბავშვებისთვის სიკეთის სწავლება უმნიშვნელოვანესია პოზიტიური და თანამგრძნობი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
ლექსიკური სიტყვის კედლის ბარათების ნაკრები ფასდაუდებელი რესურსია პედაგოგებისთვის სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) გაკვეთილების დროს. ვიზუალურად მიმზიდველი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს სიკეთესთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების დანერგვასა და განმტკიცებას, თანაგრძნობისა და სოციალური უნარების გამომუშავებას.
ეს ბარათები გვთავაზობს ყოვლისმომცველ ლექსიკას თანაგრძნობიდან მადლიერებამდე და ინკლუზიურობამდე, რომელიც ბავშვებს ეხმარება, გაიაზრონ სიკეთის პრინციპები, ჩართონ ეს ფასეულობები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სიკეთის სიტყვების კედელზე შეგვიძლია განვათავსოთ, როგორც სიტყვების ბარათები, ასევე – სიკეთის ამსახველი ნახატები.
სიტყვის კედლის ბარათების გამოყენებით შესაძლებელია წინადადებების შედგენა და გავრცობა, ნახატებზე დაყრდნობით კი – მცირე მოცულობის მოთხრობის/ზღაპრის შეთხზვა (ზეპირსიტყვიერად და წერილობით), ამბის მთავარი სათქმელის გამოკვეთა.
მოსწავლეებში სიკეთის დანერგვა სცილდება უბრალო თავაზიანობას.
ის ავითარებს ცხოვრების აუცილებელ უნარებს და ხელს უწყობს ჰარმონიული საზოგადოების განვითარებას. სიკეთის სწავლება ხელს უწყობს ბავშვებში თანაგრძნობის გამოხატვას, ეხმარება მათ გაუზიარონ სხვებს თავიანთი გრძნობები.
ლექსიკური სიტყვის კედლის ბარათები, მასწავლებლებისთვის ხელშესახები და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, უზრუნველყოფს მოსწავლეებში სიკეთის კონცეფციების გამყარებას.
როდესაც მოსწავლეები ხვდებიან ტერმინებს, „ემპათია“ და „პატივისცემა“, სიტყვების კედელზე, ისინი იაზრებენ იმ ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც საფუძველს უყრის პოზიტიურ სოციალურ ინტერაქციას და ემოციურ კეთილდღეობას.
ეს არის ყოველდღიური შეხსენება იმ სათნოებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ემპათიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
გამოყენებული რესურსები:
https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/
https://www.google.com/search?q=caring+for+children+clipart&sca_esv