სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

     ამბის სიუჟეტი და სტრუქტურა- ტექსტის მზა ჩარჩო შემოქმედებითი წერისთვის

შემოქმედებითი წერის უნარის განვითარება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწყებით კლასებში მისი საშუალებით ერთდროულად რამდენიმე უნარს ვავითარებთ, როგორიცაა წარმოსახვა, თხრობა, ლექსიკური მარაგი,  ამბის აკინძვა ეპიზოდების საშუალებით, წერა და ა.შ.

გთავაზობთ, ტექსტის ერთ მზა ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში თქვენს მოსწავლეებს პატარა მწერლებად აქცევთ.

ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ერთი სახატავი რვეული დაგჭირდებათ, რომელიც ჩვენი მომავალი წიგნის ერთგვარი მაკეტი გახდება. ყდის დიზაინი თავად მოსწავლეებს მოაფიქრებინეთ, ამისთვის ხატვის გარდა, ფერადი ქაღალდის აპლიკაციის გამოყენებაც შეიძლება.

პირველ ეტაპზე, ყდის მომზადების შემდეგ მოსწავლეები მხოლოდ სახელსა და გვარს აწერენ „წიგნს“.

ეს პირველი ნაბიჯია, „ავტორებმა“ საკუთარი სახელი და გვარი დაწერეს, თავი ავტორად აღიქვეს და შემოქმედებით სამუშაოში ჩაერთნენ.

შემდეგი ეტაპი უკვე ტექსტის ჩარჩოების შევსებაა, ამობეჭდეთ ეს ტექსტის ჩარჩოები, შეავსებინეთ მოსწავლეებს და თანმიმდევრობით ჩააკარით წიგნის მაკეტში. თანდათან ამბავიც აიკინძება:

I ჩარჩო:

იყო და არა იყო რა.

ერთ ქალაქში, რომელსაც ერქვა   .——————…

ერთ ქუჩაზე, რომელსაც ერქვა —————–

ერთ სახლში, რომელსაც ჰქონდა ———- ფანჯარა და ——- კარი და ბაღი, IIრომელშიც ბევრი  ———— ყვაოდა და ———— მწიფდა,

ცხოვრობდა ერთი ——— სახელად….

 

მას ——- თმა, ———–ცხვირი, ———-თვალები ჰქონდა, ყველაზე ხშირად თავისი საყვარელი ———-   ეცვა და თავზე კი ———- ეხურა.

მისი საყვარელი საქმიანობა ———–   იყო, თავისუფალ დროს კი სულ ———–

ის იყო ———-, ————–, —————-, ————  და ————  არსება.

II ჩარჩო:

მისი საუკეთესო მეგობარი  ———-  იყო. ისინი ერთად თამაშობდნენ, სეირნობდნენ და ერთობოდნენ. ასევე ერთად დადიოდნენ იმ პატარა ქალაქის კაფეში, სადაც  ———— სვამდნენ და ———– ჭამდნენ.

 

ერთ დღეს ძალიან უცნაური რამე მოხდა.

———– და მისი მეგობარი ——— სახლიდან გავიდნენ და დაიკარგნენ.

ქალაქში ყველას აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.

იქნებ ———– წავიდნენ?

ან  ————–მოხვდნენ?

ან ———— გაემგზავრნენ?

ვინ იცის!

 III ჩარჩო

სინამდვილეში….

(აქ მოსწავლეს ევალება ერთაბზაციანი ეპიზოდი თავად დაწეროს, რა მოხდა სინამდვილეში)

 

IV ჩარჩო

 

ერთ უცნაურ დღეს ——— და მისი მეგობარი ——– მშიერ, საწყალ და მოწყენილ პაწია ცხოველს,—————–გადაეყარნენ.

-რა მოგივიდა? – ჰკითხა ———–მ.

————ხმას არ იღებდა, თავისთვის სლუკუნებდა.

-ნეტავ რა მოხდაო? – იფიქრეს მეგობრებმა.

 

V  ჩარჩო

 

რა უნდა მომხდარიყო? იქნებ აცივდა და პატარა ——-მ სახლისკენ გზას ვერ მიაგნო, იქნებ ვინმე დაკარგა ან პირიქით, თვითონ დაეკარგა ვინმეს?

————-მ და ————–მ გადაწყვიტეს ახალგაცნობილ ——–ს დახმარებოდნენ.

იცი, როგორ მოიქცნენ.

VI ჩარჩო

ამ ეტაპზეც მოსწავლეებს ევალებათ ერთი აბზაცით გადმოსცენ, როგორ დაეხმარნენ პერსონაჟები ახალგაცნობილ პერსონაჟს.

შეგიძლიათ ამბავი ჯერ მოაყოლინოთ, მერე კი დაწერაში დაეხმაროთ.

 

რჩევები:

  • გამოტოვებული ადგილების ნაცვლად შეგიძლიათ კითხვები ჩაწეროთ -ვინ, რა? როგორი? რომელი, სად? და ა.შ.
  • შეგიძლიათ უფრო დააკონკრეტოთ დავალება და ზმნებიც თქვენ შეურჩიოთ.
  • ბოლოს სახატავ რვეულში შევსებულ ეპიზოდებს ჩააკრავთ, მოსწავლეებს დაავალებთ ილუსტრაციებით გაამრავალფეროვნონ თავიანთ წიგნები და ამ ამბების პრეზენტაციასაც მოაწყობთ სკოლის ბიბლიოთეკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“