კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

ერთი ესეს სწავლების საკითხისათვის

უფროსკლასელებთან მუშაობისას აუცილებლად გამოგადგებათ ინდოეთში დაბადებული ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის (1903–1950)  ნოველა, ‘Shooting an Elephant’ („ესროლე სპილოს“), რომელიც ავტორმა 1936 წელს დაწერა.

როგორც ცნობილია, ჯორჯ ორუელი, ნამდვილი გვარ-სახელით — ერიკ ართურ ბლერი (Eric Arthur Blair)  — ინგლისში იზრდებოდა და იღებდა განათლებას, 1922 წლიდან ბრიტანეთის პოლიციაში სამსახურმა მიანმარიში[1] გადასვლა მოითხოვა. მისი ცხოვრების ეს პერიოდი ასახულია 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში — „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ჯორჯ ორუელმა პროტესტის ნიშნად თავი დაანება პოლიციაში სამსახურს და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს კი მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავ-არაკი —  „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები —  რომანი „1984“. 46 წლის ჯორჯ ორუელი 1950 წელს, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ტექსტის გააზრებისთვის ასევე კარგი იქნება იმ გეოგრაფიული გარემოს გააზრებაც, სადაც ხდება მოქმედება. პროვოცირებისთვის, აჯობებს, მოსწავლეებისთვის ქვემთმოყვენილთაგან რამდენიმე შეკითხვის დასმა იმის შესახებ, იციან თუ არა რაიმე ბირმის ან მიანმარის შესახებ:

  • სად მდებარეობს მიანმარი?/Where is Myanmarlocated?
  • როდის მოიპოვა დამოუკიდებლობა?/When did Myanmarget independence?
  • არის თუ არა დემოკრატიული ქვეყანა?/Is Myanmar a democratic country?
  • მიანმარი უნდა ვთქვათ თუ ბირმა?/Should you say Myanmaror Burma?
  • რა ენაზე საუბრობენ მიანმარში?/What language is spoken in Myanmar? …
  • საუბრობენ თუ არა ინგლისურად?/Is English spoken throughout Myanmar?
  • რა საინტერესო ფაქტები იცი მიანმარის შესახებ?/What are interesting facts about Myanmar? და სხვ.
  • უმთავრესად, რა პრობლემებია ამ ქვეყანაში?/What is the main problem in Myanmar?
  • ყველაზე მეტად რითაა ცნობილი?/What is Myanmar best known for?
  • რითაა განსაკუთრებული?/What is Myanmar special for?

ბიოგრაფიის გაცნობისა და ინტერესის გამომწვევი, ზემოდასახელებული შეკითხვების შემდეგ, ტექსტის  კითხვის დაწყებამდე, ბავშვებს ვთხოვთ, ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ:

  • როგორ წარმოაჩენს თავს ავტორი;
  • როგორი მთხრობელია იგი;
  • აღწერის რა საშუალებებს იყენებს ქმედებათა და რეაქციების გამოსახატად / — „As you read, consider the way Orwell

presents himself as the narrator through his depictions of his actions and reactions’’.

აქვეა შეკითხვები წერისა და დისკუსიისთვის/

Q U E S T I O N S  F O R  D I S C U S S I O N  A N D  W R I T I N G

  1. რა არის ორუელის ამ ესე არგუმენტი?/

What is Orwell’s argument in this essay?

  1. როგორ იყენებს სპილოსადმი სროლის ამბავს ამ არგუმენტის შესათხზავად?/

How does he use the story of shooting the elephant to make that argument?

  1. შეუძლია თუ არა ამ არგუმენტს შენი დარწმუნება?

Does his argument persuade you?

  1. რატომ ‘დიახ’? ან რატომ ‘არა;?

Why or why not?

  1. ჩაუღრმავდი ორუელის მიერ არგუმენტის ხაზის[2] გამოყენების ფაქტს.

Explore Orwell’s use of the lines of argument.

  1. ტექსტის რომელ ნაწილში იყენებს გულისმიერ არგუმენტს? სად ჩანს ხასიათისმიერი, ფასეულობითი, ფაქტების ან მიზეზებისმიერი არგუმენტები?

Where does he use arguments from the heart, from character, from values, from facts and reason?

  1. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური?

Which uses seem the most effective?

  1. რომელი მათგანია ნაკლებად ეფექტური?

Which seems less effective?

  1. რატომ?

Why?

  1. ორუელი ცნობილია ენის ოსტატურად გამოყენებით. შეარჩიე ესეს ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე  მეტად გიზიდავს და გააანალიზე, როგორი სტილის ან ფიგურულ ენას მიმართავს ავტორი.

Orwell is known for his masterful use of language; choose a section of the essay

that you found especially engaging and analyze how Orwell used stylish or figurative

language.

  1. სიტყვების გამოყენების მისეული არჩევანი როგორ ზემოქმედებს თქვენზე?

How does his choice of words affect your reaction to the essay?

 

[1]https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

[2] მოსწავლეებს შეახსენეთ, რომ: The term ‘line of argument’ refers to a logical or argumentative thread that moves the reader through a paper, and ensures overall coherence. This ‘logical line’ must be apparent to readers, or they will get lost and bored. There are four commonly used logical patterns. These are by no means mutually exclusive. You can use combinations of these logical patterns to help build up your argument. https://onthinktanks.org/wp-content/uploads/2018/05/Logical-line-of-argument.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“