ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

შუშანიკის წამების პერსონაჟები – კიდევ ერთი ცდა რთული ამოცანის გადასაწყვეტად

დიდი ხანია, ქართულის მასწავლებლები ვთანხმდებით, რომ ჩვენი კურიკულუმის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ჰაგიოგრაფიის სწავლებაა.  ხშირად გვესმის სხვადასხვა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა ვასწავლოთ თუ არა ძველი ტექსტები, როგორ უნდა ვასწავლოთ, რა წილი აქვს ლიტერატურული ნაწარმოების სწავლებისას კონტექსტსა და რელიგიას, როგორ მივაწოდოთ რთული ტექსტი უფრო მარტივად, როგორ მივიპყროთ მოსწავლეების ყურადღება, როგორ გავხადოთ ის საათები, რომელიც სასწავლო გეგმაში ძველი ქართული ლიტერატურის საგანძურს ეთმობა, უფრო საინტერესო და სასარგებლო.

კითხვათა რთული ჩამონათვალია, გეთანხმებით და,  რომ გითხრათ, რომელიმე ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვიცი-მეთქი, ალბათ მოგატყუებთ. თუმცა პრობლემა არსებობს, რისი შედეგიც ჩვენი მოსწავლეები არიან. მათ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს ტექსტი, ვერ იგებენ ძველი ქართული ენის რთულ სინტაქსს, რელიგიური, გარკვეული თვალსაზრისით პროპაგანდისტული ტექსტის იდეოლოგიასა და სულისკვეთებას, თუ რამეს იმახსოვრებენ, მხოლოდ სადილის დროს ჭიქის შელეწვის, ასტამის ხეთქების ან რომელიმე მსგავს, ემოციურ თუ დრამატულ ეპიზოდს. მეორენი – დიდხანს საუბრობენ, როგორ  ემსგავსა შუშანიკი დამბადებელს, როგორ გაძლიერდა რწმენაში, როგორ თანდათან იქცა იდეალად, საუბრობენ, მაგრამ დიდად არ ესმით რას, მათ მეტყველებაში კი აუცილებლად აღმოაჩენთ ადვილად საცნობ ტერმინებს სხვადასხვაგვარი ფილოლოგიური ლიტერატურიდან.

როგორ მოვიქცეთ, რომ მზა ჭეშმარიტებებით კი არ გამოვუტენოთ თავი მოსწავლეებს, ტექსტს კიდევ უფრო კი არ დავაშოროთ, არამედ, პირიქით- საინტერესო, ჩამთრევი, დისკუსიითა და ინტერაქციით სავსე გაკვეთილები დავგეგმოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზა რეცეპტები არ არსებობს,  მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, თქვენ – თქვენი გამინაწილეთ, საერთო შედეგით კი ყველამ ვიამაყოთ.

  1. შუშანიკი – პერსონაჟი

იაკობ ხუცესი დიდი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი, ის, ამ კონკრეტული ჩარჩოებისა და სტილისტიკის მიხედვით შექმნილ, ერთგვარად პროპაგანდისტულ ტექსტში მაინც ახერხებს მრავალხრივი, საინტერესო პერსონაჟი დაგვიხატოს.

როგორ გავხადოთ შუშანიკი უფრო ახლობელი პერსონაჟი?  მიუხედავად იმისა, რამდენად გასაგები თუ გაუგებარი შეიძლება იყოს მოსწავლეებისთვის იდეა, რისთვისაც შუშანიკი იბრძვის, თვითონ ბრძოლის, იდეალებისთვის თავგანწირვის ამბავი ძალიან აქტუალური იქნება, მითუმეტეს, თუ მოსწავლეების ასაკს გავითვალისწინებთ. შუშანიკი მეხუთე საუკუნის მალალაა, მეხუთე საუკუნის გალილეო გალილეი. რატომაც არა? ის  თავისი ღირებულებებისთვის იბრძვის, თავს სწირავს საკუთარ ჭეშმარიტებას, ბოლომდე იცავს იმას, რაც მისთვის ძვირფასია.  არის თუ არა რელიგია ერთადერთი ჭეშმარიტება?  იკამათეთ ამაზე ერთად, თუმცა სწორედ აქ უნდა გავახსენოთ მოსწავლეებს ნაწარმოების კონტექსტი და მისი დაწერის მიზეზი, ავტორ-პერსონაჟის დამოკიდებულება ნაწარმოების დაწერის მიზანთან. ჭეშმარიტებებზე კამათი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ საკუთარი ღირებულებების, რწმენის დამცველი ადამიანი ყოველთვის შეიძლება შთაგვაგონებდეს.

 

  1. ოჯახური კონფლიქტის ამბავი

ეს ამბავი მაინც ღალატის და დიდი სიყვარულის ამბავია, არ მეთანხმებით? რელიგიური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახური ღალატი – არანაკლებ. გაიხსენეთ, როგორ თავგანწირვით ებრძვის ერთმანეთს ორი ადამიანი,  თავიანთი დიდი სიყვარულის დაისზე, როგორ სტანჯავენ ერთმანეთს, პატარა დეტალებს იგონებენ ერთმანეთის გასამწარებლად.  დიდი სიყვარულის შემდეგ რომ დიდი სიძულვილი მოდის, სწორედ იმ დრამატულ ამბებს ვადევნებთ თვალს.

იქნებ ამ კუთხით წაკითხვა ვცადოთ? იქნებ ასე უფრო გაიგონ, სადილის სცენა, სამკაულების გადათვლის ეპიზოდი და ცოლისგან უარყოფილი კაცის სანადიროდ წასვლა. არც აბესალომის ამბის გახსენება იქნება უადგილო, „ვის გინდათ ქალი ეთერი“…

ამ ოჯახური დრამის მონაწილეები არიან შვილებიც. აქ შუშანიკი კიდევ ერთ ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟს ემსგავსება, რომელიც შვილებს შურისძიების იარაღად აქცევს, გახსენდებათ? დიახ, სწორედ ევრიპიდეს მედეა, შუშანიკი რჯულშეცვლილ შვილებს ახლოს არ იკარებს, ამით კი თითქოს ვარსქენს ეუბნება – ნახე, მხოლოდ შენზე კი არა, შვილებზე უარის თქმაც შემიძლია.

  1. სიუჟეტი, დადებითი პერსონაჟი და უარყოფითი პერსონაჟი

ამას წინათ სტატია ვნახე, როგორ დაწერდნენ სხვადასხვა მწერლები „წითელქუდას“ და სწორედ მაშინ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება „წითელქუდას“ ზღაპარი, როგორც მოდელი, სხვადასხვა ტექსტის სწავლებისათვის გამოვიყენო-მეთქი.

განსაკუთრებით მშვენიერი ილუსტრაციაა ზღაპარი იმ ტიპის ტექსტისთვის, როგორიცაა „შუშანიკის წამება“, კონკრეტული ლიტერატურული და იდეოლოგიური ჩარჩოს გათვალისწინებით, ჟანრის კანონების სრული დაცვით შექმნილი ნაწარმოების განხილვისას, სადაც წმინდანი – ცალსახად დადებითი პერსონაჟი უნდა იყოს, ხოლო მოღალატე ქმარი, რომელმაც რჯული შეიცვალა – უარყოფითი.

პერსონაჟი, რომელიც კონკრეტული მიზნით გადის გზას, ფიზიკური თუ სულიერი ცვლილების პროცესს,  დაბრკოლებას გადალახავს, ბოროტების მსხვერპლი ხდება. „მგელი იგი“ , ვარსქენი,  ჩვენი სიუჟეტური ჩონჩხის მგელია, ბოროტი გმირი, რომელიც დამნაშავეა  მთავარი პერსონაჟის ყველა უბედურებაში.

შესანიშნავ სტრუქტურულ პარალელად შეიძლება გამოდგეს „შუშანიკის წამების“ შესანიშავი დიალოგები და ის ცნობილი გასაუბრება „წითელქუდას“ ზღაპრიდან, გახსოვთ? გადაცმული მგელი და ბებია.

აქვე იმასაც აუცილებლად აღვნიშნავდი, რომ იაკობ ხუცესი იმიტომაა გენიალური მწერალი, რომ წინასწარგანზრახული სქემებისაა და სისტემების, კონტექსტისა და დანიშნულების მიუხედავად, ახერხებს, რომ დადებითი გმირის მიმართაც გაგვიჩნდეს ეჭვები, ზოგჯერ კი უარყოფით გმირსაც ვუთანაგრძნოთ,

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი