კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის პირველი ნომერი გამოიცა!

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას ერთმა კოლეგამ იკითხა, შეუძლია თუ არა მას, შეცვალოს მასწავლებელი საკლასო ოთახში.

მომავლის პროფესიებზე ფიქრის დროს ეს კითხვა მეც გამჩენია. ხშირად მეფიქრება იმაზე, რა ტიპისა და შინაარსის საგანმანათლებლო რესურსები დასჭირდება მასწავლებელს თუნდაც სამი ან ოთხი წლის შემდეგ.

რა უნდა შევთავაზოთ პედაგოგებმა მოსწავლეებს დღეს, როდესაც მათ ინტერნეტის საშუალებით თითქმის ყველაფრის გაგება შეუძლიათ?  რატომ უნდა ისხდნენ მთელი დღე საკლასო ოთახში, როდესაც შეუძლიათ, თვალის დახამხამებაში იპოვონ პასუხი თითქმის ყველა კითხვაზე?

ხომ არ ვაძალებთ იმას, რაც შესაძლოა ისედაც ჰქონდეთ?

მას შემდეგ, რაც ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, „მომენტალურმა ცოდნამ“ სწავლის პროცესიც შეცვალა. კითხვები, რომლებზეც პასუხები არ ვიცით და გვაინტერესებს, ჩვენგან რამდენიმე დაწკაპუნების მანძილზეა. ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს: შეიძლება, ვენდოთ ამ პასუხებს? როგორ გადავამოწმოთ მათი სისწორე?

ინფორმაციის სისწრაფე და რაოდენობა ყოველთვის უქმნის საფრთხეს მის სანდოობასა და ვალიდურობას.

ასეთი რეალობა ცვლის ჩვენს ლექსიკონსაც, რომელსაც საკლასო ოთახში ვიყენებთ.

ჩვენს მოსწავლეებს სჭირდებათ  არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა, არამედ იმის გააზრებაც, რომ ეს ცოდნა აუცილებელია, რათა შექმნან, გადაწყვიტონ, აღმოაჩინონ… სწავლებისას გაწეული ძალისხმევის  მიზანი კი სასწავლო გარემოს შექმნა გახდა. გარემოსი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ხორცი შეასხას თავის „უნდა ვიცოდეს“.

დღეს, როდესაც საკლასო ოთახებსა თუ მოსწავლეთა ჯიბეებში გაცილებით მეტი ტექნოლოგიაა, ადვილი შესაძლებელია, მასწავლებელმა თანდათან დაკარგოს ადგილი ბავშვის ცხოვრებაში. ასე რომ არ მოხდეს, რა როლი უნდა შეასრულოს მან?

სავარაუდო პასუხი  ასეთია: ჩვენ მუდამ დაგვჭირდება მასწავლებლები. მასწავლებლის მთავარი დანიშნულება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.  მან უნდა მიმართოს ინტერესები იქით, საითაც მოსწავლეების   მისწრაფებებია და  გაუკვალოს გზა ცოდნისკენ. ოღონდ ამისთვის ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე: „რატომ მჭირდება ამის ცოდნა?“

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, ეკა ჭკუასელი,   ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ქეთევან ოსიაშვილი,  ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი,  თინათინ ზარდიაშილი, სოფიო კუბლაშვილი, მეგი კავთიაშვილი, მანანა სეხნიაშვილი, ცირა ბარბაქაძე, დავით ბოლქვაძე, ლელა მანგოშვილი, მარიამ გოდუაძე, ქრისტინა სურგულაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ცისია გურაბანიძე, ნათელა ბაღათრიშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #1 2023

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი