ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

თანამშრომლობითი საგანმანათლებლო ინტერნეტ-პროექტები

საგანმანათლებლო პროცესში პროექტების გამოყენება თანდათან მკვიდრდებასამასწავლებლო პრაქტიკაში. საგანმანათლებლო პროექტი შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული მიზნით განხორციელებულ საკლასო ან გუნდურ აქტივობათაერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ერთი ან რამდენიმე სასწავლო ამოცანის შესრულებას.

სასწავლო პროექტის ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და თემატიკა მრავალფეროვანია. მას აქვს ყველა ის მახასიათებლი, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პროექტს: გამოკვეთილი მიზანი, დროში გაწერილი აქტივობები და ეტაპები, შედეგები, პასუხისმგებლობისა და ამოცანების გადანაწილება პროექტში ჩართულ პირებს შორის და სხვ.

პროექტი კარგი საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, მათი უნარებისა და მიდრეკილებების წარმოსაჩენად.

ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ პროექტების გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვა. გაადვილდა საერთაშორისო პროექტების შესრულებაც. მათი წამოწყება შეუძლიათ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სამთავრობო სტრუქტურებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებ, მასწავლებლებსა და უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებს.პროექტი შეიძლება იყოს თანამშრომლობითი, საერთაშორისო, თემატური, საგნობრივი, ინტერდისციპლინური, სასკოლო, თემური და სხვ. ისინი სირთულითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად პროექტებიც უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება.

ამჟამად ექსპერტები განასხვავებენ ინტერნეტპროექტების შემდეგ ტიპებს:

.ინტერნეტმოკვლევა ანუ ვებმოძიებაინტერნეტში არატრივიალური და ძნელად მოსაპოვებელი სასწავლო მასალების ძებნა;

.მიმოწერითი პროექტები სხვადასხვა ხასიათის საგანმანათლებლო ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით;

.ვირტუალური მოგზაურობა რომელიმე ქვეყნის, ქალაქის თუ ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილის შესწავლა ინტერნეტის საშუალებით;

. “მოსწავლეთა ფაბრიკები”, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები ქმნიან სასწავლო ელექტრონულ რესურსებს;

. კვლევითი პროექტები, რომლებიც გულისხმობს მონაცემთა მოგროვებას და დამუშავებას სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გამოსაყენებლად;

. სიმულაციური და როლური თამაშებისასწავლო პროექტის ნაწილი;

.“ჰკითხეთ ექსპერტს” – ერთ ან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ექსპერტის მოსაზრების მოსმენა;

.სასკოლო საპროექტო დღეები.

სულ უფრო პოპულარული ხდება ვებ 2.0 ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტები, მაგალითად: განსაზღვრული თემის გარშემო ვიკიპედიის ტიპის თანამეგობრობის შექმნა; მობილური ტელეფონების გამოყენებით ურბანული სივრცის შესწავლა, ფოტოვიდეოგადაღება და მასალების გაზიარება-ანალიზი; დამალული განძის მოძიება GPS ხელსაწყოების მეშვეობით და სხვ.

ქართველ მასწავლებლებს სასწავლო პროექტის დაგეგმვის და ორგანიზების საფუძვლების გაცნობაინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ ტრენინგკურსის მეშვეობითაც შეუძლიათ.

ამჯერად იმ საგანმანათლებლო პროექტებზევისაუბრებთ, რომლებიც უკვე დამკვიდრდა საერთაშორისო პრაქტიკაში და თანამშრომლობით ან საკონკურსო ხასიათს ატარებს. ზოგიერთ მათგანში მონაწილობა საქართველოს სკოლებსა და დაინტერესებულ მასწავლებლებსაც შეუძლიათ.

 

ოფიციალური საპროექტო ქსელები და პროგრამები

ზოგიერთ პროექტ სპეციალურად გეგმავს სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურა თუ საერთაშორისო ორგანიზაცი. ევროკავშირის ქვეყნების სასკოლო ქსელი EUN (www.eun.org) ევროპის ქვეყნებში ისტ განათლების პოლიტიკის განმხორციელებელ სტრუქტურებს აერთიანებს. EUN ქსელი, გარდა კვლევების, საგანმანათლებლო რესურსების შექმნის, სასწავლო პორტალებისა თუ პლატფორმების შემუშავების, ორგანიზებას უწევს საპროექტო ხასიათის აქტივობებსაც, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია eTwinningპროექტები. პორტალზე (www.etwinning.net) რეგისტრაციის შემდეგ დაინტერესებული სკოლა, სულ ცოტა, ერთ პარტნიორს მაინც ეძებს ევროპის რომელიმე ქვეყანაში და მასთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიმდინარეობასაც გამოყოფილ თანამშრომლობით სივრცეში ასახავს. პორტალზე განთავსებულია მეთოდური რეკომენდაციები, სანიმუშო პროექტების აღწერები და ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებამ კარგი შედეგი გამოღო. ამჟამად სამი ათასზე მეტი პროექტია აქტიური, 18 ათასი კიდამთავრებული.

EUNევროპული სასკოლო ქსელის ეგიდით იმართება ისტ სასწავლო რესურსებისა და ევროპულ სკოლებში განხორციელებული პროექტების ყოველწლიური კონკურსი. ის რამდენიმე კატეგორიაში ტარდება, რომლებსაც სხვადასხვა კერძო და სამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. საკონკურსო კატეგორიებია: საუკეთესო პროექტი ახალგაზრდობის ელ. უნარების გასაუმჯობესებლად, სოციალური ქსელების ინსტრუმენტებისა და მობილური მოწყობილობების გამოყენება საგანმანათლებლო პროექტებში, საუკეთესო საერთაშორისო პროექტი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სკოლებსაც შეუძლიათ, თუმცა, პირობების თანახმად, საპროექტო აქტივობა რომელიმე ევროპულ ენაზე უნდა განხორციელდეს.

www.globalgateway.org ეს არის პორტალი, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა უჭერს მხარს. ის ხელს უწყობს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლების თანამშრომლობას ბრიტანეთის სკოლებთან და, ამდენად, ქართული სკოლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ბრიტანულ სკოლასთან პარტნიორული პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია შეზღუდული დაფინანსების მოპოვებაც სხვადასხვა წყაროდან. ზოგიერთი მათგანი პორტალზეა მითითებული.

 

პროგრამა გლობუსს (იხ. www.globe.gov) მხარს აშშ-ის მთავრობა უჭერს. ის კვლევითი ხასიათის პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ამ პროექტების ფარგლებში პროგრამიმონაწილე სკოლების მოსწავლეები გარემოს შესახებ მონაცემებს აგროვებენ და სპეციალური სტანდარტული პროტოკოლების მეშვეობით მეცნიერულად ამუშავებენ. კვლევის სფეროებია: ატმოსფერო, ჰიდროლოგია, ნიადაგი, ბიოლოგია, ფენოლოგია. მიღებული შედეგები იმ რეალურ მეცნიერულ კვლევებში გამოიყენება, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან მონაცემთა მიღებასა და ანალიზს ითხოვს.

საერთაშორისო საპროექტო ქსელები

საერთაშორისო ქსელები ხშირად მასწავლებელთა მონდომებასა და ენთუზიაზმზეა დაფუძნებული. ასეთი თანამშრომლობითი ინტერნეტსივრცის მაგალითია iEarn საერთაშორისო განათლებისა და რესურსების ქსელი (იხ. www.iearn.org). ქსელს საერთო კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. მას კოორდინატორი ასზე მეტ ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის საქართველოშიც. აიერნი კარგად ჩამოყალიბებული და სტრუქტურირებული ქსელია, რომელიც დაინტერესებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სთავაზობს 150 თემატურ პროექტს, მართავს სემინარებსა და ყოველწლიურ კონფერენციას.

აიერნის პროექტების შეჯერება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სავსებით შესაძლებელია. კონკრეტული პროექტის არჩევისა და რეგისტრაციის შემდეგ მონაწილე გუნდი ინფორმაციას და მასალებს გამოყოფილ ინტერნეტსივრცეში ათავსებს. აქვე, ფორუმზე, შეიძლება ურთიერთობის დამყარება პროექტის კოორდინატორსა და ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც არჩეულ პროექტზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. შემოთავაზებული პროექტები პერიოდულად იცვლება. თემები კურიკულუმის საგნების შესაბამისია და განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მაგალითად: “ეროვნული ტანსაცმელი”, “ჩემი სახელი”, “ჩემი ქალაქი და მე”, “იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა”, “გაიცანით სხვები”, “მათემატიკის კავშირი ჩვენს ცხოვრებასთან”, “ადრეული ხალხების სიმბოლოები”, “ჩვენი მდინარეები ჩვენი სამყარო”, “კალიგრაფიის ხელოვნება” და სხვ.

მიუხედავად თემატური მრავალფეროვნებისა, ყველა პროექტს ერთი დევიზი აერთიანებს: როგორ გააუმჯობესებს ის დედამიწაზე ცხოვრების დონეს.

აიერნის ქსელი საქართველოშიც ფუნქციობს. მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ: https://gearn.blogspot.com

ევროპული სკოლების საპროექტო ასოციაცია ESP საკუთარ ქსელში ერთიანებს არამარტო ევროპული ქვეყნების მასწავლებლებს მასში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მასწავლებლებიც არიან ჩართულნი. ეს ასოციაცია ისტ-ზე დაფუძნებული ინოვაციური განათლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად (www.espnet.eu). ქსელში შემოთავაზებული პროექტები ინტერნეტით თანამშრომლობაზეა გათვლილი და ორ კონცეფციას გვთავაზობს: ტელეპროექტსა და ელექტრონულ ჟურნალს. ტელეპროექტის კონცეფცია გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა შორის დიალოგის წარმართვას რომელიმე საინტერესო თემაზე, ამ თემის აქტიურ შესწავლას და შესაბამისი მასალების ურთიერთგაზიარებას ელექტრონული ფოსტით ან ვირტუალურ საგანმანათლებლო გარემოში. ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს თანამშრომლობით ინტერნეტპლატფორმას, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

 

თანამშრომლობითი პროექტის მაგალითები

 

“სხვისი სახე” (The Image of the
Other)ESPქსელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია, რომელიც უცხო ენების შესწავლაზეა ორიენტირებული. პროექტს აქვს პორტალი (www.espnet.eu/image), სადაც პარტნიორის მოსაძიებლად, პროექტის დასაგეგმავად და შესასრულებლად საჭირო ინფორმაციაა განთავსებული. პროექტის ძირითადი იდეაა მოსწავლეთამიერ უცხო ენაზე ინდივიდუალური წერილების მომზადება და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა პარტნიორი კლასის მეწყვილე მოსწავლესთან, ასევე პარტნიორის მიერ მომზადებული წერილების მიღება და განხილვა. პორტალი მოსწავლეებს სთავაზობს 10 სტანდარტული წერილის მომზადებას შემდეგ თემებზე: “გაცნობა”, “ჩემი სახლი”, “ჩემი სკოლა,” “ჩემი ჰობი”, “დეტალები”, “ჩემი დღიური”, “მართლა ვიცნობთ ერთმანეთს?”, “ჩემი მშობლიური ქალაქი და ჩემი რეგიონი”, “ჩემი ქვეყანა”, “გიწევთ მეგზურობას”. თითოეულ წერილში პასუხი უნდა გაეცეს შესაბამის კითხვებს, რაც ხელს უწყობს ენის ლექსიკისა და გრამატიკის ათვისებას. მაგალითად, მშობლიური ქალაქისა თუ სოფლის წარდგენისას მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს: რა ღირშესანიშნავი ადგილები აქვთ? რა არის მათთან ლამაზი და რა არ მოსწონთ? რას სთავაზობს ქალაქი მის მკვიდრებს? იცხოვრებდნენ თუ არა სხვა ქალაქში? რას ფიქრობენ სტუმრები მათ მშობლიურ ქალაქზე? როგორწარმოუდგენით პარტნიორი სკოლის მშობლიური ქალაქი? და ა.შ. წერილების მომზადების პარალელურად რეკომენდებულია მშობლიურ ქალაქზე ფოტო და ვიდეოინფორმაციის, ინტერნეტბმულების მოგროვება და პარტნიორისთვის გაგზავნა ან ვებგვერდზე განთავსება. მოსწავლეები ასევე ეძებენ ინფორმაციას პარტნიორის ქალაქის შესახებ და ქმნიან საკუთარ რესურსს. ისინი თანატოლებისგან მიღებულ პასუხებს თავიანთ წარმოდგენებს ადარებენ და თანდათან ქმნიან სხვის “სახეს” (იმიჯს). პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები საგრძნობლად იმდიდრებენ უცხო ენის ლექსიკურ მარაგს და გრამატიკასაც უკეთ ითვისებენ.

პორტალზე განთავსებულია დამხმარე მასალები მოსწავლეთათვის, რაც მათ წერილების მომზადებაში ეხმარება. აქვეა მასწავლებლის მეგზურიც დეტალური ინსტრუქციითურთ, რაც პედაგოგებს პროექტის თითოეული ეტაპის წარმატებით წარმართვაში უწყობს ხელს.

თითოეულ შემთხვევაში მასწავლებელი ახდენსპროექტის მოდიფიკაცია და თემებს კლასის ინტერესებისა და ენობრივი კომპეტენციის გათვალისწინებით შერჩევ. პროექტის მიმდინარეობისას შესაძლებელია დამატებითი აქტივობების ჩატარებაც: პრეზენტაციების, ფოტოკოლაჟების, ვიდეოფილმების მომზადება, სიმღერების ჩაწერა, კითხვარების გაცვლა, ესეებისა და ტურისტული მეგზურების მომზადება და სხვ.

პროექტი საკმაოდ პოპულარულია. თხუმეტი წლის მანძილზე მან ათასობით კლასი და მოსწავლე დააკავშირა ერთმანეთს.

ESPქსელი კიდევ ერთ საინტერესო პროექტს“კულტურის ძებნას” (CultureQuest) ახორციელებს. აშშ-ში წამოწყებული პროექტი განსხვავებული კულტურის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და შესაბამისი ვებგვერდის შექმნას ემსახურება. პროექტის ფარგლებში ხდება სხვა კულტურის ისეთი ასპექტების შესწავლა, როგორიცაარელიგია, რიტუალები, ცერემონიები, დასვენება, ჩაცმულობა, საკვები, კულინარია, მუსიკა, ხელოვნება, ცეკვა და თეატრი, ლიტერატურა, ყოველდღიური ცხოვრება, მუშაობა, სკოლა და განათლება. ვებგვერდების მომზადებისას მოსწავლეები ასაკის შესაბამისად ითვისებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტებს და ეუფლებიან განსაზღვრულპროგრამებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდები სასწავლო რესურსად გამოიყენება.

ESPქსელის მიერ ორგანიზებული სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია “ჩემი სათამაშოები”, “ზღვა შენი მომავალი”, “ენერგია მოძრაობაში”, “ვიმღეროთ ერთად” და სხვ.

“საპროექტო ფაბრიკის” ტიპის პროექტებიდან აღიშნას იმსახურებს ThinkQuest (www.thinkquest.org), რომლის ფარგლებშიც, განსაზღვრულისაკონკურსო პირობებით, მოსწავლეთა გუნდები მთელი მსოფლიოს მასშტაბითსაგანმანათლებლო ხასიათის ვებგვერდებს ქმნიან. პროგრამაში მონაწილეობა ქართულ სკოლებსაც შეუძლიათ.

აღნიშვნის ღირსია აგრეთვე ესტონური პროექტი “გამარჯობა, გაზაფხულო”. მონაწილე სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ ბუნებაზე დაკვირვებას და მათ საცხოვრებელ ადგილთან გავრცელებული მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების მახასიათებლებს. პროექტის ძირითადი აქტივობაა გაზაფხულის დადგომის მანიშნებელი სახეობების შემჩნევა, ფოტოგადაღება და მასალების ინტერნეტპორტალზე(https://tere.kevad.edu.ee) ატვირთვა. მოსწავლეები წინასწარ სწავლობენ აღნიშნულ სახეობებს, ინტერნეტის მეშვეობით ეცნობიან მცენარეთა იერსახესა და ფრინველებისა თუ ცხოველების მიერ გამოცემულ სპეციფიკურ ხმებს, მერე კი ცდილობენ, ბუნებაში იპოვონ ისინი.

 

წარმატებული დაკვირვების ამსახველი მასალები საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. პროექტში ყოველწლიურად ესტონური სკოლების მესამედია ჩართული, ხოლო ინტერნეტპორტალის დამთვალიერებელთა რიცხვი მილიონს აღწევს. საერთაშორისო თანამშრომლობითი ბლიცპროექტები ქართულ და ესტონურ სკოლებს შორის 2007 წელს განხორციელდა. საგანგებოდ შექმნილ ბლოგსივრცეში განთავსდა მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალები წინასწარ შერჩეულ საპროექტო თემაზე. ეროვნული სამზარეულოებისადმი მიძღვნილ ბლოგზე აიტვირთა შესაბამისი რეცეპტები და ზოგიერთი კერძის დამზადების ამსახველი ვიდეოებიც, რომლებიც თავად მოსწავლეებმა შექმნეს.

დაფინანსება და მხარდაჭერა

ინტერნეტზე დაფუძნებული თანამშრომლობითი პროექტები, საზოგადდ, დიდ დაფინანსებას არ მოითხოვს. ის აქტივობები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სასწავლო ხასიათისაა და საგაკვეთილო პროცესშიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული. ზოგ შემთხვევაში შესაბამის მეთოდურ რესურსებსა თუ საუკეთესო გამოცდილების ამსახველ მასალებ მოხალისეობრივ საწყისებზე ქმნიან ენთუზიასტი მასწავლებლები. საერთაშორისო ორგანიზაცებისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ ინიცირებული პროექტები მონაწილეებს ზოგჯერ განსაზღვრულდაფინანსებას სთავაზობს.მაგალითად, ევროპის ქვეყნების სკოლებისთვის ხელმისაწვდომია ევროკავშირის კომენიუსის პროგრამის დაფინანსება, რომსაც იყენებენმოსწავლეთა გაცვლისა და მასწავლებელთა ტრენინგების ხარჯების დასაფარავად,სასწავლო მასალების გასავრცელებლად, საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, სკოლებს შორის პარტნიორობის გასავითარებლად. უფრო ხშირია შემთხვევები, როცა კონკრეტულ პროექტსა თუ კონკურსს რომელიმე კომპანია ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აფინანსებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პროექტი და ინოვაციური წამოწყება უყურადღებოდ არ რჩება. მთავარია, რომ მასში ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი