სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჟურნალ “სკოლის მართვის” 2021 წლის მესამე ნომერი გამოიცა !

რამდენიმე წლის წინ „ეკონომისტში“ ძალიან საინტერესო  სტატიას გადავაწყდი მარია მონტესორისეული მენეჯმენტის შესახებ. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებდა იმ ძალიან საგულისხმო ფაქტზე, რომ მსოფლიო გიგანტების, თანამედროვეობის მამოძრავებელი სამი ყველაზე მსხვილი კორპორაციის სათავეში მონტესორის სკოლადამთავრებულები დგანან:

Google – ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი

Amazon – ჯეფ ბეზოსი

Wikipedia – ჯიმი უელსი

მათთან ერთად ახსენებდა კიდევ ერთ მონტესორის სკოლადამთავრებულს, ვიდეოთამაშების პიონერ ვილ ვრაითს.

მონტესორის საგანმანათლებლო კონცეფციას თითქოს ყველა კარგად ვიცნობთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა „საგანმანათლებლო საიდუმლო“ დგას ამ ძალიან წარმატებული ადამიანების მიღმა. პეიჯი და ბრინი სწორედ მონტესორის სკოლას უმადლიან „სხვანაირად ფიქრის“ უნარს, როგორც მათი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორს; ბეზოსიც სკოლას ემადლიერება დაუღალავი, უსასრულო ექსპერიმენტების ჩვევისა და სიყვარულისთვის, ვრაითი კი ამბობს, რომ SlimCity „პირდაპირ მონტესორიდან მოდის“…

ეს ყველაფერი კი – განსხვავებულად ფიქრი, ცდა, კვლევა, ექსპერიმენტები, ახლის შექმნა, მუდმივი ძიება – წარმატებული მართვის სათავეა და დღეს ძალიან პოპულარულ საგანმანათლებლო კონცეფციაში – ინტერდისციპლინურ, ინტეგრირებულ სწავლებასა და STEM/STEAM განათლებაში ერთიანდება და რაზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ამ ნომერში. ვსაუბრობთ როგორც თეორიულ კონცეფციაზე, ასევე, დანერგვის სირთულეებზე, გაცნობთ საქართველოში არსებულ ვითარებას და გიზიარებთ მიღწევებს.

თანამედროვეობის ყველაზე პროგრესულ და აქტუალურ მიდგომებზე საუბართან ერთად, ტრადიციულად, არ გვავიწყდება, რომ წარსულისკენ გავიხედოთ – ამჯერად ვიხსენებთ საუკუნენახევრისწინანდელ ბახვის სკოლას, ამიერკავკასიაში საუკეთესო სკოლას, რომელიც, მონტესორის არ იყოს, მომავლის ადამიანებს ქმნიდა და პრაქტიკულად მოიცავდა ყველა საქმიანობას, რასაც დღეს სკოლა-ლაბორატორიები ეწევიან.

ასევე, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც შვეიცარიის სკოლაზე დაგვაფიქრებს.

დაბოლოს –

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გასულმა წელმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა – რომ კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსწავლეები, ვიდრე აქამდე გვეგონა. გისურვებთ წარმატებებს ამ უკიდურესად საპასუხისმგებლო საქმეში, რომელსაც, გვჯერა, ერთად წარმატებით გავართმევთ თავს!

მთავარი რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა

დიზაინერი–  ბესიკ დანელია

კორექტორი მაია წიკლაური

 

ნომრის ავტორები 

 როლფ გოლობი, ბერიკა შუკაკიძე, მაია არავიაშვილი, ნონა პოპიაშვილი,  ლელა მახოხაშვილი, კახა ჟღენტი, ანი კუდახიშვილი, მედეა აბრამიშვილი,  დენის წურწუმია, ნინო ბერიკაშვილი.


სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე
განათლების დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი

დავით ხვედელიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
მაია არავიაშვილი
სოციოლოგიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ნატალია ინგოროყვა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო- საგანმანათლებლო და
მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
ხათუნა ბარაბაძე
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებლის პროფესიის
რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი
დენის წურწუმია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის
სამმართველოს უფროსი,
განათლების სამართლის მკვლევარი
კახა ჩხარტიშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის
უფროსი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“