ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ღვინის განათლება თანამედროვე საქართველოში

ღვინო რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტია, ამის შესახებ, მგონი, არავინ დავობს, თუმცა ღვინის განათლების კუთხით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის  გასაკეთებელი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ღვინის
სამშობლოდ მიგვიჩნევს, ჩვენს ქვეყანაში ღვინის ცნობადობა მაინც ძალზე დაბალია.
მერე რა, რომ ჩვენში უზარმაზარი რაოდენობი
ღვინო ისმება; სამაგიეროდ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს,
რას ნიშნავს ხარისხიანი ღვინო, არ იცი
გარჩევა, არ ინტერესდებღვინის წარმოშობით, არ ფიქრობს მის ჯიშურ შემადგენლობაზე, ღვინის და კერძის შეხამებაზე.

 

საქართველოს კვების დაწესებულებათა 80-90%-ში გაურკვეველი წარმოშობის სასმელი იყიდება, რომელსაც ღვინოსთან არაფერი აქვს
საერთო, არადა
ამ დაწესებულებებში
ყველაზე მეტ
“ღვინოს”
მოიხმარენ და დღესდღეობით სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართული მეღვინეობისთვის მთავარ
საფრთხეს
: მომხმარებელთა
ერთი ნაწილი
ნამდვილი ნაცვლად გაკეთებული ღვინით თვრება, მეორე კი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ღვინორესტორნებში უვარგისი აქვთ, არაყს და სხვა მაგარ სასმელებ მიეძალა, ასევე უხარისხოს.

 

კატასტროფული ვითარებაა ამ მხრივ ახალგაზრდებში.
ჯერ ერთი, ლუდის სმას ბავშვები 13-14 წლიდან იწყებენ,
უფროსკლასელები და სტუდენტები კი ლუდარაყსაც უმატებენ. არყის სმა კარგ ტონადაც ითვლება.
ბოთლიც ლამაზად გამოიყურება, ყინულიც კარგად ჩხრიალებს არყიან ჭიქაში
არაყი მალე ათრობს და ადუნებს დამლევს. ამგვარი
ეფექტით
ღვინო მას
ვერ შეედრება
– ის ხომ უფრო მშვიდი და ღრმა სასმელია…

 

ცხადია, როდესაც ალკოჰოლიზმისპრობლემაზე ვიწყებთ საუბარს, ღვინოსა და არაყს
შორის განსხვავება
მნიშვნელობას
კარგავს
ალკოჰოლიზმს
ხომ ორივე იწვევს,
ისევე
როგორც
ლუდი და ბევრი სხვა ალკოჰოლის შემცველი სასმელი. რა თქმა უნდა,
მოზარდების
ალკოჰოლისადმი
მიდრეკილება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ დღევანდელ
წერილში
ამ პრობლემას
მხოლოდ ნაწილობრივ შევეხები, რადგან დღეს ჩვენ ღვინის განათლებაზე ვისაუბრებთ
საკითხზე, რომელზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ქვეყნის
მომავალი თაობების ჯანსაღი აღზრდა.
სწორედ ღვინის გაუნათლებლობის ბრალია, რომ ალკოჰოლიზმი სულ უფრო მეტად გვიტევს.

 

ჯერჯერობით მხოლოდ ღვინის
ენთუზიასტებს მიგვაჩნია, რომ ღვინის განათლება უმნიშვნელოვანესი თემაა. ბევრი ირონიულად
უყურებს ამ საკითხს, ბევრი – ეჭვის თვალით, ერთი რამ კი ცხადია: ტრადიციული მეღვინეობის
ქვეყანაში მოზარდს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ვენახსა და ღვინოზე, ახალგაზრდობა
კი უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდეს ადგილობრივი ღვინოებით. ცხადია, ეს ღვინის განათლების
უქონლობასთან ერთად უფერული ქართული ღვინის ბაზრის ბრალიც არის, რადგან, თითო-ოროლა
ღვინის კომპანიას თუ არ ჩავთვლით, არავინ ინტერესდება ახალგაზრდული თემით, არავინ ცდილობს,
თანამედროვე ენაზე მიაწოდოს თანამედროვე ადამიანებს ქართული ტრადიციული პროდუქტი, რის
გამოც ღვინო ხანდახან რეგრესის სიმბოლოდაც კი აღიქმება.

“ღვინის კლუბი”
უკვე ორი წელია ქართული ღვინის პოპულარიზებით არის დაკავებული და ჩვენი უმთავრესი ამოცანა
სწორედ ამ ერთგვარი ღვინის ნიჰილიზმის დაძლევაა. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ყოველკვირეული
სხდომები და სემინარები, ყოველთვიური დეგუსტაციები, სხვა ღონისძიებები და აქციები,
რომელთაგან, პირველ რიგში, გამოვყოფდი “ახალი ღვინის ფესტივალს” (გაიმართა
გასული წლის მაისში და წელსაც აუცილებლად ჩატარდება), ღვინისა და კერძის შეხამების
აქციებს და სხვა. ყოველდღიურად ახლდება ჩვენი საიტი
vinoge.com, ხოლო ჩვენს ფორუმზე forum.vinoge.comძალიან საინტერესო პოლემიკები იმართება
ღვინისა და კულტურის საკითხებზე.

 

მაგალითად, შარშან, თებერვალში,
ჩვენი ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გახსნა თემა სახელწოდებით “ალკოჰოლი და
ბავშვები”, სადაც იგი ჩვენი წარსულისა და თანამედროვეობის მეტად მტკივნეულ საკითხს
შეეხო, კერძოდ, იმას, თუ რა ზიანი მოაქვს ბავშვობიდან ღვინის დაგემოვნებას, უფროსების
მიერ სასმლის გასინჯვინებას და ა.შ. საკითხის ასე დასმას მომხრეებზე მეტად მოწინააღმდეგეები
გამოუჩნდნენ, რომლებსაც მრავალი ქვეყნის გამოცდილება მოჰყავდათ, სადაც უფროსები ბავშვობიდანვე
აზიარებდნენ შვილებსა და შვილიშვილებს ღვინის კულტურას. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი
რამ დაწერა ფორუმზე: “
სხვათა შორის, ეს ტრადიცია მეღვინეობის ყველა ქვეყანაშია. არაერთხელ წამიკითხავს, თუ როგორ ასმევდა ამა თუ იმ ცნობილ მეღვინეს ბავშვობიდან ღვინოს მამა ან უფრო ხშირად ბაბუა. ასეა, მეღვინეობა სახიფათო პროფესიაა. საქმე ისაა, რას აჩვევ ბავშვს _ გამწე (კაცური) სმისთვის ამზადებ თუ ღვინის ცოდნას და სიყვარულს ასწავლი“.

 

მართლაც, ძალიან სახიფათოა, ადრეული ასაკიდან აზიარო ბავშვი ღვინოს, თუ ზუსტად არგაქვს გაცნობიერებული,რისთვის აკეთებ ამას. მხოლოდ ზერელე წარმოდგენებზე დაფუძნებული ფსევდოტრადიციონალიზმი
მავნებელი იქნება, ეს ყველაფერი ცოდნა
უნდა მყარებოდეს და ასეთ ენთუზიასტებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ სამომავლო
შედეგების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.

 

ცხადია, საკითხის ჭკვიანურად გადაწყვეტის შემთხვევაში შედეგი მხოლოდ დადებითი
იქნება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.
ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პოსტი, რომელიც ზემოხსენებულ თემაში დაიწერა,
“ღვინის კლუბის” წევრს, ჟურნალისტ ალეკო
ცქიტიშვილს ეკუთვნის, რომელმაცადა, მრავალი საკითხი მოეცვა:

თუ საქართველო მეღვინეობის აკვანია, საქართველოს მოქალაქემ
მთლად
აკვნიდან თუ არა, პატარაობიდანვე მაინც
უნდა იცოდეს, რა არის ღვინო. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბავშვები როცა გაიზრდებიან, არასოდეს
გალოთდებიან, თუ
კი ქართული ტრადიციების
შესახებ სკოლაში სწორად მივაწვდით ინფორმაციას და ვასწავლით, რას ნიშნავდა ვენახი ქართველი
კაცისთვის, რას წარმოადგენდა
ღვინო მისთვის,
როგორი ჭურ-მარანი
ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, როგორ მონაწილეობდნენ
ბავშვები ვენახის სამუშაოებში, რთველში, თვითონ ღვინის შექმნაში და ა.შ. მათ ასევე
უნდა ავუხსნათ,
რომ ქართველი კაცი ღვინოს დასათრობად
არ სვამდა. ძველად საქართველოში
საკმარისი იყო,
ვინმე თუნდაც ერთხელ ენახათ მთვრალი და მას სამუდამოდ უტყდებოდა სახელი როგორც ლოთს,
სამარცხვინო ადამიანს.

 

ბავშვებმა უნდა
იცოდნენ ქართული სუფრის წეს-ჩვეულებები საუკეთესო გაგებით. რაც მთავარია, კარგი იქნება,
თუკი ხშირად მიიღებენ მონაწილეობას ვენახის მოვლაში, რთველ
სა და ღვინის დაწურვაში. ამ დროს მიღებული ენერგეტიკა და ინფორმაცია ბავშვს მხოლოდ კულტურულ ადამიანად ჩამოაყალიბებს.

 

მიმაჩნია, რომ
სკოლების ეზოებში
(განსაკუთრებით – ქალაქში) უნდა არსებობდეს
ქართული ტრადიციული მარნები
საწნახელით, ქვევრებით და სხვა ეთნოგრაფიული აქსესუარებით,
სადაც ბავშვები პრაქტიკულადაც შეისწავლიან იმას, რაც სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებში
გაბნეულია თეორიის დონეზე”.

 

სახელმძღვანელოებზე
ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი
, ღვინოსთან დაკავშირებული სახელდობრ რა ტექსტებია გაბნეული იქ, მაგრამ ერთი
რამ ცხადია
სკოლას ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს ამ
თვალსაზრისით, თან ისე, რომ ამ ყველაფერს არც რელიგიური რიტუალის სახე მიეცეს და არც
რაიმე სავალდებულო ფორმ
.

 

მე მომხრე ვარ
სწავლების თამაშებრივი პრინციპის
და ღვინის განათლება უაღრესად თანამედროვე გასართობად შეიძლება ვაქციოთ, სადაც ბავშვები ძალდატანებლად, სიამოვნებით და ინტერესით შეისწავლიან საგანს. საგანიც პირობითად
ერქმევა ამას, რადგან ეს იქნება კლასგარეშე აქტივობა, ზოგჯერ
ექსკურსიებზე
მიბმული, ზოგჯერ
გარკვეულ აქციებთან დაკავშირებული, რომლებიც სკოლაშიც შეიძლება ჩატარდეს და სკოლის გარეთაც.
საშუალო კლასებში ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა
, რა თქმა უნდა, შეზღუდული უნდა იყოს (უფრო ზუსტად, აკრძალული), უფროსკლასელებისთვის კი მცირე დეგუსტაციებიც შეგვიძლია დავუშვათ, რათა მოზარდებმა ღვინოსთან დაკავშირებით თავიანთი პატარა აღმოჩენები გააკეთონ. ეს მათ მხოლოდ დაიცავდა, უკვე სტუდენტები, მეტი ყურადღებით აარჩევენ პროდუქტს და სხვასაც დაეხმარებიან არჩევანში. ცხადია, ამ ასაკში ღვინის გასინჯვა საკამათო თემაა და
გადაწყვეტილების
უცებ მიღება ძნელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ 15-17 წლის ყმაწვილებს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა
ჰქონდეთ ქართული ღვინის ისტორიაზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე და ა.შ. ასეთი
ცოდნით ისინი უკვე თავად გახდებიან ქართული ღვინის ელჩები აქაც და უცხოეთში
ქვეყნებში,სადაც მათ შესაძლოა სწავლა გააგრძელონ. ამ საკითხით, განათლების სისტემსა და ხელისუფლებთან ერთად, ვფიქრობ,უნდა იყოს დაინტერესებული ღვინის სექტორიცის დიდი თუ მცირე
ღვინის საწარმოები, რომლებიც დღეს ქართული მეღვინეობის სახეს წარმოადგენენ. ეს
ახალგაზრდები ხომ, პირველ რიგში, სწორედ მათი ღვინის მომხმარებლები გახდებიან და მათთან როგორც გათვითცნობიერებულ (და არა ზერელე) მომხმარებელთან აქტიური და ნაყოფიერი ურთიერთობით
სულ მალე მართლა გახდება შესაძლებელი
მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა.

 

რაც მთავარია, საქართველოში არსებობს ამის პრეცედენტი. უკვე არაერთ სკოლაში სცადეს
დაენერგათ ღვინის პრაქტიკული ცოდნა. “ფეისბუკში” ჩემ
მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, ასევე ჩვენი ფორუმის ზემოხსენებულ თემაში არაერთი მაგალითია
მოყვანილი,
როგორ აზიარებენ
ბავშვებს ღვინის კულტურას. აი
, მაგალითად, როგორ გამოეხმაურა ერთ-ერთი სკოლის მესვეური ჩემს წინადადებას:

პირველმ ექსპერიმენტულმა სკოლამ ორი წლის განმავლობაში ასეთი პროექტები მოამზადა: პირველადთბილღვინოსთანერთად მოსწავლეები წავიდნენ რაჭაში, სადაც დაკრიფეს ყურძენი და ქარხანაში დაესწრენ მის დაწურვადაბინავებას; შემდეგ კომპანიამ საჩუქრად გამოაგზავნა ამდენიმე ყუთი ღვინო შესაბამისი სერტიფიკატით, რომ მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. ამ ღვინოს შემდეგ საჩუქრად ვურიგებდით სკოლის საპატიო სტუმრებს. თუ პროექტის ფარგლებში მოექცევა მოსწავლეთა ჩართულობა ყურძნის მოყვანის მთელი ციკლის განმავლობაში (გაფურჩვნა, შეყელვა და .შ.), დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით”.

 

კიდევ რამდენიმე სკოლის დასახელება შეიძლება, სადაც ასეთი რასცადეს, პირველ რიგში წმ. გიორგის სახელობის სკოლისა, ასევე ბაგებში არსებული სკოლისა.

ცხადია, მარტო სკოლების აქტიურობით თუ მონდომებით არაფერი გამოვა და ჩვენი, “ღვინის კლუბის”, ეს ინიციატივა, მზად ვართ, პირველ რიგში
ჩვენ
თვითონ განვახორციელოთ, თუმცა, ცხადია, ამაში ღვინის კომპანიებმა თუ
კერძო პირებმაც უნდა შეიტანონ
წვლილი, რათა მომზადდეს
ადგილები, სადაც
შესაძლებელი გახდება
ბავშვების ჩაყვანა, სპეციალური გასვლითი გაკვეთილების ჩატარება, სადაც ისინი უშუალო
მონაწილეობას მიიღებენ სამუშაოებში
როგორც ვენახში,
ისე მარანში.
ამ უფასო კურსები ჩატარება თავად
მევენახეებს
და მეღვინეებს შეეძლებათ. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს კურსები სულ მალე ვიდეოფაილებადაც
შეიძლება იქცეს, რომლ
ებიც იუთუბზე აიტვირთება, იუთუბიდან კი ბმულები სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

 

ოველივე ეს სტიმულს მისცემს სხვადასხვა კომპანიას, მეტი ყურადღება მიაქციოთავიანთი პროდუქტის წარდგენას და
ამ თვალსაზრისით სწორედ უმცროს თაობას, მოზარდებს, სკოლებს
და უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ ყველაზე მეტი
შანსი
, ხელი შეუწყონღვინის ტურიზმის დაბადებას საქართველოში. დაბადებას, რომელსაც
აგერ უკვე რამდენიმე წელია არა და არ დაადგა საშველი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ
ქართველი ტურისტის, პირველ რიგში კი ახალგაზრდა, ცნობისწადილით სავსე ადამიანების გარეშე
საქართველოში
ღვინის ტურიზმს არაფერი ეშველება. განუწყვეტლივ მიწევს იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ
უცხოელი ტურისტის
იმედად ყოფნა
სისულელეა, უფრო მეტიც
დანაშაული, ისევე, როგორც აბსურდულმეჩვენება ქართული ღვინის ბაზრის დღევანდელი
მდგომარეობა,
როდესაც ჩვენი
ბოთლის ღვინის ყველაზე ფართო მომხმარებლად უკრაინელები და ყაზახები ითვლებიან და ისინი
გაცილებით მეტ ქართულ ღვინოს სვამენ, ვიდრე თავად ქართველები.

 

სწორედ ასეთი ახალგაზრდების მოთხოვნით, გნებავთ, საზოგადოებრივი
დაკვეთით
გახდება შესაძლებელი, საქართველოში
შეიქმნას გერმანული
Strausswirtschaft-ების ტიპის ღვინის ბარები, სადაც ადგილობრივი ღვინისა და კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.

თანაც ასეთი კულტურის დანერგვა უფრო ადვილად გაგვათავისუფლებს უზომო რაოდენობით ღვინის სმის ყალბი ტრადიციისგან. ეს “ტრადიცია”
თავისთავად უკვე გულისხმობს ღვინისადმი გულგრილ
დამოკიდებულებას, და იმედია, ქართული საზოგადოება ფსევდოგულბაათობის სტადიიდანმალე ღვინის კულტურის საფეხურზე გადავა. გადავა ცოდნის მეშვეობით და არა ფსევდოლიბერალური უსაგნო რიტორიკით ან რელიგიური აკრძალვებით. თუკი ცოდნაზედამყარებულმა კულტურულმა ღვინის სმამ ჩვენში ბევრი მომხრე
მოიპოვა, ჩვენ
უკვე ნამდვილად გვექნება, უფლება “ღვინის აკვნად” ვიწოდებოდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი