სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

ჟურნალის  ამ ნომრის მთავარი თემა  მომავლის განათლების მნიშვნელოვან ამბავს ეხება –  ხელოვნურ ინტელექტს, რომლის ხსენებისას, ჯერ კიდევ, გაურკვევლობა გვიპყრობს. გაურკვევლობა შიშს ბადებს.

ჩვენი ავტორები საინტერესო მოსაზრებას და გამოცდილებას გვიზიარებენ ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც მასწავლებლის სამუშაო ინსტრუმენტზე და საუბრობენ სკოლებში პოლიტიკის დოკუმენტის აუცილებლობაზე , რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უნდა შეეხებოდეს.

გვიზიარებენ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს, რომლებსაც მოუწევთ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცხოვრება, ზუსტად ესმოდეთ, რა არის ის, რა დადებითი თუ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტექნოლოგიამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გვაცნობენ გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში გამოყენების შესახებ და საუბრობენ იმაზე, თუ რა მიზანი აქვს სინამდვილეში ხელოვნურ ინტელექტს,  რომელსაც შეუძლია  ინტელექტუალური ფუნქციების სიმულაცია, მათ შორის  ნიმუშის ამოცნობა, ბუნებრივი ენის დამუშავება, გადაწყვეტილების მიღება, სწავლა, დაგეგმვა და სხვა. ნეიროქსელები კომპიუტერული ალგორითმებია, რომლებიც ცდილობენ ადამიანის ტვინის მუშაობის სიმულაციას და შეუძლიათ ინფორმაციის დამუშავება და სხვადასხვა ამოცანის შესრულება.

ციფრულ სფეროში ბოლო ათწლეულების მიღწევებმა ფუნდამენტურად შეცვალა საზოგადოება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კი გვაიძულა მასთან დამეგობრება და ინტეგრაცია. ბავშვებს ყოველთვის აქვთ სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი, განსაკუთრებით, თუ ეს ტექნოლოგიებს ეხება. მასწავლებლებს შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ ეს ყოველივე და მიზნობრივი გახადონ მისი არსებობა სასწავლო პროცესში.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რასაც ამ ნომერში იხილავთ. შვიდი განსაკუთრებული ამბავი  ელოდება სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მრავალფეროვანი  გრამატიკული თხრობის თავგადასავალი და იდეები გრამატიკის გაკვეთილისათვის. გავიგებთ, თუ როდის და როგორ ირღვევა ბავშვების პირადი საზღვრები, გავეცნობით ამბავს მასწავლებლებზე, რომლებმაც საკუთარი თავი გამოზარდეს, მოვისმენთ მასწავლებლისა და მოსწავლის საყვარელ მუსიკას, ვიმოგზაურებთ  მეტამორფოზების სამყაროში და წავიკითხავთ  ამბავს შინაგან მშვიდობაზე,  როცა ადამიანი ინარჩუნებს ჰუმანურობას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და აღიარებული ფასეულობებია მისი ორიენტირები და ის არ მოქმედებს განადგურების, ჩაგვრის, განსხვავებულის გაჩანაგების/უპირობოდ დამარცხების/ სურვილით ანთებული.

იქნებ, ამასობაში, ხელოვნური ინტელექტიც შემოგვეშველოს და ნაკლები შეცდომების, იმედგაცრუების და დანაკარგების ხარჯზე მოვიპოვოთ შინაგანი მშვიდობა, რომლის გარეშეც გლობალური მშვიდობა ვერაფრით ჩამოდგება.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

თინათინ ზარდიაშვილი, ნესტან მიქაძე, მაია ბლიაძე, მაია ფირჩხაძე, შორენა მერაბიშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, ნათია უჩავა, ინა იმედაშვილი, ლელა კოტორაშვილი, მარიამ გოდუაძე, ზვიად კვარაცხელია, დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე, ნანა აბულაძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“