ისეთი მათემატიკური ცნებების გააზრება, როგორიცაა კენტი და ლუწი რიცხვები, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საკმაოდ რთულია. პრაქტიკული აქტივობები, თვალსაჩინო მასალები, ვიზუალიზაცია და თამაშები ამ გამოწვევას კარგად უმკლავდება, ეხმარება მოსწავლეებს ცნების უკეთ გააზრებაში.
გთვაზობთ მეორე კლასში დაგეგმილი გაკვეთილის რამდენიმე საინტერესო აქტივობას.
თემა: კენტი და ლუწი რიცხვები
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
ქვემიმართულება: რიცხვები, მათი გამოყენება და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები
სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი: ლუწი და კენტი რიცხვები
კანონზომიერება: კენტი და ლუწი რიცხვების განსხვავება, მათი მახასიათებლების ახსნა
ლოგიკა: მსჯელობა
ესგ-ს მიხედვით მისაღწევი შედეგები:
მათ. დაწყ. (I). 1. მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს რიცხვის ცნებას და რიცხვის წარმოდგენის საშუალებებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვების შედარება და კლასიფიცირება.
თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორები:
- რიცხვის ცნების გააზრება, ფლობა და გამოყენება;
- ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის განხილვისას რაოდენობათა წარმოდგენა შესაბამისი რიცხვის, სიმბოლოს და თვალსაჩინო მოდელების გამოყენებით;
- კანონზომიერების აღმოჩენა მიმდევრობაში, მისი გაგრძელება და სიტყვიერი ჩამოყალიბება;
- შესაბამისობის გარკვევა რიცხვებსა და წერტილებს შორის რიცხვით ღერძზე;
- რიცხვების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ლუწი და კენტი რიცხვების ცნებებს. შეძლებენ განასხვაონ ლუწი და კენტი რიცხვები და ახსნან მათი მახასიათებლები. შეძლებენ განსაზღვრონ, რომელი რიცხვია ლუწი და რომელი – კენტი. განუვითარდებათ დაკვირვებისა და მსჯელობის უნარი.
აქტივობა1: წყვილებად დაყოფა
აქტივობა 2: რომელი დაწყვილდა?
აქტივობა 3: კენტი და ლუწი რიცხვები ბანქოზე
აქტივობა 4: კენტი და ლუწი რიცხვები რიცხვით ღერძზე
| ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს დავურიგე რიცხვითი ღერძის სქემას და ვთხოვე, მასზე შესაბამისად განელაგებინათ მარცვლები. დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად მოსწავლეებმა დაინახეს კენტი და ლუწი რიცხვების კანონზომიერი სვლა (წინ და უკან).
ამის შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს, დაესახელებინათ ლუწი რიცხვები (2, 4, 6, 8, 10), კენტი რიცხვები (1, 3, 5, 7, 9). * 2-ის მომდევნო რიცხვი კენტია თუ ლუწი? * 5-ის წინა რიცხვი კენტია თუ ლუწი? * ლუწი რიცხვის მომდევნო რიცხვი როგორია – კენტი თუ ლუწი? მსგავსი კითხვებით დავეხმარე საკითხის გააზრებასა და აღმოჩენილი კანონზომიერების სიტყვიერად ჩამოყალიბებაში. |
![]() |
| გავაფართოეთ რიცხვითი ღერძი | აქ მოსწავლეებს ვთხოვე, დაკვირვებოდნენ ლუწ რიცხვებს, იქნებ კვლავ აღმოეჩინათ კანონზომიერება. გაუჭირდათ. შემდეგ ვთხოვე, შემოეხაზათ ლუწი რიცხვები და დაკვირვებოდნენ ბოლო ციფრებს: რომელი ციფრებით მთავრდება ლუწი რიცხვები? ერთობლივად დავადგინეთ, რომ ლუწი რიცხვები ყოველთვის მთავრდება 0, 2, 4, 6 ან 8-ით. ასევე ვიმსჯელეთ კენტი რიცხვების თვისებაზეც, რომელიც უკვე მინიშნებებისა და დამხმარე კითხვების გარეშე ამოიცნეს. |
აქტივობა 5: მასალის განმტკიცება
| თამაში: ჯგუფური ბინგო
მოსწავლეები ჯგუფებად დავყავი. თითოეულ ჯგუფს დავურიგე ბინგოს ორი ბარათი (რომლის მზა ვერსიები ხელმისაწვდომია ინტერნეტში). ჯგუფის წევრები ერთად მუშაობენ ბარათის რიცხვების დასაფარავად. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, რომელი რიცხვებია ლუწი და რომელი – კენტი მასწავლებლის მიერ მოცემულ ბარათზე წარმოდგენილ რიცხვთა ნაკრებიდან. ერთ ბარათზე უნდა დაფარონ ( დააწყონ კენჭები/მარცვლები…) ლუწი რიცხვები, მეორეზე – კენტი. |
|
![]() |
![]() |
აქტივობა 6. ინდივიდუალური მუშაობა
-
- თითოეულ მოსწავლეს მივეცი დავალება – პატარა ბარათები, რომლებზეც ეწერა რიცხვები. მათ უნდა განესაზღვრათ, რომელი იყო ლუწი და რომელი – კენტი.
გაკვეთილის შეჯამება / შეფასება
კითხვა-პასუხით ვაჯამებ გაკვეთილს:
-
- რა არის ლუწი რიცხვი?
- რა არის კენტი რიცხვი?
- როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ლუწი და კენტი რიცხვები?
აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა
- მოსწავლეებმა უნდა დაწერონ 5 ლუწი და 5 კენტი რიცხვი.
- შემოქმედებითი დავალება:
| სათაური: რიცხვების ქალაქის არქიტექტორი
შენ ხარ ცნობილი არქიტექტორი და გევალება, შექმნა ფანტასტიკური ქუჩა, სადაც ყველა კენტი ნომერი იქნება ერთ მხარეს, ხოლო ლუწი – მეორე მხარეს. შენობების სართულების რაოდენობაც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს (მაგ., ორსართულიანი სახლი, ხუთსართულიანი სასტუმრო). გამოიყენე შენი ფანტაზია და შექმენი უნიკალური ქუჩა! შეფასების კრიტერიუმები: 1) ქუჩის გეგმის სისწორე (ყველა ნომერი და სართული უნდა შეესაბამებოდეს დავალებას) 2) შენობების მრავალფეროვნება და ორიგინალობა 3) ქუჩის აღწერა და დამატებითი დეტალები
|
მოკლედ, ლუწი და კენტი რიცხვების შესწავლა მოსწავლეებს ეხმარება, განავითარონ მათემატიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, რაც მათ ეხმარება როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
- ეროვნული სასწავლო გეგმა – https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
- მათემატიკის გზამკვლევი, მე-5 კლასი, შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში – https://math.ge/mekhute-klasi/











