ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოკვეთილია ექვსი ფუნქციური უნარი.
ფუნქციური უნარის ფლობა იძლევა საშუალებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენო მიღებული ცოდნა, რათა გადაჭრა ცხოვრებისეული პრობლემების ფართო სპექტრი საქმიანობის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში. ფუნქციური ცოდნა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სწრაფად მოერგოს ცვალებად გარემო პირობებს.
ფუნქციური ცოდნა ერთმანეთისგან იზოლირებულად არ არსებობს. ფუნქციური წიგნიერების საფუძველია საგნობრივი ცოდნის სინთეზი და ერთი დისციპლინის საზღვრებიდან გასვლა. ამ უნარის განსავითარებლად საჭიროა არა მხოლოდ „კარგი“, არამედ ინტერდისციპლინარული გაკვეთილები. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარება და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.
სკოლაში ფუნქციური წიგნიერების გაუმჯობესების მრავალი გზა არსებობს. მასწავლებლის ამოცანაა, აჩვენოს მოსწავლეებს, რომ ცოდნა არ არის ფიქცია, არამედ ეს არის ის, რაც ნამდვილად დაეხმარება ცხოვრებაში.
მოსწავლეთა ფუნქციური უნარების განვითარებისთვის გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ როგორც სწავლა სწავლების პროცესში, ასევე შეფასებისთვის.
დავალება 1
კამერონის ექსპედიცია აფრიკაში. 1873 წლის თებერვალში ინგლისელი მეზღვაური ვერნი ლოვეტ კამერონი აფრიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბაგაიმოსკენ (ს.გ.6° და ა.გ.39°) გაემგზავრა. მან მცირე რაზმით დასავლეთისკენ აიღო გეზი და ტანგანიკას ტბას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიაღწია. ტბის სამხრეთიდან შემოვლით, მათ გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს მდინარე ლუკუგას კალაპოტი, რომელიც ტანგანიკას ტბიდან დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. კამერონმა ტერიტორია დაათვალიერა და დაადგინა ტანგანიკას ტბის სიგრძე – 720 კმ (ტბის ნამდვილი სიგრძე, როგორც მოგვიანებით დადგინდა, არის დაახლოებით 650 კმ). კამერონმა ასევე გაარკვია, რომ ტბაში ასამდე მდინარე ჩაედინება, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოდის. მან სწორად განსაზღვრა, რომ ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა.
კითხვები:
- რომელი თანამედროვე ქვეყნის სანაპიროზე დაეშვა კამერონის ექსპედიცია?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე?
ა) კამერონი ვარაუდობს, რომ ტბის ჩაღრმავება ტექტონიკური წარმოშობისაა;
ბ) კამერონის ექსპედიცია გადავიდა აღმოსავლეთით;
გ) კამერონმა დაადგინა, რომ ტანგანიკას ტბიდან 100 მდინარე გამოედინება;
დ) კამერონმა ზუსტად გაზომა ტბის სიგრძე, რაც დადასტურდა შემდგომი კვლევებით.
- რომელ ბუნებრივ ზონაშია მოქცეული ექსპედიციის მარშრუტის ძირითადი ნაწილი?
- როგორი ამინდი იყო აფრიკის იმ ნაწილში, როცა კამერონმა მოგზაურობა დაიწყო? პასუხი დაასაბუთეთ.
დავალება 2
ლეიჰჰარდტის ექსპედიცია ავსტრალიაში. 1844 წლის ოქტომბერში გერმანელი ნატურალისტი ლუდვიგ ლეიხჰარდტი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელიც ქალაქ ბრისბენიდან კარპენტარიის ყურისკენ გაემგზავრა.
ამ ექსპედიციას მოუწია წარმოუდგენლად გრძელი მოგზაურობა დარლინგის ქედიდან პორტ ესსინგტონამდე, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ლეიხჰარდტი აღიარებული იყო, როგორც ავსტრალიის ყველაზე გაბედული მკვლევარი.
ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს მდინარეები დოუსონი და მაკენზი (ქუინსლენდი) მათი უდიდესი შენაკადებითა და წყალგამყოფებით. მაგრამ ლეიხჰარდტმა ვერ გაიგო, რომ მდინარე მაკენზის უერთდება მდინარე დოუსონი და ისინი ერთად მდინარე ფიცროის ქმნიან. შემდეგ მოგზაურმა 1845 წლის მარტ-აპრილში, ამ მდინარეების ხეობების ჩრდილოეთით აღმოაჩინა და გამოიკვლია წყნარ ოკეანეში ჩამავალი მეორე დიდი მდინარის – ბერდეკინის აუზი. ლეიჰჰარდტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა გადალახეს დიდი წყალგამყოფი ქედი ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების ლინდისა და მიტჩელის გასწვრივ. ივლისის დასაწყისში კარპენტარიის ყურეს მიაღწიეს. ივლის-ოქტომბერში მათ გაიარეს ყურის მთელი სამხრეთ სანაპირო ზოლი, აღმოაჩინეს მდინარეები გილბერტი და როპერი.
კითხვები:
- ავსტრალიის რომელი სანაპიროდან დაიწყო ლეიხჰარდტის ექსპედიცია?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე:
ა) მოგზაურმა აღმოაჩინა, რომ მდინარეები დოუსონი და მაკენზი ერთდებიან და წარმოქმნიან მდინარე ფიცროის;
ბ) ეს მდინარეები ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში;
გ) მდინარე ბურდეკინის აუზი მდებარეობს ბრისბენის სამხრეთით;
დ) მდინარეები გილბერტი და როპერი ჩაედინება კარპენტარიის ყურეში.
- რომელ ბუნებრივ ზონაში გადის ექსპედიციის მარშრუტის ძირითადი ნაწილი?
- წვიმდა თუ არა, როცა ექსპედიცია კარპენტარიის სანაპიროს იკვლევდა? პასუხი დაასაბუთეთ.
დავალება 3
დიქსონ დენჰემისა და ჰიუ კლაპერტონის ექსპედიცია აფრიკაში. 1822 წელს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან, ტრიპოლიდან, ბრიტანელმა ოფიცრებმა დ. დენჰემმა და ჰ. კლეპერტონმა სამხრეთისაკენ აიღეს გეზი. მათი გზა დაახლოებით მერიდიანის გასწვრივ მდინარე ნიგერის ხეობამდე გადიოდა. 1823 წლის თებერვლის დასაწყისში, 2000 კმ-ზე მეტის დაფარვის შემდეგ, ბრიტანელებმა ჩადის ტბას მიაღწიეს და მის დასავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ. შემდეგ დასავლეთისკენ შეუხვიეს და ტბის სანაპიროსკენ გაემართნენ. გეზი კვლავ დასავლეთისკენ აიღეს და მდინარე კომანდუგუ-იობეს ხეობას აუყვნენ, რომელიც ჩადის ტბაში ჩაედინება. შეუმჩნეველი წყალგამყოფი რომ გადალახეს, ისინი სხვა მდინარის – სოკოტოს ხეობაში აღმოჩნდნენ, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ნიგერისკენ მიედინებოდა. ამ მდინარის შესართავამდე ვერ მიაღწიეს, რადგან ჩათვალეს, რომ მდინარე ნიგერი მის შუა წელში ჩადის ტბას არ უკავშირდებოდა.
კითხვები:
- რომელი თანამედროვე ქვეყნის სანაპიროზე დაიწყო ექსპედიციამ მოგზაურობა?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტიდან:
ა) ლენჰემმა და კლაპერტონმა გადალახეს საჰარის უდაბნო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ;
ბ) ექსპედიციამ მიაღწია მდინარე სოკოტოს შესართავამდე მდინარე ნიგერისთან;
გ) კლეპერტონმა დაადგინა, რომ მდინარე ნიგერი ჩადის ტბაში ჩაედინება;
დ) მდინარე კომანდუგუ-იობე ჩადის ტბიდან მოედინება.
- რა მიმართულებით მიედინებოდა მდინარე კომანდუგუ-იობე მდინარის კალაპოტის გასწვრივ, რომელსაც კლაპერტონი მიჰყვებოდა ჩადის ტბიდან?
- ჩადის ტბის ფართობი და წყლის დონე სეზონის მიხედვით იცვლება. თუ გავითვალისწინებთ იმ ბუნებრივ ზონას, რომელშიც ტბა მდებარეობს, გამოიცანი: იმ დროს, როცა ტბაზე ბრიტანელები მივიდნენ, ტბაში წყლის დონე მაღალი იყო თუ დაბალი? პასუხი დაასაბუთეთ.
დავალება 4.
ჯონ ფორესტი სამხრეთ ავსტრალიაში. 1874 წელს მარტში ჯონ ფორესტი გაემგზავრა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში ქალაქ პერთისკენ. მისი მიზანი სატელეგრაფო ხაზამდე მიღწევა იყო, რომელიც 1872 წელს პორტ დარვინიდან ადელაიდამდე გაიყვანეს. ფორესტი პირველად მდინარე მურჩისონის კალაპოტის გასწვრივ დაეშვა. იგი სასმელად იყენებდა წყაროების წყალს, რომლებიც მალე გაქრა. აგვისტოში ფორესტმა მიაღწია იმ ტერიტორიას, რომელსაც წინა მკვლევრები ჯაილსი და გოსი გაუვალ ტერიტორიად მიიჩნევდნენ. თუმცა ჯიუტად წინ წაიწია და 1874 წლის 27 აპრილს ტელეგრაფის ხაზს მიაღწია. ამ ექსპედიციის დროს მან გაიარა საზღვარი გიბსონისა და დიდი ვიქტორიის უდაბნოებს შორის.
ფორესტმა ავსტრალიის მთელ სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე პერტიდან ადელაიდამდე კვლევები ჩაატარა და დაასკვნა, რომ მდინარე მურჩისონის ხეობა შესაფერისი იყო კოლონიზაციისთვის.
ფორესტის ექსპედიციის მარშრუტი
ფორესტის ექსპედიციებს ახასიათებდა ფრთხილი, კარგად დაგეგმილი მიდგომა და გულმოდგინე ჩანაწერების წარმოება.
კითხვები:
- ავსტრალიის რომელი სანაპიროდან დაიწყო ექსპედიციის მარშრუტი?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ტექსტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე:
ა) 1874 წლისთვის მატერიკზე ჩრდილოეთიდან მთელ ტერიტორიაზე გაყვანილი იყო ტელეგრაფის ხაზი;
ბ) ფორესტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთელი ტერიტორია, რომელიც მან გაიარა, ნაყოფიერია;
გ) ფორესტის მოგზაურობა პერტიდან დანიშნულების ადგილამდე წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა;
დ) ფორესტის მარშრუტის ნაწილი გადიოდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მისმა წინამორბედებმა ჯაილსმა და გოსმა ერთი წლის ადრე გამოსაყენებლად გამოსადეგად ცნეს.
- რომელ ბუნებრივ ზონაში დაიწყო ფორესტმა მოგზაურობა?
- წვიმდა თუ არა ფორესტის მოგზაურობის პირველ თვეებში? პასუხი დაასაბუთეთ.
გაგრძელებას შემოგთავაზებთ შემდეგ სტატიაში.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.indeed.com/career-advice/resumes-cover-letters/functional-skills-definition ; https://qips.ucas.com/qip/functional-skills ; https://www.theguardian.com/science/2013/may/31/what-really-happened-ludwig-leichhardt ;